„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ -„2019 წელი წარმატებით დავხურეთ, თუმცა რუსეთის ბაზრის დაკარგვამაც გარკვეული ზეგავლენა იქონია“

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ -„2019 წელი წარმატებით დავხურეთ, თუმცა რუსეთის ბაზრის დაკარგვამაც გარკვეული ზეგავლენა იქონია“

access_time2020-02-05 17:30:07

განახლებული და მასშტაბურად რეკონსტურირებული  „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ თითქმის ერთი წელია დედაქალაქში საზეიმოდ გაიხსნა და  2019 წლის მარტიდან ოპერირებს. როგორი იყო „Marriott“-ის საერთაშორისო ქსელის წევრი „Sheraton Hotels & Resorts“-ის გრანდ კატეგორიის სასტუმროს ერთწლიანი მუშაობა თბილისში და გაამართლა თუ არა მოლოდინები ამის შესახებ „კომერსანტს“ „შერატონ გრანდ მეტეხი პალასის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია გავაშელიშვილი ესაუბრა.


„პირველი წელი, როგორც ყველა ახლად გახსნილი სასტუმროსათვის არის გამოწვევებით სავსე, თუმცა, ჩვენი პროფესიონალთა ჯგუფის დამსახურებით ვიტყოდით, რომ 2019 წელი წარმატებით დავხურეთ. 2019 წელს სასტუმრომ მრავალ სტუმარს უმასპინძლა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრებიდან. საწყისი მოლოდინები გამართლდა, თუმცა რუსეთის ბაზრის დაკარგვამაც გარკვეული ზეგავლენა იქონია.“ - ამბობს ნათია გავაშელიშვილი.


 რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ  ბოლო პერიოდში  ბრენდულ სასტუმროებზე მოთხოვნა დედაქალაქში შემცირდა, ამ მხრივ  „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“  ამბობენ, რომ მაღალშემოსავლიანი ტურისტების მხრიდან უფრო მეტი დაინტერესებაა ბრენდულ სასტუმროზე და ამ მხრივ ქვეყნებიც საკმაოდ მრავალფეროვანია.


„იქიდან გამომდინარე, რომ წლის განმავლობაში ქვეყანას ბევრი მაღალშემოსავლიანი ტურისტი სტუმრობს, მათთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში განთავსება, შესაბამისად, ასეთი სეგმენტის ტურისტებს ვემსახურებით ჩვენ და ჩვენს სასტუმროზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია. ღამე დარჩენით უცხოელი სტუმრები აქტიურობენ, თუმცა საკონფერენციო სივრცეებით ადგილობრივები არიან დაინტერესებულები. საფასო სეგმენტი ხარისხის შესაბამისია, ძირითადად მოვიცავთ მაღალ შემოსავლიან სტუმრებს.


რაც შეეხება 2020-ის მოლოდინებს, ჯავშნები გვაქვს, რომელიც ჩვენთან  ადგილობრივი ტურ-ოპერატორებისაგან შემოდის, შესაბამისად, გვიჭირს დავაკონკრეტოთ რომელი ქვეყნები აქტიურობენ.“ - აღნიშნავენ შერატონის მარკეტინგის სამსახურში.



„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ წლის მანძილზე გარკვეულ სიახლეებს გეგმავს, თუმცა ამის შესახებ  ინფორმაციას ამ ეტაპზე არ აჟღერებს.


„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ აეროპორტიდან 15 წუთის სავალზე, ქალაქის ისტორიულ ცენტრში, მდინარე მტკვრის სანაპიროზეა გაშენებული. 220-ნომრიანი „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ თითოეული ოთახის ინტერიერი გაფორმებულია ქართველი ფოტოგრაფების ექსკლუზიური ნამუშევრებით, რომლებზეც აღბეჭდილია საქართველოს სხვადასხვა კუთხის უნიკალურობა. სასტუმროში მოქმედებს ხუთი ბარი და რესტორანი და ღია აუზი.


სასტუმროში მდებარე Lobby Bar-ი ხელმისაწვდომია 24/7. მეათე სართულის რესტორნიდან  “ათი“, რომელიც თანამედროვე ქართულ სამზარეულოს სთავაზობს სტუმრებს, თბილისის  პანორამა იშლება.


სასტუმროს აქვს სრულად აღჭურვილი 2,000 კვ.მ სივრცე მრავალმხრივი შეკრებებისთვის, მათ შორის - 12 ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის და ქალაქში ყველაზე დიდი - 1000 კვ.მ. ფართობის დარბაზი საერთაშორისო კონფერენციებისთვის, გამოფენებისთვის, კოქტეილ-წვეულებებისთვის, პერსონალური სადილებისა თუ მრავალრიცხოვანი ქორწილებისთვის.

 

მარიამ მორგოშია

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up