შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს პირველი გაცნობითი ვიზიტით ეწვია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს პირველი გაცნობითი ვიზიტით ეწვია

access_time2020-08-26 13:00:28

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონს პირველი გაცნობითი ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტების მერებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხის, ასპინძის, ბორჯომის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის თვითმმართველი ორგანოების ხელმძღვანელები. განიხილეს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში არსებული საჭიროებები და ხედვები, ახალ სახელმწიფო სტრატეგიაში გათვალისწინების მიზნით. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი ახალქალაქშიც გაემგზავრა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, სადაც სახელმწიფო მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკისთან დაკავშირებული ხედვები გააცნო და დაინტერესდა ამ თვალსაზრისით მათი ხედვებითა და მოსაზრებებით.


საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება. სწორედ ამ მიზნით, სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრები მისი ამ რანგში საქმიანობის საწყის ეტაპზევე დაიწყო და გაგრძელდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში.



„სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ისევე, როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან უშუალო გარემოში გამართულ სამუშაო, გაცნობით შეხვედრებს ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევ, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც უკვე დაწყებულია სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის ახალ სტრატეგიაზე მუშაობა. ამ პროცესში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობა და მათთან მოსაზრებების ურთიერთგაცვლა, ჩვენი ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა. კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს თანასწორი შესაძლებლობა სრულფასოვნად ჩაერთოს ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საქმიანობაში, რისთვისაც სახელმწიფო მინისტრის აპარატი ძალისხმევას არ დაიშურებს-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.





საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up