„შესაძლოა წელს უპირატესობა ისეთ 1 წლიან კულტურებს მივანიჭოთ, როგორიც არის ხორბალი, მზესუმზირა და ქერი“- „KTW ჯგუფი“

„შესაძლოა წელს უპირატესობა ისეთ 1 წლიან კულტურებს მივანიჭოთ, როგორიც არის ხორბალი, მზესუმზირა და ქერი“- „KTW ჯგუფი“

access_time2020-05-11 17:10:15

„შესაძლოა წელს უპირატესობა ისეთ 1 წლიან კულტურებს მივანიჭოთ, როგორიც არის ხორბალი, მზესუმზირა და ქერი“,- ამის შესახებ „კომერსანტს“  კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობის“ (KTW ჯგუფი) დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა. ბიზნესმენის განმარტებით,  აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობითაა განპირობებული. როგორც ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, ერთ წლიანი კულტურების გაშენება ქართულ ეკონომიკას წაადგება. აღსანიშნავია, რომ კომპანია გასულ წელს მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებდა ზეთის ხილის წარმოების კუთხით. KTW ჯგუფი დედოფლისწყაროში ზეთის ხილის ბაღებსა და საწარმოს აშენებს გეგმავდა.ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, ახლა ნიადაგის შესწავლა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში კომპანიას ზეთისხილის განაშენიანების გეგმა ექნება.

 

„ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული ზეთისხილის მწარმოებელ მსხვილ ესპანურ კომპანიასთან „Todolivo“, რომლის დელეგაციის ჩამოსვლა და გასაშენებელი 400 ჰექტარი მიწის დათვალიერება ამ გაზაფხულზე იყო დაგეგმილი. პანდემიის გამო ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი მხრიდან ნიადაგის დისტანციური ანალიზი და ველოდებით ზეთისხილის განაშენიანების გეგმას.


ჩვენ, შესაძლოა წელს ასევე უპირატესობა მივანიჭოთ 1 წლიან კულტურებს, როგორიც არის ხორბალი, მზესუმზირა და ქერი. ესენი გახლავთ პირველადი დანიშნულების პროდუქცია, რომლებიც საკმაოდ მოთხოვნადია და მნიშვნელოვნად წაადგება ქართულ ეკონომიკას. რაც შეეხება ამ პერიოდში დაგროვილ გამოცდილებას ზეთისხილის მიმართულებით, ჩვენ მას  ეტაპობრივად გამოვიყენებთ, რადგან ზეთისხილი არის შედარებით მაღალფასიანი და განსხვავებული პროდუქტი“, -განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ზეთისხილის მწარმოებელ ქართულ კომპანია „ჯეოლაივსა“ და „კახურ ტრადიციულ მეღვინეობას“(KTW) შორის ერთწლიანი მოლაპარაკებები დასრულდა. მხარეებმა ზეთისხილის წარმოების ერთობლივი ძალებით გაფართოება გადაწყვიტეს.  აღნიშნულ პროექტი მიზნად საქართველოში ზეთისხილის კულტურის განვითარება ისახავს და მაში 10 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება.


 

„ჯეოლაივი“ რამდენიმე წელია საქართველოში ზეთისხილის პლანტაციების გაშენებით არის დაკავებული.  ძირითადი პლანტაციები და ქარხანა კახეთშია განთავსებული.

 

რაც შეეხება „კახური ტრადიციულ მეღვინეობას“ , ის ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია 2001 წელს დაფუძნდა, „KTW“ აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით. 16 წლის განმავლობაში, „KTW“ ღვინის ექსპორტს მსოფლიოს 20–ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს.კომპანიის წარმოების უმრავლესობა მისივე ვენახის ყურძნისგან მოდის. კომპანიის ვენახები ამჟამად 600 ჰექტარზე მთელი საქართველოს გარშემოა განლაგებული. ამჟამად „KTW“ 50-ზე მეტ ძირძველ ყურძნის ჯიშთან მუშაობს.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up