როგორი იქნება გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულების ანაზღაურება?!

როგორი იქნება გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულების ანაზღაურება?!

access_time2021-03-08 12:28:25

საზღვარგარეთ დროებითი დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის სარეგისტრაციო პორტალი მიმდინარე წლის 15 თებერვალს ამოქმედდა და გერმანიაში სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე ლეგალური დასაქმების მიზნით, საქართველოს 95 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე დარეგისტრირდა.



როდის და რა პირობებით შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დასაქმებას, როგორია შერჩევის კრიტერიუმები და კიდევ რომელი ქვეყნების დამატება მოხდება სარეგისტრაციო პორტალზე, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი, გიორგი ბუნტური ესაუბრა.



- ამ დროისთვის, გერმანიაში ლეგალური დასაქმების რამდენი მსურველია რეგისტრირებული და მათგან რამდენი ადამიანის შერჩევა მოხდება პირველ ეტაპზე?



- დღეის მდგომარეობით, პორტალზე დაახლოებით საქართველოს 95 771 მოქალაქეა რეგისტრირებული. რაც შეეხება რეგისტრირებულებიდან დასაქმებულების რაოდენობას, ეს დამოკიდებული იქნება გერმანელი დამსაქმებლების მიერ მოწოდებული ვაკანსიების რაოდენობაზე. ვაკანსიების მიღება დაწყებულია და პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება. 2017-2018 წლებში, როდესაც გერმანიასთან ამ სფეროში თანამშრომლობაზე დავიწყეთ საუბარი, შევთავაზეთ, რომ თავდაპირველად საპილოტედ 500 ადამიანი გაგვეშვა, თუმცა ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, სისტემები ბევრად დავხვეწეთ, შესაბამისად, მასშტაბებიც გაიზარდა და გერმანიასთან უკვე 500 კაცზე საუბარი აღარ იყო. ხელშეკრულებით არავითარი კვოტა არაა განსაზღვრული, რომელიც დასაქმებულების რაოდენობას შეზღუდავდა. შესაბამისად, როგორი მოთხოვნაც იქნება, იმის მიხედვით მოხდება დასაქმება. ზუსტ ციფრს ცხადია, ვერ ვიტყვით, თუმცა დასაქმებულების რაოდენობა აუცილებლად ათასები იქნება. ამასთან, რა თქმა უნდა, ვინც რეგისტრირებულია, წელს ყველას დასაქმება ვერ მოხდება. ლოგიკურია, რომ მსურველი ყოველთვის მეტია, ვიდრე სამუშაო ადგილი.



- როდის დაიწყება შერჩევის პროცესი და როდის მოხდება დასაქმებულების პირველი ნაკადის წასვლა გერმანიაში?

- საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში წასვლის პროცესი დაიწყება გერმანიაში სეზონის დაწყებისთანავე. ესაა დაახლოებით აპრილის პირველი ნახევარი. გარკვეული რაოდენობის ვაკანსიები უკვე შემოსულია და შერჩევის პროცესი რეგისტრირებულთა ბაზიდან დაწყებულია. ეს პროცესი პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.



- რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ გერმანიაში დასაქმების მსურველები, რა კრიტერიუმების მიხედვით მოხდება მათი შერჩევა?




- შეთანხმებით განსაზღვრულია სავალდებულო კრიტერიუმები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს 18-დან 60 წლამდე, ფიზიკურად ჯანმრთელი, რის დასადასტურებლადაც უნდა წარადგინოს ფორმა 100, ასევე უნდა ჰქონდეს გამოცდილება, იცოდეს უცხო ენა, არ უნდა იყოს ნასამართლევი. წასვლამდე სავალდებულოა PCR ტესტის გაკეთება, რომლის ხარჯსაც თავად მოქალაქე ანაზღაურებს. ამასთან, არის ინდივიდუალური კრიტერიუმები, რომლებიც გერმანელი დამსაქმებლების მიერ გამოგზავნილ კონკრეტულ შეთავაზებებშია. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ენის ცოდნის მოთხოვნა ან რომელიმე მოსავლის აღების გამოცდილება და სხვა.



რაც შეეხება შერჩევის პროცედურას, კრიტერიუმების გათვალისწინებით, პირველადი შერჩევის შემდეგ, ყველა შერჩეულ კანდიდატთან ხდება გასაუბრება. მოქალაქეს ეგზავნება შეტყობინება და შემდეგ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომლები უკავშირდებიან და აცნობენ დეტალურ ინფორმაციას სამუშაოს და პირობების შესახებ. მოქალაქის მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, ხდება დაბარება გასაუბრებაზე და ამის შემდეგ კანდიდატურა გერმანელ დამსაქმებელს ეგზავნება. საბოლოო გადაწყვეტილებას გერმანელი დამსაქმებელი იღებს.



- როგორია გერმანიაში დასაქმების მსურველთა შემდეგი ნაკადის რეგისტრაცია-შერჩევის ვადები და სულ რამდენი ნაკადის შერჩევა იგეგმება?

