შენობებს, თუ ქალაქს ამახინჯებენ, რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტარდეს: კანონპროექტი ჯარიმებს ადგენს

შენობებს, თუ ქალაქს ამახინჯებენ, რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტარდეს: კანონპროექტი ჯარიმებს ადგენს

access_time2019-09-15 15:30:12

იმ პირებს, რომელთა მფლობელობაში არსებული შენობა–ნაგებობები ქალაქის, თუ დაბის იერსახეს ამახინჯებენ, რეკონსტრუქციის, აღდგენის, ან დემოტაჟის ვალდებულება ექნებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაჯარიმდებიან.

ამ ვალდებულებას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომლის განხილვა ხვალ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზეა დაგეგმილი.

კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმების მოცულობა 200-დან 5000 ლარამდეა. კერძოდ, თუ მესაკუთრე დადგენილ ვადებში არ შეასრულებს ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიცემულ მითითებას, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე 5000 ლარით დაჯარიმდება, თვითმმართველ ქალაქში - 1000 ლარით, მუნიციპალიტეტის დასახლებაში - ქალაქში 500 ლარით, ხოლო დაბასა და სოფელში – 200 ლარით.


კანონპროექტი გამონაკლისებსაც ითვალისწინებს. აღნიშნული მუხლის მოქმედება არ გავრცელდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ სახლებზე, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც საცხოვრებელი მიზნით გამოიყენება, რათა საკუთრების უფლების ხელყოფა არ მოხდეს.


იმის გათვალისწინებით, რომ მუხლის მიზანს არ წარმოადგენს მესაკუთრის იძულება განახორციელოს დემონტაჟი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დაეკისრება ვალდებულება მისცეს მესაკუთრეს მითითება, რომლითაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსასწორებლად.


მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო შეადგენს შემოწმების აქტს. თუ დარღვევა არ გამოსწორდა განსაზღვრულ ვადაში მესაკუთრეს დაეკისრება ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.


ამ რეგულაციის მიღების მიზანი, როგორც დოკუმენტის ავტორები განმარტავენ, ქალაქების, თუ დასახლებების იერსახის გამოსწორებასთან ერთად, ინვესტორების დაინტერესება წარმოადგენს, რადგან არის ისეთი შენობები, რომლებიც არ ფუნქციონირებენ და მიმდებარე ტერიტორიის ეკონომიკურ განვითარებასაც აფერხებენ.


კანონპროექტის ავტორია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.



BMG





ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...

თბილისელ მძღოლებს ზაფხულში სითი პარკის ჯარიმები ჩამოეწერებათ

თბილისელ მძღოლებს ზაფხულში სითი პარკის ჯარიმები ჩამოეწერებათ
access_time2020-06-06 12:00:29
თბი­ლი­სე­ლებს სითი პარ­კის გა­და­უხ­დე­ლი ჯა­რი­მე­ბი ჩა­მო­ე­წე­რე­ბათ. ინი­ცი­ა­ტი­ვა ცოტა ხნის წინ თბი­ლი­სის მერ­მა...

დონალდ ტრამპის პოსტის გამო, „ფეისბუქში“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკას შეცვლიან

დონალდ ტრამპის პოსტის გამო, „ფეისბუქში“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკას შეცვლიან
access_time2020-06-06 11:00:57
მარკ ცუკერბერგი „ფეისბუქზე“ მასალის გამოქვეყნების პოლიტიკის გადახედვის პირობას დებს. ამის შესახებ მსოფლიოში უმსხვილესი სოციალური ქსელის მფლობელმა ცოტა ხნის წინ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე...

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...


მსგავსი სიახლეები

up