„შენი იდეა ქალაქის მერს“ – „მენაშენეთა ასოციაციის“ ინიციატივიდან ჭავჭავაძის გამზირის რეკონსტრუქციამდე

„შენი იდეა ქალაქის მერს“ – „მენაშენეთა ასოციაციის“ ინიციატივიდან ჭავჭავაძის გამზირის რეკონსტრუქციამდე

access_time2020-08-10 12:29:38

„შენი იდეა ქალაქის მერს“ – ეს ინიციატივა ერთ–ერთი პირველი იყო, რომელიც თბილისის მერად არჩევის შემდეგ გააჟღერა კახა კალაძემ. „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი, თავის გუნდთან ერთად, მაშინვე გამოეხმაურა მერის ამ ინიციატივას და მრავალპუნქტიანი რეკომენდაციები გამოქავეყნა მედიაში.


ირაკლი როსტომაშვილი უმთავრეს პრიორიტეტად ქვეითებსა და მათთან გათანაბრებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ასახელებდა, რაც მანქანების ხარჯზე უნდა განვითარებულიყო. მისი ინიციატივა იყო ტროტუარების გაფართოება, გზებზე რკინის გადასასვლელების დემონტაჟი „ზებრების“ დახაზვა, დამატებითი შუქნიშნებისა და საგზაო ნიშნების დამონტაჟება, რაც ქვეითებს გაუადვილებდა გადაადგილებას. ასევე შეეხებოდა საუბარი ველობილიკებსა და ბასლაინებს. ერთ–ერთ პრიორიტეტად ირაკლი როსტომაშვილი ტროტუარების მოწესრიგებას და მანქანების სავალი ნაწილის ხარჯზე, მათ გაფართოებას ასახელებდა, რომლებიც მრავალფუნქციური უნდა გახდეს იგივე ე.წ. „ღამის ეკონომიკის“ განვითარებისთვის.


თბილისში არაერთი ქუჩა მოწესრიგდა. ყველაზე თვალსაჩინოა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ქვეითებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზეა ადაპტირებული. ტროტუარები კომფორტულია მოქალაქეთა გადაადგილებისთვის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით რამდენიმე წუთშია შესაძლებელი მთელი გამზირის გავლა, ყოველგვარი საცობისა და შეფერხებების გარეშე. ასევე მოხდა რკინის გადასასვლელის დემონტაჟი ჭავჭავაძე–მოსაშვილის ქუჩის კუთხეში. გამზირზე ბევრ ადგილზე დაიხაზა „ზებრები“, დაემატა 14 ახალი შუქნიშანი და ბასლაინები.


„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი დადებითად აფასებს თბილისის მერიის მიერ ჭავჭავაძის გამზირის რეკონსტრუქციის პროექტს და აცხადებს, რომ ეს პროცესი დედაქალაქში აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.


- ბატონო ირაკლი, როგორც ვხედავთ, მერიამ თქვენი რეკომენდაციები გაითვალისწინა.


– ჩვენ ბევრ საკითხზე გვაქვს მერიასთან კონსულტაცია და კამათიც. მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი კონსულტაცია არ გვქონია მერიასთან. როცა ახალმა ადმინისტრაციამ გამოცხადა პროგრამა „შენი იდეა ქალქის მერს“, ჩვენ ჩამოვწერეთ ტრანსპორტის მოგვარების რეკომენდაციები და ეს გამოვაქვეყნეთ. ვერც იმას გეტყვით და დავიბრალებთ რომ ეს ჩვენი იდეაა და ჩვენი იდეების გამო დაიწყო მერიამ ასეთი სტრატეგიის განვითარება. რეალურად ეს არის მსოფილოში აპრობირებული სტრატეგია, რომელიც ყველა განვითარებული ქვეყნის მიერ არის აღიარებული როგორც საუკეთესო. ჩვენც ზუსტად ეს ჩამოვწერეთ - ეს არის ერთადერთი სწორი სტრატეგია. ის, რაც ჭავჭავაძის გამზირზე გაკეთდა, საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობა. ეს ნიშნავს, რომ პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ფეხით გადაადგილება. თბილისის მერია ამ მხრივ სწორ ნაბიჯებს დგამს. მერიამ, როგორც ვიცი, დაიქირავა სატრანსპორტო დაგეგმვის უცხოური კომპანიები, და ცხადია, ისინიც ზუსტად იგივე რეკომენდაციას მისცემდნენ, რასაც ჩვენ ვამბობდით.



შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ძალინ სწორი მიმართულებაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ კიდევ 2018-ში დავწერეთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ აქ რამე როლი ვითამაშეთ. უბრალოდ, ვინც სწორად ფიქრობს, ყველა ამ სტრატეგიამდე მივა.


