"შესაძლებლობა, რომ ჩინეთისკენ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით საქართველოდან პირდაპირ, უმოკლესი გზით წავიდეს საექსპორტო დანიშნულების ტვირთი, ზრდის ჩვენს კონკურენტუნარიანობას" - ნათია თურნავა

access_time2020-12-05 13:40:18

შესაძლებლობა, რომ ჩინეთისკენ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გავლით საქართველოდან პირდაპირ, უმოკლესი გზით წავიდეს საექსპორტო დანიშნულების ტვირთი, აიაფებს ტვირთს და ჩვენს კონკურენტუნარიანობას ზრდის ამ დერეფანში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ჩინეთი ბოლო პერიოდში გახდა საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო პარტნიორი.

„ბაქო-თბილისი-ყარსი, ახალი სარკინიგზო მარშრუტი აქტიურია 2018 წლიდან. ამ პერიოდიდან დღემდე დაახლოებით 400 000 ტონა ტვირთი უკვე იქნა გადაზიდული. ეს არის სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც განამტკიცებს საქართველოს როლს, საქართველოს ფუნქციას ამ სტრატეგიულ დერეფანში, როგორც უმოკლეს გზას ევროპიდან აზიამდე. ძალიან მნიშვნელოვანია ამჯერად, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს გავლით და კონკრეტულად ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით ხდება ტვირთების გადაზიდვა არა ჩინური ექსპორტის, არამედ ჩინეთისკენ მიმავალი ტვირთების. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ მარშრუტით ჩინეთი მიიღებს საიმპორტო ტვირთს. ეს არის თურქეთში წარმოებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კონტეინერები, რომელიც მიემართება ჩინეთისკენ. ჩვენთვის რითი არის ეს მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანი არის იქედან გამომდინარე, რომ ჩინეთი ბოლო პერიოდში გახდა ჩვენი ნომერ პირველი საექსპორტო პარტნიორი. ძალიან ბევრი საქონელი გადის საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო საქონელი – ეს არის ქართული ღვინო, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია და აქამდე ალტერნატიული მარშრუტებით სარგებლობდა. შესაძლებლობა, რომ ჩინეთისკენ სწორედ ამ რკინიგზის გავლით საქართველოდან პირდაპირ, უმოკლესი გზით წავიდეს საექსპორტო დანიშნულების ტვირთი, აიაფებს ამ ტვირთს და ჩვენს კონკურენტუნარიანობას ზრდის ამ დერეფანში.
ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული იქეთკენ, რომ საქართველომ განამტკიცოს თავისი გეოსტრატეგიული ფუნქცია“, – განაცხადა თურნავამ.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, პანდემიის მიუხედავად, საქართველო საექსპორტო ქვეყნად ყალიბდება.


„ჩვენი ქვეყანა იღებს ორი სახის სარგებელს. ერთი, ეს არის ტრანზიტი, რადგან სატრანზიტო ტვირთი როდესაც გადის, საქართველოს თავისი გარკვეული გადასახდელებიც აქვს, გარდა ამისა გარკვეული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, სასაწყობე, სამაცივრე, გადასატვირთი – ეს ყველაფერი ჩვენთან ვითარდება. ამაში შედის ჩვენი პორტები, ამაში შედის ჩვენი რკინიგზა, შესაბამისი დასაქმება ჩნდება. მეორე არის უკვე საქართველოში წარმოებული ტვირთების ექსპორტის მიწოდება და ამ მარშრუტების განვითარება. ჩვენ ვყალიბდებით, როგორც ძალიან აქტიური საექსპორტო ქვეყანა. პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს ჩვენი ეკონომიკური გაჯანსაღების ერთ-ერთი ლოკომოტივი, ეს არის ჩვენი ქართული ექსპორტი.

ქართული წარმოების საქონლის ექსპორტი ორნიშნა ზრდას აჩვენებს წინა წელთან შედარებით და უნდა ვთქვათ, რომ 2019 წელი იყო რეკორდული ექსპორტის თვალსაზრისით. წელს გვაქვს კოვიდი, მიუხედავად ამისა, ორნიშნა ზრდა გვაქვს ქართული წარმოების ექსპორტში და რაც უფრო მარტივი იქნება გატანა ამ ექსპორტის სხვა ბაზრებზე, მით უფრო მეტად კონკურენტუნარიანები ვიქნებით ჩვენ“, – განაცხადა თურნავამ.

1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up