შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი დასაქმების ფორუმს აწყობს და დაინტერესებულ პირებს  250 ვაკანსიას თავაზობს

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი დასაქმების ფორუმს აწყობს და დაინტერესებულ პირებს 250 ვაკანსიას თავაზობს

access_time2018-12-06 10:38:09

2018 წლის 9 დეკემბერს შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი აწყობს დასაქმების ფორუმს, რომელიც გაიმართება თბილისის საკრებულოს შენობაში, 10:00 – 20:00 საათამდე. აღნიშნულ ღონისძიებაზე სასტუმროს ადმინისტრაცია იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურს თავისი პროფესიული საქმიანობა სტუმართმოყვარეობის დინამიურ სფეროში განაგრძოს.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს  შესაძლებლობა ექნებათ პირისპირ გაესაუბრონ კვალიფიციურ პროფესიონალებს, დაუსვან მათ შეკითხვები თითოეული ვაკანსიის მოთხოვნების შესახებ და მიიღონ რეკომენდაციები განაცხადის შევსების თაობაზე.

 

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი დასაქმების ფართო არჩევანს თავაზობს კანდიდატებს და 250 პროფესიონალის დასაქმებას გეგმავს. ვაკანსიები გამოცხადდება სხვადასხვა თანამდებობებზე შესყიდვების, დაცვის, საინჟინროს, დასუფთავების, დაჯავშნისა და მიმღებ განყოფილებებში, აგრეთვე სამზარეულოში, რესტორნებში, ბარებსა და გამაჯანსაღებელ ცენტრში.


 

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ 9 დეკემბერს არაერთ საინტერესო კანდიდატს შევხვდებით, რომელიც მონდომებულია შეუერთდეს შერატონის გუნდს"- ანდრეას ჰეიდინგსფელდერი, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის გენერალური მენეჯერი.

 

საქართველოში პირველი საერთაშორისო ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო - „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" 2019 წლის გაზაფხულზე სრულიად განახლებული სახით გაიხსნება და თანამედროვე დიზაინის 220 ოთახს, 2000 კვადრატულ მეტრ მრავალ ფუნქციური შეხვედრების სივრცეებს, ბარებს, რესტორნებს, სპასა და გამაჯანსაღებელ ცენტრს შესთავაზებს სტუმრებს. 

აღსანიშნავია, რომ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი ცოტა ხნის წინ მარიოტის საერთაშორისო ქსელის წევრი გახდა. ამავდროულად სასტუმროს მიენიჭა „გრანდ" კატეგორია, ამ სტატუსის მქონე სასტუმროები გამოირჩევიან განსაკუთრებული ადგილმდებარეობით, მაღალი დონის მომსახურებით, დახვეწილი რესტორნებით, ბარებითა და გამაჯანსაღებელი ცენტრებით.






ფონდი „ქართუს“ განცხადება - vali.ge-ს შეფერხება აქვს

ფონდი „ქართუს“ განცხადება - vali.ge-ს შეფერხება აქვს
access_time2018-12-10 20:00:36
ფონდი ქართუ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომესანტი უცვლელად გთვაზობთ:  ფონდი ქართუსა და მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალური სოლიდარობის აქტით, ე.წ. „შავ სიაში“ მყოფ 600 000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება. ამ ინიციატივის განსახორციელებლად, დღეს, სპეციალური ვებ-ვერდი (vali.ge) ამოქმედდა, სადაც მოქალაქეები საკუთარი მონაცემების გადამოწმებას შეძლებენ. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული აქტის...

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა

2018 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 48%-ით შემცირდა
access_time2018-12-10 14:55:46
2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ $322 მილიონი შემოვიდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48%-ით ნაკლებია. საქსტატის განმარტებით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულების ფაზა, ასევე რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში და არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება. რაც...

ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება

ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება
access_time2018-12-10 17:00:00
საქართველოში მთის კურორტების მოქმედი პრემიუმ კლასის სასტუმროები მომხმარებელს საახალწლო პაკეტებს უკვე სთავაზობენ. საახალწლო ღამის გატარება, ტრადიციულად, ჩვეულებრივი დღეებისგან განსხვავდება, რადგან ამ პერიოდში საფასო პოლიტიკა შედარებით მაღალია და მომსახურება უფრო მრავალფეროვანი.   „კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ღირს ახალი წლის გატარება, საქართველოს მთის კურორტების...

მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ

მეპურეები პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის ჩართულობას ითხოვენ
access_time2018-12-10 16:00:00
სარეალიზაციო წერტილებში პურის ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა.გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ. მეპურეთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე, პურის ფასის მატებას ეკონომიკურ საკითხებს უკავშირებს და ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდამ გააძვირა ფქვილი და შესაბამისად პური. „ფქვილის ფასის ზრდიდან გამომდინარე იძულებული ვიყავით გაგვეზარდა პურის...

ვებგვერდი www.vali.ge, სადაც 18:00 საათიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადამოწმებას

 ვებგვერდი www.vali.ge, სადაც 18:00 საათიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადამოწმებას
access_time2018-12-10 15:00:09
დღეს, 18:00 საათზე გაეშვება ვებგვერდი www.vali.ge სადაც მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, ე.წ. შავ სიაში საკუთარი თავი გადაამოწმოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს და ხვალ ვებსაიტზე აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან „საქართველოს ბანკის „თი-ბი-სი ბანკის და „ლიბერთი ბანკის მომხმარებლები. „ეს...


მსგავსი სიახლეები

up