შენობა დაზიანებულია, საათი გაჩერებული - კინოთეატრი „რუსთაველი“ 80 წლის გახდა

შენობა დაზიანებულია, საათი გაჩერებული - კინოთეატრი „რუსთაველი“ 80 წლის გახდა

access_time2019-05-03 18:00:36

კინო „რუსთაველს“ დღეს 80 წელი შეუსრულდა, მაგრამ იუბილეს დედაქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი დაზიანებული, დალუქული და მიტოვებული ხვდება. 




2018 წლის ივნისში, როდესაც  კინოთეატრი დაიხურა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებდნენ, რომ ობიექტი რეკონსტრუქციის მიზნით დროებით დაიხურა და ერთ წელში განახლებული სივრცე კვლავ გაიხსნებოდა. თუმცა ამ დრომდე დასრულებული არ არის პროექტის კონცეფციაზე მუშაობაც. ადგილზე მისული ნებისმიერი დაინტერესებული პირი ადვილად შეამჩნევს, რომ სამუშაოები დღემდე არც დაწყებულა.


ამ ფაქტს დღეს სოციალურ ქსელში არაერთი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი, რომელიც საკუთარ Facebook გვერდზე წერს:


„წესით, ახლა კინოთეატრის 80 წლის იუბილეს უნდა აღვნიშნავდეთ საზეიმო ვითარებაში, მაგრამ ის უბრალოდ აღარ არსებობს. მერამდენე თვეა დაკეტილია, სამარისებური სიჩუმეა, ჩაბნელებულია, შენობა დაზიანებულია, საათი გაჩერებული... ამ ფაქტზე, არც ხალხი დარდობს დიდად და არც შესაბამისი სამსახურები“.


როდის გაიხსნება კინო „რუსთაველი“, როგორი იქნება განახლებული სივრცე და რა სიახლეს შესთავაზებს მომხმარებელს, ჯერჯერობით გაურკვეველია. ამ დროის განმავლობაში საზოგადოებაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა.  მათ შორის ერთ-ერთი ვერსიით, შენობა „აჭარა ჯგუფმა“ შეიძინა და უკვე ორი თვეა რაც კინოთეატრი ბიზნესმენ თემურ უგულავას მფლობელობაშია, თუმცა ამ ფაქტს არც კომპანიაში და არც “რუსთაველის პიარსამსახურში არ ადასტურებენ. 



კინოთეატრი „რუსთაველი“ 1939 წელს აშენდა და მიხეილ ჭიაურელის ფილმით „დიადი განთიადით“ გაიხსნა. შენობას 1988 წელს ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 2018 წლის 25 ივლის კი იგი რეკონსტრუქციის მიზნით დაიხურა. გავრცელებული ინფორმაციით, კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობის აქციონერები არიან: გიორგი ბაზღაძე, ბესიკ აბესაძე, კონსტანტინე რიჟინაშვილი, გიორგი არეშეიძე, ოთარ ბუბაშვილი, ბაკურ ლაშქარავა.




სალომე ლემონჯავა





„გაყიდვები გაგვინახევრდა და ზარალშიც წავედით“ – „დომინოს პიცა“ კორონავირუსის შედეგებზე

„გაყიდვები გაგვინახევრდა და ზარალშიც წავედით“ – „დომინოს პიცა“ კორონავირუსის შედეგებზე
access_time2020-06-07 12:30:23
პანდემიის გამო, „დომინოს პიცას“ გაყიდვები გაუნახევრდა. როგორც კომპანიის დირექტორი მიხეილ ალხანიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მართალია, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ე.წ დელივერის სერვისი მუშაობდა, თუმცა, ზარალი მაინც...

Financial Times: ახალი საკარანტინო ერა

Financial Times: ახალი საკარანტინო ერა
access_time2020-06-07 11:00:31
როდესაც ჰოუპ ეილსი ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში მდებარე ლუქს-კლასის სასტუმროში 14-დღიანი კარანტინის გასატარებლად დარეგისტრირდა, ძალიან მალე ნათელი გახდა, რომ შვებულების მსგავსი იქ არაფერი იქნებოდა."ჩვენ ნომრების დატოვების უფლება არ გვქონდა" - განაცხადა ეილსმა, რომელიც აპრილში სამშობლოში ფილიპინებიდან დაბრუნდა, და იმავე წუთს იზოლაციაში მოხვდა - ავსტრალიამ კორონავისურთან დაკავშირებით კარანტინი ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა."ფანჯრები არ...

ნათია თურნავა: ლარის გამყარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი

ნათია თურნავა: ლარის გამყარება სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი
access_time2020-06-07 10:00:14
საქართველოში ეკონომიკის ვარდნა გლობალური კრიზისით და პანდემიით არის გამოწვეული. ლარის გამყარება კი ჩვენი სწორი და კორდინირებული პოლიტიკით. ეს არის ეკონომიკური პოლიტიკს შედეგი და ეს არაა თავისთავად მოტანილი პოზიტივი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“...

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...


მსგავსი სიახლეები

up