„შესაცვლელია მთლიანად სისტემა“ - რატომ ვერ იგებენ ქართული კომპანიები დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს

„შესაცვლელია მთლიანად სისტემა“ - რატომ ვერ იგებენ ქართული კომპანიები დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს

access_time2020-12-18 19:00:00

„აუცილებელია დიდ პროექტებში განსაზღვრული იყოს კვოტები, რამდენი პროცენტით უნდა იყოს ჩართული უცხოური კომპანია და რამდენით ქართული“, - ასე ეხმაურება „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელი პაატა ტრაპაიძე ინფრასტურქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებას.


მაია ცქიტიშვილის თქმით, ქართულ კომპანიებს დიდი პროექტების განხორციელების გამოცდილება ჯერ არ აქვთ. პაატა ტრაპაიძის განცხადებით კი, არაფერი კეთდება სახელმწიფოს მხრიდან, რომ კომპანიებმა ეს გამოცდილება შეიძინონ.


,,პირველი, გამოცდილება თუ არ შევიძინეთ, არ გვექნება არასოდეს. მეორე, როგორ მოხდა, რომ ევროპულ კომპანიებსაც არ აქვთ ეს გამოცდილება, არ აწარმოებენ საქართველოში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და მხოლოდ ჩინური კომპანიები იგებენ ტენდერებს?


ჩვენ ვმონაწილეობთ საქართველოში მცირე მასშტაბის ტენდერებში და ვიგებთ კიდეც, თუმცა ქართული კომპანიები ვერ ვერთვებით დიდ პროექტებში. მაშინ როცა იგივე სომხეთში, ჩვენ მოვიგეთ ტენდერი და ახლა, მიმდინარე პროექტია სომხეთში ხიდის მშენებლობა. ხომ ყველას გვესმის, რომ უცხოეთში არავინ გვაჩუქებდა ტენდერს.



ჭეშმარიტებაა, რომ ჩვენ არ გვაქვს სათანადო გამოცდილება ამის. მიღების ერთადერთი გზა კი არის, რომ დიდ პროექტებში განსაზღვრული იყოს კვოტები, რამდენი პროცენტით უნდა იყოს ჩართული უცხოური კომპანია და რამდენით ქართული. თუ არ იქნება ეს ვალდებულება, სურვილი პასუხისმგებლობით ვამბობ, არასოდეს ექნებათ ქართულ კომპანიებს სათანადო გამოცდილება. ამისათვის არ მიდის არავითარი სამუშაოები, შესაცვლელია მთლიანად სისტემა, რასაც სერიოზული სამუშაოები სჭირდება მთავრობის მხრიდან“, - განაცხადა პაატა ტრაპარაიძემ ,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.


ცნობისთვის, თემაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ცქიტიშვილმა წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარგენისას ისაუბრა. მისივე თქმით, სახელმწიფო ეხმარება ქართულ კომპანიებს, რომ განვითარდნენ, ხოლო “სინანული ჯერ საკუთარი თავისკენ უნდა იყოს მიმართული“.


BPN.GE







სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან
access_time2021-02-27 15:00:07
UNICEF-მა და 16 მსხვილმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ წამოიწყეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის ვაქცინების და სხვა ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ერთობლივი ძალებით მოახდენენ. გაეროს მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციამ ინიციატივა – UNICEF Humanitarian Airfreight Initiative შემდეგ ავიაკომპანიებთან ერთად ჩამოაყალიბა: AirBridgeCargo, Air France – KLM, Astral Aviation, Brussels Airlines, Cargolux, Cathay Pacific, Emirates SkyCargo, Ethiopian Airlines,...

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაძვირდა - რა ღირს რეგიონებში მგზავრობა

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაძვირდა - რა ღირს რეგიონებში მგზავრობა
access_time2021-02-27 13:00:48
თითქმის 3-თვიანი პაუზის შემდეგ, საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, თუმცა მიმართულებების დიდ ნაწილზე გაზრდილი ტარიფებით. დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე...

საქართველოს პირველი ნაბიჯები დიდ საიახტო ინდუსტრიაში

საქართველოს პირველი ნაბიჯები დიდ საიახტო ინდუსტრიაში
access_time2021-02-27 18:00:39
მსოფლიოს დიდ საიახტო ინდუსტრიაში საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამს. ამ მოსაზრებას მნიშვნელოვნად ამყარებს ფაქტი, რომ ყველაზე მწვავე პანდემიური კრიზისის და მძიმე ლოქდაუნის დროს საქართველოში 10 იახტა გაიყიდა. წამყვანი საიახტო კომპნია „აზიმუტ ბენეტი“ საქართველოში 2017 წლიდანაა წარმოდგენილი, თუმცა გაყიდვების ასეთი მაჩვენებელი აქამდე არ ყოფილა. „გადავდგით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ათ ნაბიჯს უდრის, რადგან ჩვენს მოცემულობაში ეს შედეგი...

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე შეუნარჩუნა

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე შეუნარჩუნა
access_time2021-02-27 11:15:31
პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ შემდეგ, კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB“ დონეზე დატოვა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.   უწყების ცნობით, პერსპექტივის გაუარესების მიუხედავად, (რომელიც უპირატესად ტურიზმის გლობალური აღდგენის შესახებ სააგენტოს შეფასებას უკავშირდება) რეიტინგის შენარჩუნება...

მოსალოდნელი იყო ეკონომიკური ვარდნა, თუმცა ორნიშნა ციფრი ნამდვილად არა - PMC

მოსალოდნელი იყო ეკონომიკური ვარდნა, თუმცა ორნიშნა ციფრი ნამდვილად არა - PMC
access_time2021-02-27 10:00:28
ეკონომისტები 2021 წლის იანვარში ეკონომიკური ზრდის ვარდნას ელოდნენ, თუმცა არა 11.5%-იანს. ეს მაჩვენებელი ექსპერტებს გასულ წელს, კორონა ვირსის პანდემიის დასაწყისს ახსენებს, როდესაც ეკონომიკური ვარდნა 16%-საც კი გაუტოლდა.   PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი, გოგა ხიშტოვანი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეკონომიკური ზრდის ეს მაჩვენებელი ხელისუფლებისთვის სწორი პოლიტიკის გატარების მანიშნებელი უნდა იყოს.   „2020-ის იანვარი ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე...


მსგავსი სიახლეები

up