„შექმნილი ვითარება იდეალური არ არის“

„შექმნილი ვითარება იდეალური არ არის“

access_time2017-09-01 15:28:04

ვენეციის კომისიის მდივანი ტომას მარკერტი საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც „ქართულმა ოცნებამ“ სტრასბურგში ვენეციის კომისიასთან შეხვედრაზე უარი თქვა და კონსტიტუციის პროექტის საშემოდგომო სესიაზე მესამე მოსმენით მიღების შესახებ განაცხადა.

 

„ვფიქრობ, ორივე მხარეს სურს კონსენსუსის მიღწევა, ოღონდ თავიანთი პირობების საფუძველზე. არა მგონია, რომ მხოლოდ ერთი მხარე შეგვიძლია დამნაშავედ გამოვიყვანოთ. მე არ ვიტყოდი, რომ ჩვენ მოტყუებულნი ვართ. ჩვენ გაკვირებულნი ვიყავით, როდესაც მეორე მოსმენით ცვლილებები იყო შეტანილი საარჩევნო სისტემაში. უსიამოვნო სიურპრიზი იყო, როდესაც ტექსტი ამგვარად შეცვალეს. შექმნილი ვითარება იდეალური არ არის, თუმცა მეორე მხრივ, თუ შეადარებთ რეგიონის სხვა ქვეყნებს, ვერავინ იტყვის, რომ საქართველო უარესია, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნები, - განაცხადა მარკერტმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ვენეციის კომისიაც მოატყუა და ქართული საზოგადოებაც. „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრის ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, მმართველმა პარტიამ მოიტყუა, როდესაც განაცხადა, რომ 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას აპირებდნენ.

 

„ეს კონსტიტუცია დემოკრატიული განვითარების გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს კონსტიტუცია დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლების შეცვლას შეუძლებელს გახდის. ქართული ოცნება კიდევ ერთხელ ატყუებს ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას. ნათელია, რომ ის პროექტი, რაც „ოცნებამ“ ვენეციის კომისიას წარუდგინა განსხვავებული იყო იმ პროექტისგან, რის დამტკიცებასაც ახლა გეგმავენ, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი.

 

რაც შეეხება ევროპული საქართველოს პოზიციას, გიორგი ტუღუში ამბობს, რომ უმრავლესობა თავიდანვე ფარსს ახორციელებდა, თითქოს დიალოგისთვის იყო მზად და დათმობებზე გეგმავდა წასვლას.

 

„სამწუხაროდ, თავიდანვე ცხადი იყო, რომ პროცესი ჩიხში იყო შესული. მიუხედავად ვენეციის კომისიის დიდი მონდომებისა, კონსესუსი ვერ მოხერხდა. საარჩევნო სისტემა იყო ძირეული საკითხი, რაც იგივე რჩება. საზოგადოებაც და ვენეციის კომისიაც არის მოტყუებული ამ პროცესით, - აღნიშნავს გიორგი ტუღუში.



რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს
access_time2020-02-23 15:00:35
“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის – TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან...

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს   ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ
access_time2020-02-22 17:00:16
 მშვიდობით, არომატიზირატორებო ტკბილი ბამბის, ხილის ნარევების და კრემ-ბრიულეს გემოთი. ახლო მომავალში, ყველა ეს არომატი, რომელიც ახალისებს ელექტრო სიგარეტების - ვეიპების -  მოხმარებას შტატებში, გავა მოდიდან, ხოლო მწარმოებელ-კომპანიებს  ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.აშშ-ის კვების პროდუქტების და წამლების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ბრძანებით, ვეიპების სითხეს უნდა ჰქონდეს  კლასიკური თამბაქოს და მენთოლის გემო, სხვა  ყველაფერი დანარჩენი...

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი
access_time2020-02-22 16:00:15
სვანეთში კრიპტოვალუტის მაინინგის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა გამრიცხველიანების წინააღმდეგნი არიან. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღმოაჩინა, რომ შარშან სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მოულოდნელად მკვეთრად იმატა. კომპანიის ანალიზით, გასული წლის დეკემბერში მესტიის რაიონმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც ერთად აღებულმა 19 რაიონმა. კომპანიაში განაცხადეს, რომ დენის მოხმარების...


მსგავსი სიახლეები

up