- ოპონენტები საუბრობენ რომ ეს მიდგომა შექმნის საცობებს, რაც ვნახეთ კიდევაც პირველ დღეს, როცა გაიხსნა ჭავჭავაძე...


– რა თქმა უნდა, საცობები იქნება. და უნდა იყოს კიდეც. პრინციპი არის შემდეგი - ავტომობილების ქალაქიდან უნდა გადავიდეთ ფეხმავლის ქალაქზე. აქამდე ეს იყო გზები, ახლა უნდა გახდეს ქუჩები. თუ გინდა მანქანით სიარული, მოხვდები საცობში, მაგრამ როცა გაქვს ალტერნატივა კომფორტული, სწრაფი და პროგნიზირებადი საზოგადოებრივი ტრანსპორტის, უკვე დაფიქრდები, გიღირს თუ არა საკუთარი მანქანით გადაადგილება.


ჩვენი მთავარი პრობლემა დღეს არის მენტალობის გადართვა - რაც არ არის მარტივი პროცესი. მენტალობა უნდა შევიცვალოთ ყველამ – მე, თქვენ, ნებისმიერმა მოქალაქემ... ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები ძალიან არაპოპულარულია, მაგრამ აუცილებელია.


საქართველო ეკონომიკურად იზრდება (შესაძლოა არასაკმარისად, მაგრამ ფაქტია იზრდება) ეს პირდაპირ ნიშნავს მანქანების რაოდენობის ზრდას, შესაბამისად ვერანაირი ესტაკადები და გზების გაფართოება ვერ უშველის საცობებს. ეს კი ქალაქს მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაში ჩააყენებს. გამოსავალი არის მხოლოდ მანქანების შემცირებაში - მანქანა უნდა იყოს ბევრად უფრო დისკომფორტული ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტი.


და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ უნდა გაჩერდეს - თუ მხოლოდ ჭავჭავაძით შემოვიფარგლებით, მაშინ ჩათვალეთ რომ ჯობდა ესეც არ გაკეთებლიყო. მთელი ქალაქი უნდა გადავიდეს ახალ სტრატეგიაზე. თბილისი არ იწყება და არ მთავრდება ჭავჭავაძის გამზირით. პროცესის გაგრძელება აუცილებელია დანარჩენ გამზირებსა და ქუჩებზეც. თბილისის მერს ბევრი არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, მაგრამ გზების რეფორმა ღირს ამად. მაგალითად, დღეს უკვე ტაქსები ჭავჭავაძეზე ვეღარ „თევზაობენ“, ნებისმიერ ადგილზე ვერ გაუჩერებენ მგზავრს, ვინაიდან მოძრაობის სერიოზულ შეფერხებას გამოიწვევენ. ტაქსების გასაჩერებლად სპეციალური ზონები უნდა გამოიყოს, ან მომხმარებელმა შესაბამისი აპლიკაციით უნდა გამოიძახოს ტაქსი დანიშნულების ადგილზე. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ თბილისში ტაქსების სიმრავლე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოუწესრიგებლობის პირდაპირი ინდიკატორია. როდესაც ქალაქში ,,ბასლაინების“ ქსელი მოწესრიგდება, მოქალაქეებისთვის გაცილებით კომფორტული იქნება ავტობუსებით, საცობებში დგომის გარეშე გადაადგილება, ვიდრე თუნდაც ტაქსით. მით უმეტეს, რომ ავტობუსი გაცილებით იაფია ტაქსთან შედარებით. ასევე, მოწესრიგებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდება ბევრი ავტომფლობელი, ვინაიდან ასე უფრო მოკლე დროში მივა დანიშნულების ადგილამდე“, – განმარტავს ირაკლი როსტომაშვილი.


გარდა თბილისის ქუჩების რეკონსტრუქციისა, რეგიონებშიც მოსაწესრიგებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მაგალითად, კახეთში არის რკინიგზა, რომელზეც მატარებელი წლებია არ დადის. ამიტომ, თუ, მაგალითად, თელაველ მოქალაქეს საქმე აქვს თბილისში, იძულებულია მიკროავტობუსით ჩავიდეს დედაქალაქში, ან საკუთარი მანქანით. ეს კიდევ მეტად ტვირთავს ქალაქს. ასევე, თუ, მაგალითად, ადამიანი გორიდან მიდის რუსთავში, ან პირიქით, მან თბილისი არ უნდა გაიაროს, უნდა მოწესრიგდეს შემოვლითი გზა, რაც ასევე მნიშვნელოვნად განტვირთავს მტკვრის სანაპიროებს.


(NS)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up