მსხვილ საწარმოებს შესაძლოა ელექტროენერგია გაუძვირდეთ -“ქართული ოცნება“ მორიგი საკანონმდებლო ცვლილებისთვის ემზადება

მსხვილ საწარმოებს შესაძლოა ელექტროენერგია გაუძვირდეთ -“ქართული ოცნება“ მორიგი საკანონმდებლო ცვლილებისთვის ემზადება

access_time2018-12-10 09:00:00

დღეს ელექტრო ენერგეტიკისა და გაზის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს. როგორც კომერსანტისთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული ცვლილები მსხვილი კომპანიებისთვის აუქმებს ელექტროენერგიაზე დაწესებულ სატარიფო შეღავათებს და ისინი დენს თავისუფალ ბაზარზე, უშუალოდ გენერაციის ობიექტებიდან, იმპორტით ან საბითუმო მიმწოდებლებისგან შეისყიდიან, შესაბამისად, ტარიფს ბაზარი დაარეგულირებს.


 
მსხვილი კომპანიები შიშობენ, რომ ეს ცვლიელაბ მათ ელექტროენერგიას გაუძვირებს და საქმიანიბაზე უარყოფითად აისახება.



რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ადვოკატი, დავით ებრალიძე კომერსანტთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ცვლილებები არა რეალურად თავისუფალ ბაზარს, არამედ ნაწილობრივ თვისუფალ ბაზარს შექმნის და დააზარალებს კომპანიებს.



„ახლა კომპანიები 11 თეთრის ფარგლებში ყიდულობენ ელექტროენერგიას, ერთი წლის წინაც იყო ამ ცვლილებებზე საუბარი, შეიცვალა კანონი, თუმცა პროცესი შეჩერდა. მაშინ, ამ ცვლილებით კომპანიებს ტარიფი 30 %-ით უძვირდებოდათ. ეს ძალიან კრიტიკული იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნისთვის და მნიშვნელოვან რისკს უქმნიდა მის კონკურენტუნარიანობას.



იმ კომპანიებს, რომლებსაც ესცვლილება შეეხებათ აუცილებლად გაუძვირდებათ ელექტროენერგია, რადგან შეწონილი ტარიფი, რომელსაც ამჟამად სადისტრიბუციო კომპანიები იყენებენ,  შედაებით იაფ ენერგიასაც მოიცავს. მაგალითად, ენგურჰესის და სხვა სახელმწიფო ჰესების. ამ ცვლილებით კი კომპანიებს მოუწევთ ელექტროენერგიის შესყიდვა კომერციული გენერაციის ობიექტებიდან ან იმპორტირება, რაც მათ გაუძვირებს ელექტროენერგიას. თუ პოლიტიკის მიზანი ისაა, რომ თავისუფალი ბაზრის პრინციპების შესაბამისად მოხდეს ელექტროენეგრიით ვაჭრობა, მაშინ ამგვარი არასამართლიანი და მახინჯი ფორმით არ უნდა ხდებოდეს ეს, კომპანიებისთვის ტარიფის ზრდის ხარჯზე,“-გააცხადა დავით ებრალიძემ. 

 



საკითხში გარკვევას, კომერსანტი კანონპროექტის ავტორთან, პარლამენტის დეპუტატთან რევაზ არველაძესთან შეეცადა. დეპუტატის თქმით,  ცვლილება თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბებას ემსახურება და ტარიფის ცალსახა ზრდას არ გამოიწვევს . ფასები კი ერთი მხრივ ელექტრო ენერგიის საბითუმო მიმწოდებლებზე, ხოლო მეორე მხრივ თავად კომპანიების ძალისხმევაზე იქნება დამოკიდებული.



„ საქართველოს კანონმდებლობით მიღებულია, რომ 2020 წლის ბოლომდე ყველა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლი უნდა გავიდეს თავისუფალ ბაზარზე. ისინი აღარ იქნებიან დამოკიდებულნი სადისტრიბუციო კომპანიებზე, როგორიცაა თელასი და ენერგოპრო. კოპმანიები  ბაზარზე ან თვითონ იყიდიან ელექტრო სადგურებისგან ელექტროენერგიას, ან იმპორტს მოახდენენ ან ახალი საბითუმო მიმწოდებლებისგან შეისყიდიან. ეს საბითუმო მიმწოდებლები თავის მხრივ სხვადასხვა წყარობიდან მიიღებენ ელექტროენერგიას და გაყიდიან კომპანიებზე. ეს შეიძლება არსებულ ტარიფზე იაფი იყოს ან ძვირიც, წინასწარ ამას ვერავინ განსაზღვრავს და იმაზე იქნება დამოკიდებული საბითუმო კომპანიები რა ფასად შეისყიდიან ელექტროენერგიას. ამასთან მნიშვნელოვანი იქნება იმაზეც, კოპმანიები რამდენად აქტიურები იქნებიან და მოახერხებენ, რომ  თავად იყიდონ იაფად ელექტროენერგია,“-განაცხადა რევაზ არველაძემ.



