ხელისუფლების მხრიდან გვესმის, რომ ჯანდაცვის სფერო ახლა პრიორიტეტულია, თუმცა პრაქტიკაში ასე არ არის - კერძო სარებილიტაციო ცენტრების კრიზისი

ხელისუფლების მხრიდან გვესმის, რომ ჯანდაცვის სფერო ახლა პრიორიტეტულია, თუმცა პრაქტიკაში ასე არ არის - კერძო სარებილიტაციო ცენტრების კრიზისი

access_time2020-05-22 17:30:30

„ხელისუფლების მხრიდან, გვესმის, რომ ჯანდაცვის სფერო ახლა პრიორიტეტულია, თუმცა, პრაქტიკაში  ეს ასე არ არის და ფაქტობრივად შიშველი ხელებით დავრჩით პაციენტების პირისპირ, რადგან ჩვენი ძალებით ვცდილობთ კრიზისთან გამკლავებას. ჩვენი სამოქმედო სტრატეგია კი მაქსიმუმ ერთ კვირაზეა გათვლილი ამიტომაც,  სამომავლოდ რას შევიმუშავებთ არ ვიცით.  ამ ეტაპზე, ჩვენი პარტნიორებისთვის და მომწოდებლებისთვის გვიჭირს იმის ახსნა, რომ ჩვენც კრიზისულ სიტუაციაში ვართ. ყველა შეზღუდვა პირდაპირ ზემოქმედებას ახდენდა კერძო  სარებილიტაციო და დიაგნოსტიკის მიამრთულებით მომუშავე კლინიკებზე.  80 პროცენტიანი შემოსავლების შემცირება კი  ჩვენთვის  კატასტროფული  აღმოჩნდა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრის გენერალური დირექოტრი, მაკო ბუიღლიშივილი ესაუბრა.


საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან ერთად კერძო დიაგნოსტიკურ და სარეაბილიტაციო ცენტრებში მომსახურებაზე მომართვიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა. სატრანსპორტო შეზღუდვებისა და პანდემიის გამო ბევრმა ადამიანმა ვარჯიში და რეაბილიტაციიის პროცესი შეწყვიტა მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში შედეგის მისაღწევად მთავარი პროცესის უწყვეტობაა. როგორც ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრის ცენტრის დირექტორი განმარტავს, სულ რაღაც ერთი წლის წინ გახსნილი კლინიკა მიმდინარე პროცესების გამო მნიშვნელოვან დაღმასვლას განიცდის - შემცირდა შემოსავლები და გაიზარდა ხარჯები. მისივე განმარტებით, მთავრობის მიერ შემოთავაზებული ანტიკრიზისული გეგმა, ამ სფეროსთვის ხელსაყრელ ბიზნესგარემოს ვერ ქმნის.


„პანდემიით გამოწვეული რთული ვითარება ნამდვილად გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენთვის. ეს არის კერძო კლინიკა, რომელიც არ მონაწილეობს საყოველთაო პროგრამებში და ძირითადად მომართვიანობა  გეგმიურად ამბულატორიული  და სარეაბილიტაციო მიმართულებით ხდება. პაციენტების მხრიდან გასაგები თავშეკავების გამო ხარჯები გაცილებით გაიზარდა -  არსებული პაციენტების დაახლოებით 10 პროცენტი ახერხებდა ჩვენთან მკურნნალობის მიღებას მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა რეკომენდაციას ვიცავდით და ერთი წამითაც არ გავჩერებულვართ



გულდასაწყვეტია, რომ ბევრმა ნაკლებად პრიორიტეტული გახადა ეს საკითხი. ჯანდაცვაც ბიზნესია, რომლისთვისაც რესურსებია საჭირო, რადგან ვიხდით გადასახადებს  და გვყავს თანამშრომლები, რომელთაც შრომის ანაზღაურება უნდა გადავუხადოთ.


იმ ანტიკრიზისულ გეგმაში, რომელიც შემუშავდა, არსად არ არის ჯანდაცვის სფეროზე რამე ტიპის შეღავათი. კერძო და ამბულატორიულ კლინიკაზე არც ერთი პუნქტი არ მოქმედებს გარდა საშემოსავლო შეღავათისა. ეს კი ნამდვილად ვერ ქმნის დადებით ბიზნეს გარემოს,“ განმარტავს მაკო ბუიღლიშვილი.


ცენტრი პანდემიის პერიოდში პაციენტებს სარეაბილიტაციო მიმართულებით ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციებს სთავაზობს, თუმცა, შემნილ ვითარებაში, ცენტრში არსებული მაღალტექნოლოგიური დანადგარების რესურსი, ფაქტობრივად, აუთვისებელია.  როგორც მაკო ბუიღლიშვილი აღნიშნავს, პროცესები ეტაპობრივად უბრუნდება ჩვეულ რეჟიმს და ცენტრის რეაბილიტოლოგებიც უკვე მზად არიან პაციენტების მისაღებად.

 

მარიამ მორგოშია

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up