შესაბამისობაშია თუ არა საპენსიო რეფორმა კონსტიტუციასთან -  საკონსტიტუციო სასამართლო სავარაუდოდ 2 თვეში იმსჯელებს

შესაბამისობაშია თუ არა საპენსიო რეფორმა კონსტიტუციასთან - საკონსტიტუციო სასამართლო სავარაუდოდ 2 თვეში იმსჯელებს

access_time2019-01-08 14:30:08

საკონსტიტუციო სასამართლო დაახლოებით 2 თვეში საპენსიო რეფორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე იმსჯელებს. “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”(GDI) საპენსიო სისტემაში მოქალაქეების იძულებით ჩართვის გაუქმებისა და საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მისი მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა.


 არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელის გიორგი მშვენიერაძის  განმარტებით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში სავალდებულოდ ჩართვა და საპენსიო ფონდში სავალდებულო შენატანის დაწესება გაუმართლებლად ზღუდავს დასაქმებულის საკუთრების უფლებას, ხოლო დამსაქმებლისთვის, საკუთრების ჩამორთმევას უტოლდება.


მშვენიერაძის განმარტებით, ბიუჯეტიდან დასაქმებულის სასარგებლოდ საპენსიო ფონდში სახსრების მიმართვა კი არ ეფუძნება თანასწორობის პრინციპს და მოქალაქეთა ქონებრივი ნიშნით დისკრიმინაციას იწვევს.


როგორც ცნობილია, დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულოა. ისინი ვალდებულნი არიან საპენსიო ფონდში დასაბეგრი ხელფასის 2% შეიტანონ. თანხის გადარიცხვას ახორციელებს დამსაქმებელი დასაქმებულის სახელით.


მოქალაქეების იძულებას შექმნან დანაზოგი კანონმდებელი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვისა და მათი სიბერის უზრუნველყოფის მოტივით ამართლებს. თუმცა, სახელმწიფო ადამიანების ნაცვლად არ უნდა წყვეტდეს როგორ განკარგონ საკუთარი ქონება.


მშვენიერაძის განცხადებით, კანონმდებელი ახალი საპენსიო სისტემის შექმნის გამართლების ძირითად მიზნებად ჩანაცვლების კოეფიციენტის ზრდას, საბიუჯეტო ფისკალური რისკების შემცირებას და კაპიტალის ბაზრის განვითარებას ასახელებს. თუმცა, საკუთრების უფლების რომელიმე ამ მიზნით შეზღუდვა კონსტიტუციურ სტანდარტებს ვერ პასუხობს.


მისი განმარტებით, რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფოს ე.წ. თავისუფალი ფული სჭირდება და არა რეალური საპენსიო რეფორმა.



„ჩანაცვლების კოეფიციენტი წარმოადგენს პროპორციულობის მაჩვენებელს დასაქმებულის ხელფასსა და მის პენსიას შორის. სახელმწიფო, საპენსიო რეფორმით მიზნად ისახავს გრძელვადიან პერსპექტივაში გაზარდოს მოქალაქეთა ხელფასის პენსიით ჩანაცვლების წილი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სპეციალისტთა გათვლებით საპენსიო შენატანების 2% -იანი ოდენობა არათუ ზრდის ჩანაცვლების კოეფიციენტს, არამედ 30 წლის შემდეგ, პირიქით, ამცირებს. შესაბამისად, ჩანაცვლების კოეფიციენტის ზრდის მიზანი საკუთრების უფლების შეზღუდვისთვის გამოუსადეგარი საშუალებაა.



საკუთრების უფლების შეზღუდვისთვის არც საბიუჯეტო ფისკალური რისკების შემცირების მიზანია გამოსადეგი. სიცოცხლის საშუალო ასაკის ზრდა და საპენსიო ასაკს მიღწეულ პირთა სიმრავლე ზრდის საბიუჯეტო ფისკალურ რისკებს, რადგან საპენსიო გაცემების ყოველდღიურად ზრდა მძიმე ტვირთად აწვება ბიუჯეტს. ამიტომ, სახელმწიფოები ცდილობენ საპენსიო გაცემების ტვირთი სახელმწიფოდან კერძო სექტორზე გადაიტანონ. თუმცა, შემოთავაზებული საპენსიო რეფორმა ამ მიმართულებითაც ხარვეზიანია. ის არ აუქმებს მოქმედ საბაზისო პენსიას და ამით კვლავ ტოვებს საბიუჯეტო ფისკალურ რისკებს,“- აღნიშნავ მშვენიერაძე.


