შესაძლოა მომავალი წლის ბოლოსთვის დეპოზიტების დაზღვევა იურიდიული პირებზეც გავრცელდეს - ინტერვიუ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელთან

შესაძლოა მომავალი წლის ბოლოსთვის დეპოზიტების დაზღვევა იურიდიული პირებზეც გავრცელდეს - ინტერვიუ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელთან

access_time2018-12-06 10:00:00


2018 წლის 1 იანვრიდან ყველა ფიზიკურ პირს, რომელსაც თანხა ქართულ კომერციულ ბანკში აქვს განთავსებული, სპეციალური სახელმწიფო ფონდი აზღვევს. თუ ბანკი გაკოტრდა, მეანაბრეს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ზარალს 5 000 ლარამდე თანხით უნაზღაურებს.

 


დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელი ოთარ ძიძიკაშვილი კომერსანტთან სააგენტოს მუშაობის ერთ წელს აჯამებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. მისი თქმით, 2019 წელს იგეგმება 5000 ლარიანი ზღვრის გაზრდა და ამასთან დეპოზიტების დაზღვევა იურიდიულ პირებზეც გავრცელდება.


ბატონო ოთარ, წლის დასაწყისში გააკეთეთ პროგნოზი ფონდში 12-დან 13 მილიონ ლარამდე თანხის შემოდინების შესახებ,როგორია ფაქტობრივი მდგომარეობა და მომავალი წლისთვის რა მოცულობის შემოსავლის მიღებას ელით?


- ფონდში იმაზე მეტი თანხის აკუმულირება მოხდა ვიდრე ველოდით. წელს დაზღვევის ფონდს ჰქონდა სამი სახის შემოსავალი, ესაა ბანკების ერთჯერადი შენატანი,რომელიც თითოეული ბანკისთვის 100 000 ლარი იყო, საერთო ჯამში ბანკებმა ერთჯერადი შენატანის სახით 1 მილიონ 600 ათასი ლარი შემოიტანეს. ბანკების ყოველთვიური შემონატანები არის ფონდის შემოსავლის ძირითადი წყარო, ათი თვის განმავლობაში ამ შემოსავალმა 12 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა. ასევე ჩვენ გვერიცხება საპროცენტო შემოსავალი 2 და 5 წლიან სახაზინო ვალდებულებებში ინვესტირებიდან. ამ ეტაპზე ნაყიდი გვაქვს 13 264 000 ლარის ფასიანი ქაღალდები,მიმდინარე პერიოდში ვაპირებთ მონაწილეობას 12 დეკემბრის სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში.


2019 წელს რაც შეეხება, ვფიქრობ, მომავალ წელს ფონდში ყოველთვიური შენატანები 15 მილიონ ლარს გადააჭარბებს, ასევე გვექნება მინიმუმ 1 მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავალი ინვესტიციებიდან. დინამიკა ნამდვილად პოზიტიურია,შემონატანები ყოველთვიურად იზრდება.



მიმდინარე წელს დადგა თუ არა სადაზღვევო შემთხვევა და როგორ გაართვა სააგენტომ თავი დაკისრებულ მოვალეობებს?



წელს გვქონდა ერთი სადაზღვევო შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი გავიდა საქართველოდან. შევარჩიეთ მომსახურე ბანკი, კონკრეტულად ლიბერთი, შესაბამისად მოქალაქეებს შეუძლიათ ამ ბანკის საშუალებით მიიღონ კუთვნილი თანხები.მთლიანობაში ასანაზღაურებელი იყო 34 ანგარიში 11 000 ლარამდე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობით.ჩვენი სერვისით 4-მა მოქალაქემ ისარგებლა,აქედან სამი საქართველოს და ერთი აზერბაიჯანის მოქალაქეა.მიუხედავად იმისა,რომ სააგენტო ერთ წელზე ნაკლებია,რაც სრულფასოვნად ფუნქციონირებს პირველივე სადაზღვევო შემთხვევას მომზადებული შევხვდით,ეს შეიძლება ითქვას ტესტი იყო ,რომელსაც წარმატებით გავართვით თავი.პროცესი პროცედურულად გამართული იყო,რაც ნიშნავს რომ უფრო სერიოზულ სადაზღვევო შემთხვევებსაც იგივე წარმატებით გავუმკლავდებოდით.


ზოგადად როგორ შეაფასებდით არსებულ რისკებს,შესაძლოა თუ არა რომ მომდევნო წელს მეტი და რთული სადაზღვევო შემთხვევები დადგეს დღის წესრიგში ?


-საბედნიეროდ სერიოზული რისკების მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში არ არსებობს,თუმცა ამ სისტემის არსებობა მაინც მნიშვნელოვანია,ვინაიდან ჩვენ არ ვიცით რა შეიძლება მოხდეს ათი წლის შემდეგ და უფრო ხანგრძლივვადიან პერიოდში.დეპოზიტების დაზღვევის არსებობა უზრუნველყოფს,როგორც ქართველი ასევე უცხოელი რეზიდენტების ანგარიშების დაცულობას.დღეს ძლიერი და სტაბილური საბანკო სექტორი გაგვაჩნია,თუმცა ის ფაქტი რომ სერიოზული სადაზღვევო შემთხვევები არაა, არ ნიშნავს რომ ეს სისტემა არ უნდა არსებობდეს.


