შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკა ქართული მედიისთვის

შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკა ქართული მედიისთვის

access_time2019-12-28 12:00:17

“სამწუხაროდ, მაუწყებლების მიმართ შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკის წარმოება იყო და რჩება საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების იარაღად მედიაზე ზეწოლისათვის“ -  ასე ეხმაურება კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, საგადასახადო დავალიანების გამო, „რუსთავი 2“-ის, TV „პირველის“, „კავკასიას“ და ერთი რეგიონალური არხის საბანკო ანგარიშებზე ინკასო დაედო და ამ ტელევიზიებისთვის ფინანსური ოპერაციები შეეზღუდა.

კოალიციაში მიაჩნიათ, რომ „მსგავს ავტომატურ სანქციას საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში არ იყენებდა მსხვილი მაუწყებლების მიმართ“. 2016 წლიდან ასეთი პოლიტიკის შედეგად, „რუსთავი 2“-მა (28 მილიონი ლარი), „იმედმა“ (19 მილიონი ლარი) და „მაესტრომ“ (8 მილიონი ლარი), ჯამში, 55 მილიო ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება დააგროვა და ამაზე პასუხი დღემდე არავის უგია.

„დღემდე არ არის ცნობილი, როგორ მოხდება აღნიშნული დავალიანების გადახდა ან არსებობს თუ არა საგადასახადო შეთანხმება. ამ ფონზე ფინანსთა სამინისტრო მკაცრ საგადასახადო პოლიტიკას აწარმოებს დამოუკიდებელი მედიების მიმართ, რომლებსაც არა მილიონობით, არამედ რამდენიმე ათასი, ზოგჯერ კი ათას ლარამდე დავალიანება აქვთ“ - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

ამ დროისთვის, TV „პირველის“ საბიუჯეტო დავალიანება 100 000 ლარია, „კავკასიას“ 24 000 ლარი, რეგიონალური არხის კი 1200 ლარი. TV „პირველის“ გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია ამბობს:

პირდაპირ ვამბობ, გადაიხადოს ძალიან ბევრი მილიონი ბიუჯეტში, ტელეკომპანია იმედმა და მაესტრომ და მერე გვესაუბრონ ჩვენ. რატომ უნდა ეპატიოს ხელისუფლებისთვის კოჭის გამგორებელ მედიებს 27 მილიონი და რატომ არ უნდა გადაგვივადონ ჩვენ დავალაინება?


„ეს არის მორიგი შტურმი ოპოზიციურ მედიაზე, მე პირდაპირ ვამბობ, გადაიხადოს ძალიან ბევრი მილიონი ბიუჯეტში, ტელეკომპანია იმედმა და მაესტრომ და მერე გვესაუბრონ ჩვენ. რატომ უნდა ეპატიოს ხელისუფლებისთვის კოჭის გამგორებელ მედიებს 27 მილიონი და რატომ არ უნდა გადაგვივადონ ჩვენ დავალაინება, სულ რაღაც 2020 წლის 15 იანვრამდე?!“ - აღნიშნა გრიგოლიამ, რომელიც ხვალ ფინანსთა მინისტრს ხვდება.


ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განმარტებით, „საქართველოში, ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ტელემაუწყებლების მიერ გადასახადის არ გადახდა ერთგვარ “ტრადიციად” იქცა. სამართლიანია იმის თქმა, რომ სახელმწიფომ გარკვეული როლი ითამაშა ტელეკომპანიების დღეს არსებული დავალიანებების დაგროვებაშიც, მაგრამ “ტრადიცია” ირღვევა“ - ამბობს ჩინოვნიკი.

ფინანსთა სამინისტრომ „ურჩ გადამხდელებს“, ბიუჯეტის დავალიანების მქონე ტელევიზიებს 23 დეკემბერს მიმართა და 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე ვალების დასაფარად ერთდღიანი ვადა მისცა, ვადის გასვლის შემდეგ კი „რუსთავი 2“-ის, TV „პირველის“ და „კავკასიას“ საბანკო ანგარიშებს ინკასო დაედო.

ფინანსთა სამინისტრო არ განმარტავს, თუ რატომ არ დაადო ინკასო პროსახელისუფლებო ტელეკომპანიებს „იმედს“ და „მაესტროს“, 27 მილიონი ლარის დავალიანებას ბიუჯეტს რა სქემით და რა დროში დაუბრუნებენ ეს ტელევიზიები. ტელეკომპანია იმედის იურისტი ანდრო ლაშხი ამბობს:

„ტელეკომპანია იმედს, 1 ოქტობრიდან მიმდინარე დავალიანება არ აქვს და ინკასოც არ გვეკუთნოდა. ძველ ვალს ბოლო თეთრამდე დავფარავთ, როდის და როგორ ამაზე ფინანსთა სამინისტოსთან კონსულტაციებს გავდივართ“ - აცხადებს იმედის იურისტი.

კოალიციამ მედიის ადვოკატირებისათვის, რომელიც 2011 წელს დაფუძნდა, ფინანსთა სამინისტროს მოუწოდა „შექმნას თანაბარი საგადასახადო პირობები მაუწყებლებისათვის და საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის პროცესი გამჭვირვალე და სამართლიანი გახადოს“.

 

ამერიკის ხმა




დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up