კვერცხის ქართველმა მწარმოებლებმა იმპორტი, შესაძლოა, მთლიანად ჩაანაცვლონ

კვერცხის ქართველმა მწარმოებლებმა იმპორტი, შესაძლოა, მთლიანად ჩაანაცვლონ

access_time2021-11-04 11:00:16

საქართველოში კვერცხის იმპორტი თითქმის შეჩერებულია. წინა წელთან შედარებით, იმპორტირებული კვერცხის წილი ქართულ ბაზარზე 10%-იც აღარ არის. მიუხედავად იმისა, რომ 5-7%-ის ფარგლებში იკლო წარმოებამაც, აშკარად გამოჩნდა, რომ ქართველ მწარმოებლებს აქვთ რესურსი, კვერცხზე ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა 100%-ით დააკმაყოფილონ და ექსპორტზეც გავიდნენ.



შესაბამისად, როგორც მწარმოებლები აღნიშნავენ, სასურველი იქნება, თუ იმპორტი საერთოდ შეწყდება და ადგილობრივ მეწარმეებს წარმოებისა და რეალიზაციის მეტი შესაძლებლობა ექნებათ.



რაც შეეხება იმპორტის კლების მიზეზს, კომპანია ,,კოდას“ დირექტორის, მეწარმე ზურაბ უჩუნბეგაშვილის ინფორმაციით, ნედლეულისა და ლოგისტიკის მაღალ ფასს უკავშირდება, რის გამოც კვერცხის წარმოება და ექსპორტი თითქმის ყველა ბაზარზე შემცირებულია.



,,კვერცხის იმპორტის კლება ჩვეულებრივი ამბავია. როგორც ჩვენთან გაძვირდა მარცვლეული და თვითღირებულება, ისე იმ ქვეყნებშიც, საიდანაც კვერცხი შემოჰქონდათ. ლოგისტიკა, ნედლეული ყველა ქვეყანაში გაძვირებულია, რაც კვერცხის წარმოებასაც შეეხო. ეს ძირითადი მიზეზია, რამაც იმპორტზე გავლენა მოახდინა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კვერცხის იმპორტი საერთოდ არ გვჭირდება, საქართველოს აქვს რესურსი, მოთხოვნა 100%-ით დაკმაყოფილდეს და პროდუქტი ექსპორტზეც გავიტანოთ. ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს და იმპორტი თანდათან საერთოდ შეწყდეს“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ ზურაბ უჩუნბეგაშვილი.



კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოში კვერცხის იმპორტი შემცირდა, ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული პრობლემაა, კერძოდ, ტურისტების კლება, რაც მოთხოვნაზეც ადეკვატურად აისახა.




,,მთელი ინდუსტრია საქართველოში ტურიზმზე იყო ჩამოკიდებული. პანდემიამდე 4 000 000-დან 6 000 000-მდე ტურისტი ჩამოდიოდა საქართველოში. ამ მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის მასიური კლება გვაქვს, რამაც მოთხოვნაზეც იმოქმედა, ამან კვების ინდუსტრიაზე დიდი გავლენა მოახდინა, ასეა კვერცხის ბაზარზეც, იმპორტის კლების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ტურისტების კლებას შეიძლება დავუკავშიროთ“, - ამბობს მიხეილ ჭიჭაყუა, აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე.



რაც შეეხება კვერცხის იმპორტის შესაძლებლობას, მისივე შეფასებით, კარგია, რომ მცირდება, თუმცა ამ პროცესისგან გაცილებით მეტ სარგებელს მივიღებდით, რომ წარმოება და ექსპორტი მატულობდეს.



,,კვერცხის იმპორტმა იკლო, მაგრამ დაახლოებით 10%-მდე შემცირდა წარმოებაც. ჩვენ კვერცხი შემოგვქონდა თურქეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ცალკე საკითხია ფასიც, ადგილობრივ ბაზარზე კვერცხი 40-45 თეთრი ღირს. ხარისხით ის ბევრად უკეთესია, ვიდრე იმპორტული და ახალიცაა. მრავალგზის აქვს უპირატესობა იმპორტულთან შედარებით. როცა რამდენიმე წლის წინ იმპორტი გაიზარდა და ამან წარმოებაში პრობლემა შექმნა, სიიაფით იყო გამოწვეული. ახლა სხვა ქვეყნებშიც გაძვირდა კვერცხი, ნედლეული, ლოგისტიკა, საწვავი, რაც მთლიანობაში იმპორტის ღირებულებას უფრო მეტად ზრდის. შესაბამისად, იგი მომგებიანი აღარ არის. ტენდენცია, რომ იმპორტი შემცირდეს, ცუდი არ არის, მაგრამ ექსპორტი უფრო მეტად უნდა გავზარდოთ, რაც ჯერჯერობით გამოწვევაა“, - აცხადებს მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“.



შეგახსენებთ, რომ იანვარ-სექტემბერში კვერცხის იმპორტი 89.8%-ით შემცირდა.



ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წელს საქართველოში სულ 207.4 ათასი დოლარის ღირებულების კვერცხის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2020 წლის 9 თვეში საქართველოდან პროდუქტის შესაძენად 2 მლნ დოლარი, 2019 წელს კი 1,9 მლნ დოლარი გავიდა.



რაც შეეხება საიმპორტო ბაზრებს, თუ გასულ წლებში კვერცხის უმსხვილესი საიმპორტო ბაზრები თურქეთი, უკრაინა და ბულგარეთი იყვნენ, 2021 წელს უკრაინა და ბულგარეთი ქვეყნების ჩამონათვალში აღარ გვხვდება, ხოლო თურქეთიდან იმპორტი 95.1%-ით არის შემცირებული.



იმპორტის კლების საპირისპიროდ, აღნიშნულ პერიოდში კვერცხის ექსპორტი მცირედით, თუმცა გაიზარდა. 9 თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ 952.6 ათასი დოლარის ღირებულების კვერცხის რეალიზება მოხდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 15.5%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის 9 თვის ექსპორტზე 33.4%-ით მეტია.



არსებული მონაცემით, საქართველოში დაახლოებით 600 მილიონი ცალი კვერცხი იწარმოება, ანუ კვერცხის წარმოებაზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.5% მოდის.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up