შესყიდვების სააგენტომ შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არსებული სიახლეების პრეზენტაცია გამართა

შესყიდვების სააგენტომ შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არსებული სიახლეების პრეზენტაცია გამართა

access_time2016-08-05 18:15:00

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შემსყიდველი ორგანიზაციების, მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა, ბიზნესგაერთიანებების და ასოციაციების წარმომადგენლებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის სიახლეები გააცნო.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, შეხვედრას 200-ზე მეტი კომპანია და სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი ესწრებოდა.


შეხვედრაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ წარადგინა სახელმწიფო შესყიდვების სფეროში 2015-2016 წლებში გატარებული რეფორმების მიმოხილვა. ასევე გაიმართა სახელმწიფო შესყიდვების ახალი ელექტრონული სერვისების, მეთოდებისა და სერვისების პრეზენტაცია.


 

შესყიდვების სააგენტოს ცნობით, განიხილეს ორეტაპიანი ტენდერის მიმდინარეობის პროცედურები, წარმოდგენილი იქნა მეთოდური რეკომენდაციები მის წარმართვაზე, ფასისა და ხარისხის მრავალკრიტერიუმიანი შეფასების კომპლექსურ მიდგომაზე.

 

ღონისძიება გაიმართა „ევროკავშირი ბიზნესისთვის" ეგიდით მიმდინარე პროექტის: „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე საქართველოში" მხარდაჭერით, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ახორციელებს ევროკავშირის დაფინანსებით. ღონისძიების პარტნიორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.




„ქართული ეკონომიკა წინ მიდის, მაგრამ ეს ხალხის ჯიბეზე არ ისახება“ - აშშ-ს სავაჭრო პალატის წარმომადგენელი IRI-ს კვლევას აფასებს

„ქართული ეკონომიკა წინ მიდის, მაგრამ ეს ხალხის ჯიბეზე არ ისახება“ - აშშ-ს სავაჭრო პალატის წარმომადგენელი IRI-ს კვლევას აფასებს
access_time2019-11-20 10:00:10
„ქართული ეკონომიკა წინ მიდის, მაგრამ ამას ხალხი ვერ გრძნობს, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა კი  ბიზნესსაც აქვს და მთავრობასაც. 22 წელია რაც აქ ვმოღვაწეობ და მთავარ გამოწვევად რჩება  ის, რომ ეკონომიკის წინსვლა ვერ აისახა მოსახლეობის კეთილდღეობაზე“- საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა მაიკლ ქაუგილმა „კომერსანტთან“ IRI-ს კვლევის შედეგები მიმოიხილა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოში ივნისის აქციების შემდეგ...

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

რა წერია 520 დადგენილებაში რომლის გაუქმებასაც 25 სამედიცინო დაწესებულება ითხოვს

რა წერია 520 დადგენილებაში რომლის გაუქმებასაც 25 სამედიცინო დაწესებულება ითხოვს
access_time2019-11-20 11:00:19
ახლად დანიშნული ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ გატარებული პირველივე რეფორმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კრიტიკის საგანი გახდა. საქმე ეხება ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედება იგეგმება.   სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები რეფორმის 6 თვით გადავადებას ითხოვენ და ღიად აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმა პაციენტების...


მსგავსი სიახლეები

up