„შექმნილი სიტუაცია დააპაუზებს ქვეყანაში საინვესტიციო პროექტების განხორციელებას“ - ბიზნესი რუსულ სანქციებზე

„შექმნილი სიტუაცია დააპაუზებს ქვეყანაში საინვესტიციო პროექტების განხორციელებას“ - ბიზნესი რუსულ სანქციებზე

access_time2019-06-25 11:00:54

ავიაფრენებისა და ტურიზმის შემდეგ რუსეთი სანქციებით ქართულ ღვინოსაც დაემუქრა. „როსპოტრებნადზორი“ ამკაცრებს კონტროლს საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელზე. ამის შესახებ ინფორმაციას თავად  „როსპოტრებნადზორი“ ავრცელებს.


როგორ აფასებს შექმილი სიტუაციას ქართული ბიზნესი და რა მოლოდინები არსებობს  ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, როდესაც რუსეთი საქართველოთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი იყო.


ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი, რომელიც ჰოლდინგური კომპანია „ვაკე-5-ისა“ და „ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებელია, „კომერსანტთან“  კონკრეტულ შემთხვევას აფასებს როგორც პროვოკაციას, რომელისგანაც ქვეყანა საკმაოდ ცუდ შედეგებს მიიღებს.


„ეს აკრძალვები პროპორციულად აისახება ეკონომიკაზე, მათ შორის ინვესტორებზე. რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები მათ შორის საავიაციო ბაზრის მიმართულებით, საკმაოდ დააზარალებს ეკონომიკას. შემცირდება ფულადი გზავნილები, რაც საბოლოო ჯამში ლარის კურსზე მოახდენს გავლენას. საკმაოდ გაუჭირდება ტურიზმის სექტორს, გადამზიდავებს, სოფლის მეურნეობას„-აღნიშნავს ბეგიაშვილი.


მისივე განმარტებით, ამ დროისთვის რთულია იმის განსაზღვრა ციფრებში, თუ რა იქნება რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად მიღებული ზარალი, თუმცა, ეს რომ მოცულობითი იქნება, ცალსახაა.



რამდენად მოახდენს გავლენას საერთაშორისო ინვესტორების განწყობაზე ორ ქვეყანას შორის დაულაგებელი ურთიერთობები, ბეგიაშვილი განმარტავს, რომ  ისედაც შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შესაძლოა კიდევ შემცირდეს. გარდა ამისა, შემცირდება ფულადი გზავნილები რუსეთიდან, რაც გახდება საფუძველი ლარის კურსის გაუფასურებისა.


მისივე განმარტებით, შექმნილი სიტუაცია დააპაუზებს ქვეყანაში საინვესტიციო პროექტების განხორციელებას. „მე მაქვს გეგმები, რომელიც მეტნაკლებად დაპაუზდება. საუბარია ტურიზმის ბიზნესზე. მქონდა და მაქვს როგორც სასტუმრო ისე კვების ობიექტები. ვფიქრობდი და ვფიქრობ მათ განვითარებას და გაფართოებას, თუმცა, ჩანს, რომ ამ თემას გაუჭირდება“-აღნიშნავს ბეგიაშვილი.


„ვიმედოვნებ, რომ  მთავრობის ეკონომიკური გუნდი წარმოადგენს გეგმას და ბაზარს დაამშვიდებს“-ასე ეხმაურება „კომერსანტთან“  საქართველოს ბიზნესს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე  ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. მისი განცხადებით, ბაზარზე მოლოდინები უფრო მეტ ნეგატიურ ეფექტს ახდენს, ვიდრე  რომელიმე კონკრეტული შოკური მოვლენა. შესაბამისად, იმისათვის, რომ მოლოდინები გადავფაროთ, ამისთვის აუცილებელია უფრო მეტი ოპტიმიზმი და ამ შემთხვევაში ეს მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან უნდა წამოვიდეს.



„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ  უფრო ძლიერად  გამოვალთ ამ სიტუაციისგან, ვიდრე ვიღაცას ჰგონია.ჩვენ ამის მაგალითი უკვე ვნახეთ წლების წინ,როდესაც ემბარგოებს და დასჯებს ქართული ბიზნესის გაძლიერება მოჰყვა. პრობლემა არის ის, რომ მოკლევადიანი ნეგატიური ეფექტი კომპანიების გარკვეულ ნაწილზე ბუნებრივია იქნება. ასევე  იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩართულნი არიან  ტურისტულ ინდუსტრიაში. მთავარია რა შემამსუბუქებელ ღონისძიებებს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კომპანიებს და ადამიანებს ნეგატიური გავლენა შეუმსუბუქოთ“-აღნიშნავს ვეფხვაძე.



„კომერსანტის“ კითხვაზე, ხომ არ დააპაუზებს შექმნილი სიტუაცია უცხოური ინვესტიციების შემოდინებას,ვეფხვაძე განმარტავს,რომ ტურისტულ ინდუსტრიაში უცხოელ ინვესტორებს შესაძლოა გარკვეული კითხვები ჰქონდეთ, რადგან მათთვის  ყველაზე მთავარია მდგრადობა და განჭვრეტადობა. „ბუნებრივია, როდესაც ეს ორი მომენტი შემცირებულია, ინვესტორი რისკებს აფასებს და ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას ინვესტიციის განხორციელებაზე. ამ ინდუსტრიაში სიმშვიდისთვის კი მნიშვნელოვანია სამოქმედო გეგმა, რომელიც ეკონომიკურმა გუნდმა უნდა წარმოადგინოს.“



 

სოფო ქსოვრელი





30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-03-30 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა $1/3.2875...

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა
access_time2020-03-30 17:10:10
საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. საკარანტინო რეჟიმი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული. „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, –...

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს
access_time2020-03-30 17:00:36
„დააპაუზე უფასოდ“ - ამ სახელით ინტერნეტსივრცეში შექმნილი სამართლებრივი სივრცე მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების სამართლებრივი გზით მოგვარებას. იდეის ავტორი, ადვოკატი მარიკა არევაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ რამდენიმე ათეული სხვადასხვა პრობლემის შესახებ იღებენ შეტყობინებას და მათი მხრიდან ხდება ხალხის დაკვალიანება იურიდიული კუთხით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ფორსმაჟორულ სიტუაციაში იჯარის, სესხების თუ კომუნალურებთან დაკავშირებული გართულებების...

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი
access_time2020-03-30 18:00:42
 „წარმოება არც გაზრდილა და არც შემცირებულა, ბაზარზე  მოთხოვნა  სტაბილურად არსებობს, რომელსაც ვაკმაყოფილებთ“- ამის შესახებ „კომერსანტს“ პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის „ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წარმოების პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და კომპანიაა 15 სახის პროდუქციას წარმოებას ისევ აგრძელებს.   „როგორც საგანგებო...

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას  „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ
access_time2020-03-30 16:30:04
გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრმა ტომას შეფერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დასავლური მედიის ცნობით, ტომას შეფერის ცხედარი ფრანკფურტის მახლობლად, მატარებლის ლიანდაგზე აღმოაჩინეს. ჰესენის ფედერალური შტატის პრემიერ-მინისტრის, ვოლკერ ბუფირის თქმით, შეფერი "covid 19"-ის პანდემიის გამო სტრესულ მდგომარეობაში იყო. "როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო. გამოსავალი ვერ იპოვა და დაგვტოვა. მისი წუხილი იყო, შეძლებდა თუ არა მოსახლეობის უზარმაზარ...


მსგავსი სიახლეები

up