- ეს პროგრამა არაა გათვლილი მოკლე ვადაზე. ესაა ორ მხარეს დადებული შეთანხება, რომელიც დადებულია განუსაზღვრელი ვადით და იქნება იქამდე, სანამ რომელიმე მხარე არ გადაწყვეტს, რომ ამ სფეროში ერთმანეთთან თანამშრომლობა აღარ უნდათ. შესაბამისად, ისევე როგორც წელს, ასევე მომავალ წლებში, მთელი სეზონის განმავლობაში იქნება გერმანიაში დასაქმება შესაძლებელი. 15 თებერვლიდან დაიწყო რეგისტრაციის პროცესი და აღარ შეჩერდება. როგორც რეგისტრაცია, ასევე ვაკანსიების მიღება მუდმივად იქნება. ერთი ადამიანი რომ წავა გერმანიაში, მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში იმუშავებს კონკრეტულ დამსაქმებელთან. თუმცა ამ 3 თვის განმავლობაში არ ვჩერდებით, 3 თვის გასვლას არ ველოდებით, რომ მეორე და შემდეგი ნაკადები გავუშვათ.



- შესაძლოა თუ არა, რომ პროგრამით ერთხელ დასაქმებული განმეორებით დასაქმდეს?



- თეორიულად ეს შესაძლებელია, თუმცა პრაქტიკაში რთული იქნება, რადგან გერმანიაში სეზონი დაახლოებით 6-7 თვის განმავლობაში გრძელდება. ევროკავშირის დირექტივითა და გერმანიის კანონმდებლობით, სეზონური სამუშაოები მიბმულია ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის დღეებთან, შესაბამისად, როდესაც ადამიანი 3 თვით გაემგზავრება გერმანიაში სამუშაოდ, შემდეგი 3 თვე უფლება აღარ აქვს შენგენის ზონაში იმყოფებოდეს. ამიტომ, სეზონზე ერთხელ მოუწევს ადამინს დასაქმება, თუმცა ასეთი შესაძლებლობა ყოველ წელს ექნება. ამასთან, გერმანელ დამსაქმებელს აქვს უფლება, რომ თუ მოეწონება დასაქმებული და დასაქმებულისგანაც მზაობა იქნება, მომდევნო წელს სახელმწიფო უწყებების ჩარევის გარეშე, პირდაპირ მოიპოვოს ამ ადამიანის დასაქმების ნებართვა.



- როგორი იქნება გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულების ანაზღაურება, ვინ დაფარავს მათი გერმანიაში წასვლის და ცხოვრების ხარჯებს?



- ანაზღაურება იქნება საათში 9.5 ევრო, რომელიც თვეში 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება გერმანიაში. არავითარი დაბეგვრა ქართული მხარის მიერ არ მოხდება.

რაც შეეხება ხარჯებს, საქართველოს მოქალაქეს ევალება, რომ ორივე მიმართულებით შეიძინოს თვითმფრინავის ბილეთი, რის ხარჯსაც თავად ანაზღაურებს, ასევე მოქალაქე ფარავს კვების და საცხოვრებლის ხარჯებს, თუმცა მოქალაქეს ბინის პოვნაში დამსაქმებელი ეხმარება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ გერმანიაში მინიმალური სტანდარტებია განსაზღვრული, რასაც შრომითი მიგრაციის დროს დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული საცხოვრებელი უნდა აკმაყოფილებდეს. დამსაქმებელმა მოქალაქეს ცუდი საცხოვრებელი პირობები რომ შესთავაზოს, საქართველოს მოქალაქე მარტივად გაასაჩივრებს და დამსაქმებელს დიდი ჯარიმების გადახდა მოუწევს. საცხოვრისის ხარჯი საკმაოდ მიზერული იქნება, თვეში დაახლოებით, 200-250 ევრო.



- გერმანიის გარდა, რომელი ქვეყნების დამატება მოხდება საზღვარგარეთ დროებითი დასაქმების მსურველების სარეგისტრაციო პორტალზე და როდის?



- გერმანია პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ოფიციალურად დავიწყეთ ცირკულარული მიგრაციის სფეროში შეთანხმების განხორციელება. გერმანიის გარდა 3 ხელშეკრულებაა გაფორმებული, რომელთა ამოქმედებაზეც ვმუშაობთ. ეს ქვეყნებია საფრანგეთი, ისრაელი და ბულგარეთი. სავარაუდოდ, ამ ქვეყნებიდან პირველი ისრაელი იქნება და შეიძლება, საფრანგეთიც, სადაც წელს დაიწყება დასაქმების მსურველების რეგისტრაცია. დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს ისრაელიც დაემატება. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ ქვეყანასთან მოლაპარაკების საგანი ინდივიდუალურია. ისრაელის და საფრანგეთის შემთხვევაში სხვადასხვა სექტორებზეა საუბარი. საფრანგეთის შემთხვევაში 50 პროფესიაა განსაზღვრული. ბულგარეთშიც არანაირი შეზღუდვა არაა. სამომავლოდ შესაძლოა, გერმანიასთანაც მოხდეს სხვა სექტორების დამატება. ასევე, ვაგრძელებთ ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს, რომ მსგავსი ტიპის შეთანხმებებს მივაღწიოთ და საქართველოს მოქალაქეებმა ლეგალურად შეძლონ დასაქმება.


Bpn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up