შენობების სეისმომედეგობა და სტანდარტები 2024 წლიდან გამკაცრდება

შენობების სეისმომედეგობა და სტანდარტები 2024 წლიდან გამკაცრდება

access_time2023-02-07 00:30:47




2024 წლიდან საქართველოს სამშენებლო სტანდარტებში ევროკოდები შემოდის, რომელმაც სექტორი სრულად ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს. მათ შორის, აამაღლოს შენობების სეისმომედეგობა და უსაფრთხობა.



როგორც ბიზნესპარტნიორს საპროექტო კომპანია Q Engineering-ის დამფუძნებელმა, მთავარმა ინჟნერმა ირაკლი ურუშაძემ განუცხადა, ევროკოდები მთლიანად შეცვლის იმ საპროექტო ნორმებს, რაც შენობის მზიდი ნაწილების გაანგარიშება-დაპროექტების საკითებს ეხება საპროექტო დოკუმენტაციაში. შედეგად, სამშენებლო ნორმები გათანაბრდება ევროპულთან და ამაღლდება შენობებისა და მშენებელობების უსაფრთხოებაც.



ახალი სტანდარტების შემოტანის პარალელურად, განახლდება სეისმური რუკებიც რაც სეისმური საფრთხის შეფასების საფუძველია.


დღეს მოქმედი სეისმური რუკა მოძველებულია, თუმცა, ეს რუკები ყოველთვის ახლდება და მკაცრდება. ყველა შემთხვევაში, ის რუკა რაც შემოვა ევროკოდთან ერთად უფრო მკაცრი იქნება, უსაფრთხოება იქნება უფრო პრიორიტეტული, რადგან, გარდა რუკებისა თანამედროვე მეთოდოლოგია შემოვა, რითაც უნდა დაითვალოს შენობაზე სისმური ზეგავლენა, რაც შეამცირებს რისკებს და გაზრდის სეისმომედეგობას. ქართული სეისმური სტანდარტი 2010 წელსაა მიღებული. ის ითვალისწინებს რაღაც ნაწილით ევროპულ ნორმებსაც, უკრაინულსაც, ძველ საბჭოთა ნორმებსაც. მაგრამ ეს უკვე მოძველებული ნორმაა და როგორც წესი, 10 წელიწადში ერთხელ ნორმები იცვლება ხოლმე, იქედან გამომდინარე, რომ ცოდნა იზრდება იმ სფეროში - აცხადებს ირაკლი ურუშაძე „ბიზნესპარტნიორთან“.




მისივე თქმით, ევროკოდების შემოსვლა ძირითადად, ინჟინრებს ეხებათ თუმცა, ეს ასევე ავტომატურად გამოიწვევს მასალებისა და მშენებლობის ზედამხედველობაში ევრორეგულაციების შემოტანას, რაც გაზრდის მშენებლობის ხარისხს, გაათანაბრებს მას ევროპულ ხარისხან.


საქართველოში მშენებლობისა და მასალების წარმოების ხარისხიც აიწევს. ეს განაპირობებს შენობებისა და მშენებელობების უსაფრთხოების ამაღლებას. ასევე, ცვლილებების ფარგლებში, იგეგმება სეისმური რუკების განახლებაც. ყველაზე თანამედროვე რუკა იქნება დანერგილი, რაც თავისთავად აწევს სეისმომედგეგობასაც მომავალი შენობის, რომელიც დაპროექტდება - აცხადებს ირაკლი ურუშაძე.



მისივე განმარტებით, ახალი სტანდარტები გარკვეულწილად ფასსაც აწევს, თუმცა, ევროპის გამოცდილების გათვალისწინებით, ხარისხის აწევას უფრო დიდი სარგებელი მოაქვს, ვიდრე ფასის გაზრდას - ხარჯი.



ამასთამ, ინჟენერი განმარტავს, რომ ქვეყნის დიდი პროექტები - ავტობანები ხიდები და მსგავსი ინფრასტრუქტურა ისედაც ევროკოდებითა და ევროპული ნორმებით შენდება. სიახლე ძირითადად ლოკალურ, კერძო მშენებლობებსა და დეველოპერებს შეეხება.  


Business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up