შესყიდვების სააგენტოს შავი სია - კომპანიამ ტენდერი მოიგო, შემდეგ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა

შესყიდვების სააგენტოს შავი სია - კომპანიამ ტენდერი მოიგო, შემდეგ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა

access_time2021-07-21 10:00:24

უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, კონკრეტულ ბიზნეს სუბიექტებზე მორგებული პირობები, გამქრალი კომპანიები და სამართლებრივი დავები -  „კომერსანტი“ აგრძელებს მუშაობას საქართველოსთვის კარგად ნაცნობ იმ პრობლემაზე, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვები ჰქვია. მედიაჰოლდინგი გაგაცნობთ იმ კომპანიებს, რომელებიც საჯარო უწყებების მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში აღმოჩნდნენ.

 

ამჯერად შპს „გეომენ“-ის შესახებ მოგიყვებით. კომპანია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში 2020 წელს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი და წილის 100%–ის მფლობელი ტატო ქობალიაა.

 

მერიამ საინფორმაციო და სარეკლამო პროდუქციის შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერი 2020 წლის 23 ივნისს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობას სამი კომპანია იღებდა: შპს „პრინტარეა“, შპს „პატიო არტ“ და შპს „გეომენ“. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად შპს „გეომენი“ გამოვლინდა. კომპანიას უნდა გაეწია სხვადასხვა ტიპის ნაბეჭდი ბანერის მონტაჟის მომსახურება, ხელშეკრულების ღირებულებად 113 230 ლარი განისაზღვრა, ხოლო მოქმედების ვადად – 2021 წლის 30 ივნისი.

 


2020 წლის 21 აგვისტოს მერიამ შპს „გეომენ“- ს წერილი მისწერა, სადაც ნათქვამი იყო, რომ კომპანიამ ხელშეკრულების პირობები დაარღვია. კერძოდ, შემსყიდველმა 2020 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა მოითხოვა, რის გამოც „გეომენ“-ს ჯარიმა დაეკისრა, ხელშეკრულების საერთო ღირებულების (113230 ლარი) 5%-ის ოდენობით, 5661.5 ლარი. მერიაში მიაჩნიათ, რომ კომპანიამ არასრულად შეასრულა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. პირობების დარღვევის გამო დააკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (113 230 ლარი) 0,2%-ის ოდენობით, 226.46 ლარი.

 

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მიმწოდებელს განმარტება არ წარმოუდგენია.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, შესყიდვების სააგენტო მიიჩნევს, რომ შპს „გეომენ“ უნდა დარეგისტრირდეს შავ სიაში. შესაბამისად 2020 წლის 13 ოქტომბერს კომპანია შავ სიაში შეიყვანეს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up