„შენი სახლი ჯიქიაზე“ მხარდაჭერის მარათონში

„შენი სახლი ჯიქიაზე“ მხარდაჭერის მარათონში

access_time2020-04-09 11:39:48

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მოქალაქეებიც აქტიურად არიან ჩართული. #დარჩისახლში კამპანიისა და საყოველთაო კარანტინის პირობებში მოქალაქეებმა და კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს, რითაც, თუნდაც მცირედით, შეეცადნენ პანდემიასთან მებრძოლ ადამიანებს დახმარებოდნენ, ან თანადგომის ნიშნად სასიამოვნო საჩუქრები მიეძღვნათ.


„ლისი ვერანდის“ მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, რომ 112-ის თანამშრომლებისთვის სურპრიზი მოეწყოთ და სადილით გამასპინძლებოდნენ. ხოლო, მოგვიანებით ეს წამოწყება თეონა ბაღათურიამ („ლისი ვერანდის“ მაცხოვრებელი) სოციალური ქსელის გამოყენებით გამოწვევად (ე.წ. challange) აქცია და სხვებსაც მოუწოდა ჩართულიყვნენ მარათონში.


გამოწვევა კომპანიამ „შენი სახლი ჯიქიაზე“ და მაცხოვრებლებმა მიიღეს – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს და ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებს თავდაუზოგავი შრომისთვის გემრიელი სადილი შეუკვეთეს.


„ჩვენ, უდიდესი მადლიერების ნიშნად, გავუგზავნეთ სადილი ლუგარის ლაბორატორიისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს – ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში“, – აცხადებენ კომპანიაში „შენი სახლი ჯიქიაზე“.



კომპანია „შენი სახლი ჯიქიაზე“ მის მაცხოვრებლებთან ერთად გამოწვევას კომპანია „დომუსს“ და მის მოსახლეობას უგზავნიან. და ამჯერად, გამოწვევაა გემრიელი სადილით პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმების გამასპინძლება.


„ვფიქრობთ, ძალიან კარგი წამოწყებაა და ასეთ რთულ პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ მხარში დავუდგეთ და, ვისაც როგორ შეგვიძლია, წავახალისოთ ჩვენი საამაყო ექიმები“, – ამბობენ კომპანიაში.


„ერთად ყველაფერს შევძლებთ! სიკეთე გადამდებია!“, – აცხადებენ კომპანიაში „შენი სახლი ჯიქიაზე“.


#StopCovid19 #მადლობაჩვენსექიმებს #დარჩისახლში #შენისახლიჯიქიაზე



(NS)




„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...


მსგავსი სიახლეები

up