რაც შეეხება კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მშვენიერაძეს მიაჩნია, რომ მოქალაქეთა იძულებით კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა სცდება სახელმწიფოს უფლებამოსილების ფარგლებს. ამასთან სახელმწიფო მოქალაქეებს ავალდებულებს საკუთარი ქონება დიდი ალბათობით რისკიან კაპიტალდაბანდებად აქციონ და საპასუხოდ მოქალაქეების ქონების დაკარგვის რისკის დაზღვევის და ზიანის ანაზღაურების რაიმე ბერკეტს არ სთავაზობს. საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის დაკარგვის შემთხვევაში მოქალაქეები ზიანის ანაზღაურებას ვერ შეძლებენ.



მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ დამსაქმებლისთვის დასაქმებულის სასარგებლოდ ხელფასის 2% -ის საპენსიო ფონდში გადარიცხვის ვალდებულება, მისთვის, დამატებითი ახალი გადასახადის ბუნების მატარებელია. დამსაქმებელი თანხას იხდის სხვა პირთა სასარგებლოდ და ეს არის არა ეკვივალენტური, უპირობო ფულადი შენატანი, რომელიც საბოლოოდ სახელმწიფოს მიზნების შესრულებას ხმარდება და დამსაქმებლის საგადასახადო ტვირთს 2%-ით ზრდის. ამასთან, დამსაქმებელი ვერასდროს დაიბრუნებს მის მიერ გადახდილ თანხას, რაც სხვა არაფერია, თუ არა მისთვის ქონების ჩამორთმევა, კონსტიტუციით დადგენილი საფუძვლების საწინააღმდეგოდ.



GDI-ში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან 2%-იანი და 1%-იანი შენატანების ამ ფორმით განხორციელება ეწინააღმდეგება თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. კანონმდებელი საპენსიო კონტრიბუციის განხორციელებისას არ ითვალისწინებს მოქალაქეთა ქონებრივ მდგომარეობას პენსიაზე გასვლის მომენტისთვის. ეს რიგ შემთხვევებში შეიძლება ნიშნავდეს, რომ პენსიაზე გასვლისას ქვეყნის ყველაზე დაბალშემოსავლიანმა მოსახლეობამ (სოციალურად დაუცველებმა) ვერ მიიღონ სათანადო პენსია, მაშინ, როდესაც უფრო მაღალშემოსავლიანებს გაცილებით დიდი მოცულობის საბიუჯეტო თანხა გადაუნაწილდებათ. სახელმწიფო უთანასწორო პირთა მიმართ ნეიტრალური მოპყრობით, მოქალაქეთა ქონებრივი ნიშნით დისკრიმინაციას ახდენს.



როგორც ცნობილია, GDI „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 (საკუთრების უფლება) და მე-11 (თანასწორობის უფლება) მუხლებთან მიმართებით ითხოვს.



შეგახსენებთ,სსიპ საპენსიო სააგენტო დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმის ფარგლებში, სსიპ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და მის დირექტორად 2018 წლის სექტემბერში ლევან სურგულაძე დაინიშნა.საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანონის თანახმად, კონკურსის წესით შეარჩია.



2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებას ეწინააღმდეგება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილიც. მისი განმარტებით, „ქართული ოცნების“ მიერ შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა შეიცავს 40 წლამდე ასაკის მოსახლეობაში უმუშევრობის გაზრდის რისკს და კიდევ უფრო შეანელებს ხელფასების მატების ტემპს.  „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული კანონპროექტი ნებაყოფლობის პრინციპს ეფუძნება და ის ახალი ზელანდიის მიერ 2007 წელს ამოქმედებული Kiwisaver-ის მსგავსი სისტემააა. კერძოდ, შემოთავაზებული სქემა დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს 5-ჯერ მეტ პენსიას უგროვებს.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up