როგორც ცნობილია,დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ზარალს 5000 ლარამდე ანაზღაურებს და კომერციული ბანკებისთვის ყოველთვიურ საკომისიოები ლარის დეპოზიტების 0.067% და უცხოური ვალუტის დეპოზიტების 0.1%-ია .გეგმავთ ამ მაჩვენებლების გადახედვას ? გავრცელდება თუ არა დეპოზიტების დაზღვევა იურიდიულ პირებზეც?


-არსებული 5000 ლარიანი ზღვრისთვის დაწესებული საკომისიოების შეცვლა არ იგეგმება,რაც შეეხება ზღვარს ამ მიმართულებით ვმუშაობთ,არსებული დეპოზიტების მოცულობიდან გამომდინარე სხვადასხვა მეთოდებით ხდება ზღვრის გაანალიზება.შეიძლება ითქვას რომ 5000 ლარი დაბალი მაჩვენებელია და საიჭიროა მისი გაზრდა.მომავალი წლის განმავლობაში ვფიქრობთ,რომ წამოვადგინოთ ახალი ზღვრის სხვადასხვა ვარიანტები გაწერილი წლების მიხედვით,თუმცა კონკრეტულ რიცხვებს ამ ეტაპისთვის ვერ დავასახელებ,დეტალები სავარაუდოდ 2019 წლის ზაფხულისთვის გვეცოდინება,თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი კომპონენტის გათვალისწინება მოხდება და ეს ცვლილებები ნამდვილად არ იქნება დამატებითი წნეხი ბანკებისთვის.


გეგმაში გვაქვს ასევე,რომ დეპოზიტების დაზღვევა იურიდიულ პირებზეც გავრცელდეს.ამას ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაც გვავალდებულებს.ევროკავშირის დირექტივის თანახმად, ფიზიკური და იურიდიული პირები თანაბარი თანხით არიან დაზღვეულნი.სავარაუდოდ,მომავალი წლის ბოლოსთვის მოხდება იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევის ამოქმედება.



შეგახსენებთ,რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემა,რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის იანვარში ამოქმედდა,ამ დროისთვის მსოფლიოს 114-მდე ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და შეერთებულ შტატებში ფუნქციონირებს.



რაც შეეხება, უახლეს მონაცემებს მიმდინარე წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 23 067 610 686 ლარს შეადგენს.მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 12 192 417 040 ლარია,ხოლო იურიდიული პირების - 10 875 193 647 ლარი.მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1 638 536 190 ლარს შეადგენს.



მარიამ ტიტვინიძე






ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება“ დატოვა - ვინ იქნება შემდეგი

ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება“ დატოვა - ვინ იქნება შემდეგი
access_time2019-02-22 12:06:38
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ მმართველი გუნდი დატოვა. შესაბამისი განცხადება მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.  „რთულია ვთქვა, მივდივარ იმ პოლიტიკური გუნდიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა... ქართული ოცნება ასცდა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის იდეალებს. ჩვენ გვაქვს ღირებულებათა სხვაობა,- განაცხადა ეკა ბესელიამ.“ აღნიშნული გადაწყვეტილება ეკა...

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
access_time2019-02-21 21:18:42
ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. შესაბამისი განცხადება გოგიჩაიშვილმა რამდენიმე წუთის წინ, ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. “ყველაფერი ნათელია. მე დღეს უნდა დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობის ფორმატში პარლამენტის ტრიბუნაზე ბოლო გამოსვლა მქონდა. ჩემთვის ზღვარი წაიშალა. მე ვშიშობდი, რომ ეს ზღვარი წაიშლებოდა. მორალური ზღვარი აღარ არსებობს. "ოცნებამ" დღეს დაკარგა მორალური უპირატესობა, ვინაიდან იმ ადამიანებს დაუჭირა მხარი, ვინც სააკაშვილს წლების განმავლობაში...

ეროვნული ბანკის მორიგი განცხადება თიბისი ბანკზე

ეროვნული ბანკის მორიგი განცხადება თიბისი ბანკზე
access_time2019-02-21 18:15:19
საქართველოს ეროვნული ბანკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ფინანსური სექტორის სტაბილურობას. კომერციული ბანკების ზედამხედველობა საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება  თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, თიბისი ბანკის...

ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე

ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე
access_time2019-02-21 18:55:45
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კონფლიქტი ამოწურულია, „თიბისი ბანკმა“ უნდა გადაიხადოს ჯარიმა და ეს თემა არის დახურული. როგორც კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია,...

შვიდი საუკეთესო ბურგერი თბილისში

 შვიდი საუკეთესო ბურგერი თბილისში
access_time2019-02-22 11:00:28
ევროპაში და ამერიკაში დანერგილმა „კრაფტ ბურგერის“ კულტურამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოშიც შემოაღწია და დღეს ჩვენ ქვეყანაში  საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.   „კრაფტ ბურგერის“ სეგმენტში რომელი საბურგერეა დღეს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი? — ამ თემაზე „კომერსანტმა“ გამოკითხვა ჩაატარა....


მსგავსი სიახლეები

up