შენ პარლამენტში - რას მოიცავს პოლიტიკის მართვის ინოვაციური პლატფორმა

შენ პარლამენტში - რას მოიცავს პოლიტიკის მართვის ინოვაციური პლატფორმა

access_time2020-10-12 17:01:05

 „ამ დროისთვის,  ჩვენს პლატფორმაზე „შენ პარლამენტში“15 აქტუალური საკითხია გამოტანილი, რაზეც მომავალმა პარლამენტმა უნდა  იმსჯელოს და ხალხი უკვე აძლევს ხმას. ვხედავთ რამდენმა  მისცა ხმა და  რამდენი  არის ამა თუ იმ კანონპრექტის წინააღმდეგი,“ - „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ ახალ პლატფორმაზე  „შენ პარლამენტში“ პრეზენტაციის შემდეგ პლატფორმის მთავარი თავისებურებები მიმოიხილა. როგორც აღმოჩნდა,  ვაკის ამომრჩევლები უკვე აფიქსირებენ პოზიციას სხვადასხვა ინიციატივებზე, რაც მომავალმა პარლამენტმა უნდა განიხილოს.


რა არის „შენ პარლამენტში“?  როდის შეძლებენ მოქალაქეები ონლაინ რეჟიმში კანონპროექტებისთვის ხმის მიცემას და დაცულია თუ არა ანონიმურობა? -  ამ თემებზე ლევან კობერიძემ „კომერსანტთან“ ვრცლად ისაუბრა.


„ეს არის პოლიტიკის მართვის ინოვაციური პლატფორმა იმისათვის, რომ ადამიანები მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ კი არ მონაწილეობდნენ პოლიტიკაში ხმის  მიცემის  მექანიზმით, არამედ მთელი 4 წლის განმავლობაში ყოველდღიურად  ჰქონდეთ შესაძლებლობა, იყვნენ  ჩართულები საპარლამენტო საქმიანობაში.  არ აქვს  მნიშვნელობა,  იქნებიან ისინი თბილისში, ქალაქგარეთ  თუ ქვეყნის  გარეთ. მათ  შეეძლებათ ნებისმიერი მოწყობილობით, მალე უკვე აპლიკაციითაც  მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკის შექმნაში. მე ყველა კანონპროექტს წინასწარ დავდებ და მექნება მსჯელობა ჩემს ამომრჩეველთან ერთად.


„შენ პარლამენტში“ იმიტომ დავარქვი, რომ მე კი არ შევდივარ პარლამენტში   შენ, თითოეული 103 420 ამომრჩეველი ვაკის ოლქიდან შემოდის ფაქტობრივად საკანონმდებლო ორგანოში ჩემთან ერთად.


მოქალაქეებს იქვე  შეუძლიათ მომწერონ,  მითითებულია სპეციალური მეილი,  რომელზეც  ანონიმურად შეუძლიათ გამომიგზავნონ თავიანთ მოსაზრებები,   კომენტარები , კრიტიკა,  ანონიმურია და ტექნიკურად ისეა გაკეთებული, რომ რამე  უხერხულობა  არ  შეექმნას ამომრჩეველს, ამბობს ლევან კობერიძე. 



თუკი კანონპროექტის ინიციატორის მოსაზრება მოქლაქის პოზიციისგან განსხვავებულია, ამ შემთხვევაში ხდება თუ არა უმრავლესობის აზრის გათვალისწინება?


„ დაუშვათ ჩემი მოსაზრება განსხვავებულია მოქალაქეების  მოსაზრებებისგან,  რომლებმაც  დააფიქსირეს ხმა  კანონპროექტთან მიმართებაში. ჩემთვის ეს უკვე  სიგნალია.


ერთი ვარიანტია, რომ უნდა  შევიცვალო აზრი,  შესაბამისად მოვისმინო არგუმენტები და ჩამოვყალიბდე. თურმე  მოქალაქეები ასე  ხედავენ ამ საკითხს და მე რაღაც არ გამომეპაროს, მერე  შევიცვალო მოსაზრება და ისე  მივიღო  კენჭისყრაში მონაწილეობა.


მეორე ვარიანტია ის, რომ მე შეიძლება მოქალაქეებამდე ვერ  მივიტანე  სრულყოფილად ინფორმაცია ამ კანონპროექტის ნიუანსების  შესახებ. ასეთ შემთხვევაში, სხვადასხვა ფორმატებში გავმართავ შეხვედრებს და  ვეცდები, რომ ავუხსნა ამომრჩეველს, თუკი რამე  ინფორმაცია მათ აკლიათ და თუ დამეთანხმებიან, უკვე მივიღებ კენჭისყრაში მონაწილეობას,“ - განმარტავს ლევან კობერიძე.


როგორც „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი აღნიშნავს, მალე ვებგვერდს დაემატება ექსპერტების მოსაზრებები, ჩატი.  რათა განმარტებული იყოს  ამა თუ იმ კანონპროექტის მნიშვნელობა. მისივე თქმით, ვაკის ოლქის 103 420 ამომრჩეველი თავად გახდება საქართველოს პარლამენტის წევრი.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up