შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების  სამუშაოები მიმდინარეობს

შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

access_time2020-05-13 15:58:04

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



კახა კალაძის განცხადებით, პროექტის განხორციელების შედეგად, ტერიტორიაზე წლების განმავლობაში არსებული მეწყრული პროცესების საფრთხე სრულად მოიხსნება.



“ადგილი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, წლების განმავლობაში მეწყერსასიში ზონა იყო, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნიდა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობას, ასევე შეშელიძის ქუჩაზე განთავსებულ ბიზნესობიექტებს. ეს პრობლემა 90-იანი წლებიდან მოყოლებული არსებობს. მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობისგან სისტემატურად შემოგვდიოდა წერილები, რომლითაც ისინი ამ პრობლემის მოგვარებას გვთხოვდნენ. ჩვენ ქალაქში გვაქვს ე.წ. შავი ზოლები, იგივე დამეწყრილი ადგილები, რომელიც საშიშია, რომ არ დაიძრას. შესაბამისად, ამ სამუშაოების ჩატარება არის მნიშვნელოვანი. მე უკვე შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ამ დროისთვის მოსახლეობას აქ არანაირი საფრთხე არ ემუქრება უკვე ჩატარებული სამუშაოებიდან გამომდინარე, თუმცა პროექტი ჯერ დასრულებული არ არის. სამუშაოები 2021 წლის იანვარში დასრულებული უნდა იყოს. ამ პროექტზე, დაახლოებით, 21 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამასთან, არის მოსაზრება, რომ აქ, ბეტონის დამჭერი კედლების ზემოთ გავაკეთოთ სპორტული მოედანი იმისთვის, რომ აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს სპორტული ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.



საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საპროექტო ორგანიზაციის სპეციალისტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ადგილზე მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია მოეწყობა, რაც სამ რიგად გამოყოფილ ხიმინჯოვან კედელს გულისხმობს. დამცავი კედელი ხიმინჯების გამაერთიანებელი რკინა-ბეტონის ფილით შეიკვრება. პროექტი ითვალისწინებს სადრენაჟე არხების მოწყობასაც.




საპროექტო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, მიღებულია პრინციპული საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც დამეწყრილი უბნის მდგრადობის მისაღწევად აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ამ დროისთვის, დამეწყრილ ტერიტორიაზე დამცავი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება.



აღნიშნულ ფერდზე მეწყრული პროცესები პირველად გასული საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისში წარმოიშვა, რომელმაც საშიში ფორმა 1992 წელს მიიღო. მეწყერის წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზი ფერდის ძლიერი გაწყლოვანებაა. აღნიშნულის გამო, ფერდის ჩამოშლა მიმდინარეობს, რაც საშიშროებას უქმნის, როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს და იქ მცხოვრებ მოქალაქეებს, ასევე შეშელიძის ქუჩას.



დამეწყრილი უბნის საყრდენი კედლებით გამაგრების პროექტირება-მშენებლობის სამუშაოებს, რომელიც 2021 წლის იანვარში დასრულდება, კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 20 874 000 ლარს შეადგენს.



ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up