ენერგეტიკოსის გია არაბიძის თქმით, რთულია წინასწარ შეფასდეს თავისუფალი ბაზრის პირობებში რა ეღირება ელექტროო ენერგია, თუმცა იარსებებენ მოგებულებიც და წაგებულებიც.



„ამ ეტაპზე ციფრებზე საუბარი რთულია, სანამ ცვლილების დეტალები არ დაზუსტდება და განისაზღვრება ვინ იქნებიან გადამყიდველები, რომელთაც ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვის უფლება ექნებათ.


რისკები რასაკვირველია არსებობს, განსაკუთრებით ეს ეხება მსხვილ საწარმოებს, რომლებიც დიდი რაოდენობით ელექტრო ენერგიას მოიხმარენ, იქნება ეს რუსთავის ფოლადი თუ ბიტფიური, რომელიც კრიპტოვალუტას აწარმოებს.


სემეკი დაიცავს მოსახლეობას და მცირე ბიზნესს იმით, რომ ელექტროენერგიის ტარიფი იქნება განსაზღვრული ისე, როგორც დღეს არის და ამაზე მეტს მათ ვერავინ გადაახდევინებს, თუმცა ის მსხვილი კომპანიები, რომლებიც თავისუფალ ბაზარზე გავლენ შესაძლოა დაზარალდნენ კიდეც, ან პირიქით, მომგებიანი იყოს მათთვის, ამას ბაზარი დაარეგულირებს,“
-აცხადებს გია არაბიძე.



ენერგეტიკოსი კომერსანტთან მოსალოდნელ რისკებთან ერთად სარგებელზეც საუბრობს, რაც ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვის ხარჯზე მიიღება.



„რადიკალურად მცირდება ინვესტიციები საქართველოს ენერგეტიკაში, ყოველწლიურად დაახლოებით ორი მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგიის ყიდვა გვჭირდება, რაც ნიშნავს, რომ ყოველწლიურად საქართველო  100 მილიონი დოლარით აფინანსებს მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკას. ინვესტორი კი იმიტომ არ მოდის, რომ ჩვენთან ტარიფები ძალიან დაბალია და არ არის გარანტირებული შესყიდვა, როდესაც თავისუფალი ბაზარი ჩამოყალიბდება, მეტი ინვესტორი შემოვა და მეტი გენარაციის ობიექტი გაჩნდება, ამ მხრივ ეს ცვლილებები დადებითია,“ განმარტავს გია არაბიძე.



მარიამ ტიტვინიძე





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-03 21:30:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ქართველი ხალხი ასეთი ბნელი და გაუნათლებელი არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა“ - ეპიდემიოლოგი     „ხალხი არ იცავს სოციალურ დისტანციას, აღარ იკეთებს ნიღაბს და არ ატარებს სადეზინფექციო საშუალებებს. შეხედეთ რა ხდება ქალაქში - 10-დან 9-ს ნიკაპზე უკეთია ნიღაბი....

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს
access_time2020-12-03 21:00:49
2020 წელს ბიტკოინის კურსის ზრდამ ბევრი ჭკვიანი ადამიანი გააოცა. გასულ კვირას მთავარი კრიპტოვალუტის ღირებულება 20 000 დოლარამდე ავარდა, რამაც ბევრ სკეპტიკოსს აზრის შეცვლა აიძულა.   2018 წელს ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა ნოელ რუბინიმ ბიტკოინს „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი საპნის ბუშტი“ უწოდა, თუმცა, დღეს ვირტუალური ფულის წარმატების ფონზე, 2020 წლის ნოემბერში, ის აღიარებს, რომ კრიპტოვალუტას ზრდის პერსპექტივა აქვს.   მაშინ რა ხდება...

Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?

 Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?
access_time2020-12-03 20:00:16
2020 წელი ნავთობის და გაზის ბაზრებისთვის უნიკალური და წარმოუდგენლად რთული იყო - კორონავირუსის პანდემიამ და ოპეკ+ის შეთანხმების ჩაშლამ ნავთობზე ფასების უპრეცედენტო ვარდნა გამოიწვია. აპრილში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნავთობი წამგებიანი გახდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.   2020 წელმა ისტორიაში პირველად მოხმარების შოკი მოიტანა. ბოლო 50 წლის მანძილზე მსოფლიოში მიწოდების შოკი საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო - მაგალითად, 1967 წელს ისრაელის მიერ წამოწყებული 6-დღიანი ომის დროს,...

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-12-03 19:30:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3119 ლარი გახდა....

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“
access_time2020-12-03 18:30:10
რამდენიმე ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან.   „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები. 2019 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია - „ავერსი“; „პსპ“ და „ჯიპისი“. როგორც ფინანსური...


მსგავსი სიახლეები

up