„შესამჩნევი გაუმჯობესება ფიტნესსა და გართობაზე ხარჯვაში“ - რა სექტორებში შეინიშნება აღდგენის დინამიკა

„შესამჩნევი გაუმჯობესება ფიტნესსა და გართობაზე ხარჯვაში“ - რა სექტორებში შეინიშნება აღდგენის დინამიკა

access_time2021-04-02 15:30:20

TBC Capital-ი ყოველკვირეულ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის დინამიკაა განხილული. „კომერსანტი“ კვლევითი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს უცვლელად გთავაზობთ.

 

კვლების მიხედვით, 2021 წლის 1-25 მარტის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხები წლიურად -23.8%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში საბაზო ეფექტის გამორიცხვით, თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა მცირედით გაიზრდა.

 

23-29 მარტის პერიოდში სურსათსა და ფარმაციაზე უნაღდო დანახარჯები 44%-ით გაიზარდა, საბაზო ეფექტის გამორიცხვით. რეზიდენტების მიერ სხვა კატეგორიებზე (სურსათისა და ფარმაციის გამოკლებით) უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპმა 23-29 მარტის პერიოდში 34% შეადგინა.

 

შესამჩნევი გაუმჯობესება შეინიშნება ფიტნესსა და გართობაზე ხარჯვაში

 

ტანსაცმელზე უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპმა 23-29 მარტის პერიოდში 12% შეადგინა. ფიტნესზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი დადებითი გახდა და იგივე პერიოდში 36% შეადგინა. გართობაზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი მარტის განმავლობაში შესამჩნევად გაუმჯობესდა და გასულ კვირაში -61% შეადგინა.

 

 


ავეჯსა და სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯების ზრდა კვლავ მაღალია, თუმცა წინა კვირასთან შედარებით შემცირდა.

 

სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯების ზრდა, წინა კვირასთან შედარებით მცირედით შემცირდა და 30% შეადგინა. ავეჯსა და სხვა საყოფაცხოვრებო საქონელზე უნაღდო დანახარჯების ზრდა წინა კვირასთან შედარებით შესუსტდა და 23-29 მარტის პერიოდში 15% შეადგინა. ელექტრონიკაზე უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი მცირედით გაიზარდა და 37% შეადგინა.

 

მანქანის შეკეთებაზე დანახარჯების ზრდის ტემპი მცირედით გაუმჯობესდა, ხოლო საწვავსა და ტრანსპორტზე შედარებით შემცირდა; პირად ჰიგიენასა და სხვა სამომხმარებლო საქონელზე გაუმჯობესების დინამიკა შეინიშნება.

 

პირად ჰიგიენაზე უნაღდო დანახარჯები 23-29 მარტის პერიოდში 35%-ით გაიზარდა. სხვა სამომხმარებლო საქონელზე ხარჯვა ამავე პერიოდში 20%-ით გაიზარდა.  მანქანის შეკეთებაზე უნაღდო დანახარჯებმა 23-29 მარტის პერიოდში 11% შეადგინა, რაც წინა კვირასთან შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. უნაღდო დანახარჯები საწვავსა და ტრანსპორტზე ამავე პერიოდში 7%-ით გაიზარდა.

 

ექიმთან ვიზიტებზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი გაუმჯობესდა ბოლო სამი კვირის განმავლობაში შემცირების შემდგომ.

 

ექიმთან ვიზიტებზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი წინა კვირასთან შედარებით გაიზარდა და 23-29 მარტის პერიოდში 21% შეადგინა. სამედიცინო აღჭურვილობაზე უნაღდო დანახარჯები ამავე პერიოდში 51%-ით გაიზარდა.

 

სასტუმროების გამოკითხვა 29.03.21: მარტის დატვირთულობა მცირედით აღემატება თებერვლის დონეს, შედარებით შესამჩნევი ზრდით თბილისსა და სხვა რეგიონებში

 

მარტის სამომავლო დატვირთულობამ 26% - სხვა რეგიონებში შეადგინა, 23% თბილისში, 20% - კახეთში, ხოლო 15% - ზღვისპირა სასტუმროებში უქმეების დატვირთულობა: გასულ კვირასთან შედარებით, უქმეების დატვირთულობა ყველა რეგიონში გაიზარდა, გარდა სხვა რეგიონებისა სასტუმროებში საშუალო დღიური ფასი (აშშ დოლარი) 35-40%-ით ჩამორჩება კრიზისამდელ მაჩვენებელს.


თეგები:
TBC Capital



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up