“პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახსა და მასმედიის თითოეულ წარმომადგენე." — ამის შესახებ განცხადებას ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი ავრცელებს
მისი თქმით შექმნილ ვითარებაში, პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა საკმარისი არ არის, რადგან ერთ არაკომპეტენტურ ადამიანს მეორე ჩაანაცვლებს, სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა კი მაინც გაგრძელდება. მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანას მართავს ბიძინა ივანიშვილი და არა პრემიერი, ან მინისტრები - ისინი მხოლოდ ბატონი ივანიშვილის დარგობრივი პრესსპიკერები არიან.
“ჯერ კიდევ 2019 წლის 20 ივნისიდან ვითხოვ მთავრობის გადადგომასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, რადგან ივნისის ცნობილი მოვლენების დროს დაწყებული კრიზისი გრძელდება და დღითი-დღე უფრო მწვავდება.
კიდევ ერთხელ ვითხოვთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ოქტომბრის ბოლო კვირას და არა თვის დასაწყისში, რათა ოპოზიციურად განწყობილ ძალებს მიეცეთ სათანადოდ მომზადების საშუალება!”-აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა