შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ჟენევის თანათავმჯდომარეებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ჟენევის თანათავმჯდომარეებს შეხვდა

access_time2020-09-14 18:50:11

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ჟენევის თანათავმჯდომარეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.



სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან, გაეროს სპეციალურ წარმომადგენელთან ჯიჰან სულთანოღლუსთან და ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში რუდოლფ მიხალკასთან შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება განიხილა. მან დეტალურად იმსჯელა, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე გამოწვევებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების, სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კუთხით; პრობლემებზე - რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ექმნება თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ახალგორის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელის გახსნის აუცილებლობას, რომელიც უკვე ერთ წელზე მეტია ჩაკეტილია, რაც უმძიმეს ჰუმანიტარულ გარემოში ამყოფებს იქ მცხოვრებ მოსახლეობას.



სახელმწიფო მინისტრის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებებზე, ე.წ. ბორდერიზაციის, მოსახლეობის გატაცებების და დაკავებების ჩათვლით, რაც პანდემიის დროსაც არ შეწყვეტილა და დღემდე გრძელდება. ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა ხურვალეთში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესს.




მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის განსაკუთრებულ როლს. სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს ჟენევის ფორმატის გააქტიურებას და მისი ეფექტიანობის გაზრდას. მხარეებმა განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ძირითადად მეორე სამუშაო ჯგუფის თემები, რომლის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უპირობო და ღირსეული დაბრუნება. ხაზგასმით აღინიშნა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის აუცილებლობა.



თეა ახვლედიანმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ. ამ კონტექსტში დეტალურად იქნა განხილული სამშვიდობო ინიციატივები და მათ შემდგომ განხორციელებასთან დაკავშირებული ხედვები.



„ჟენევის თანათავმჯდომარეებთან გაიმართა ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებასთან დაკავშირებული მრავალი ასპექტი. განსაკუთრებით აღვნიშნე, რომ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან დესტრუქციული ქმედებები, როგორც ე.წ. ბორდერიზაციის, ასევე მოსახლეობის უკანონოდ დაკავებების სახით. აქცენტი გავაკეთე ბოლო დღეების განმავლობაში სოფელ ხურვალეთში მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებას. თანათავმჯდომარეებს ეთხოვათ ამ მიმართულებით ძალისხმევის გაგრძელება, რათა გაძლიერდეს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე, რომ შეწყდეს დესტრუქციული ქმედებები და მოხდეს ჩვენი მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლება. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა აგრძელებს ინტენსიურ და ყოველდღიურ მუშაობას ამ თემებზე, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის და საშუალების გამოყენებით“-განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.



„ახალ სახელმწიფო მინისტრთან ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ დღის წესრიგით არსებული ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ჟენევის მოლაპარაკებებსა და მის პორტფოლიოსთან. ასე რომ, ურთიერთობა ძალიან კარგად დავიწყეთ და მოუთმენლად ველი სამომავლოდაც ძალიან ინტენსიურ და კარგ თანამშრომლობას ახალ სახელმწიფო მინისტრთან“-განაცხადა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up