პანდემიამ, ვალუტის გაუფასურებამ და ინფლაციამ შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ნახევარ მილიონამდე გაზარდა

პანდემიამ, ვალუტის გაუფასურებამ და ინფლაციამ შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ნახევარ მილიონამდე გაზარდა

access_time2021-04-23 12:00:41

შემწეობა 200-250 ლარია ოჯახზე, მისი გაზრდა გრძელვადიან შედეგს არ გამოიღებს, მნიშვნელოვანია, შეიქმნას დასაქმების წამახალისებელი პროგრამები“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ „PMC ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრი“-ის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა ისაუბრა. მისივე თქმით, შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი, რის გამოც ბენეფიციართა რაოდენობამ 500 000 000 გადააჭარბა.

 

„შემწეობის მიმღებთა რაოდენობა საგრძნობლადაა გაზრდილი, ეს მონაცემები ორი მოვლენის გამოხატულებაა, ერთი ეს არის პანდემია და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები, რომელიც მწვავედ ურტყამს ეკონომიკას და მეორე პარალელური პროცესი არის ვალუტის გაუფასურება და ინფლაცია, რაც ავტომატურად მოსახლეობის იმ ნაწილს ურტყამს, რომელსაც ძალიან დაბალი შემოსავალი აქვს. ჩვენ გვაქვს 7% -იანი ინფლაცია, ამავდროულად ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის კალათა რომლითაც ინფლაცია ითვლება სავარაუდოდ შეცვლილია და ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე შესაძლოა რომ ინფლაცია კიდევ უფრო მაღალი იყოს. მაღალი ინფლაცია, უმუშევრობის ზრდა და ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა ერთობლიობაში იწვევს იმას, რომ შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს მიაღწია, ეს ყველაფერი არის კრიზისის ერთ-ერთი გამოხატულება“, - აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.

 

გიორგი ხიშტოვანის თქმით, სახელმწიფოს მიზანი ქვეყანაში დასაქმების მასშტაბის ზრდა მაქსიმალური უნდა იყოს. მისივე განცხადებით, მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში მთავრობის საქმიანობა სწორედ იმით ფასდება თუ რა მაჩვენებელზეა უმუშევრობა. ხიშტოვანი ამბობს, რომ სწორედ აღნიშნულის საფუძველზე იგებს ან აგებს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია არჩევნებს.

 

„ჩვენი პოლიტიკა თუ იქნება ბიუჯეტში თანხები მობილიზება, რათა შემწეობა გაიზარდოს ეს არანაირ პოზიტიურ საშუალოვადიანს და გრძელვადიან ცვლილებას  არ მოიტანს იმიტომ, რომ გვაქვს მაღალი ინფლაცია, იმიტომ, რომ გვაქვს ეკონომიკური კრიზისი და შემწეობის გაზრდა დღეს ოჯახებს არანაირ საშველს არ მოუტანს. გამოსავალი არის იმის მიზნად დასახვა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იყოს დასაქმებული, რაც სამწუხაროდ დღეს ასე არ არის. რაც შეეხება მოტივაციას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთი სქემების არსებობა, რომელიც წაახალისებს დასაქმებას და არ იმას, რომ მოქალაქეებმა შემწეობის აღებაზე იზრუნონ.


 

დისკუსია ყოველთვის მიმდინარეობს იმ თემაზე, რომ რაღაც ცვლილებების გამო მოსახლეობას დახმარება შეუწყდა. რეალურად პრობლემა არის ის, რომ ასეთი შემწეობის მიმღები არის ნახევარი მილიონი ადამიანი და ქვეყანაში გვაქს სერიოზული გამოწვევა უმუშევრობასთან დაკავშირებით. იდეალური მოდელი იქნება, როდესაც შემწეობის მიმღები ადამიანები იქნებიან მინიმალური მონიტორინგს  ქვეშ და მინიმალურად იქნება მიბმული ასეთი ტიპის შემწეობების მიღება სხვა გარემოებებზე. ის, რომ დახმარების მიმღებთა რაოდენობა შემცირდება ეს იქნება ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური ტრენდი, რადგან ეს ნიშნავს რომ ადამიანებს შემოსავლები გაეზარდათ და მეორე არ უნდა იყოს დამსჯელეობით ხასიათის ღონისძიება, რომ ვიღაცას შემწეობა მოეხსნება.  ვიცით, რომ ადამიანების უმრავლესობა ვინც ამ ბაზაშია შემდეგ კი ხდება მათი გადარჩევა თუ ვის ეკუთვნის ან არ ეკუთვნის ქულების მიხედვით შემწეობა, ყველა არის უკიდურესად ცუდ მატერიალურ მდგომარეობაში. შესაბამისად გამოსავალი არის ისეთი სქემის მოფიქრება, რომელიც მოქალაქეს მაქსიმალურად ნაკლებად აიძულებს შემოსავლის დამალვას. სქემამ უნდა წაახალისოს ადამიანი სურვილი გაუჩნდეს, რომ 200 ლარიანი შემწეობის ნაცვლად ჰქონდეს 400-600 ლარიანი შემოსავალი“,- აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.

 

როგორც გიორგი ხიშტოვანმა აღნიშნა, მოქალაქეები გარდა შემწეობისა ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლებისგან გარკვეულ შეღავათებს იღებს. ხიშტოვანის განმარტებით, აუცილებელია მსგავსი შემოსავლების მონეტარიზაცია.

 

„ერთი არის შემწეობა თუმცა ამას გარდა არის სხვადახვა ტიპის შეღავათები რომელსაც მოქალაქე ცენტრალური ხელისუფლებისგან და მუნიციპალური ხელისუფლებისგან იღებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეღავათების ე.წ. მონეტარიზაცია მოხდეს. თუ ჩვენ ვიცით, რომ შემწეობა არის პირობითად 200 ლარი მაგრამ დამატებით შეღავათი რომელსაც ადამიანი იღებს აღწევს დამატებით თანხას, მაშინ რეალურად ეს თანხაა არის ის, რასაც კარგავს მოქალაქე დასაქმების პირობებში. თუ მინიმალური ხელფასი არის 400 ლარი, ხოლო მოქალაქე შეღავათებით სახელმწიფოსგან უფრო მეტ დახმარებას იღებს, ვიდრე ეს მინიმალური ხელფასია, მაშინ ძალიან რაციონალური მისი მხრიდანაც რომ ის არ არსის მონდომებული. ამის  შეფასებაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი თუ რას აძლევს  ეს სტატუსი უკიდურესად  გაჭირვებულ ადამიანს და  რას კარგავს მცირე ტიპის დაბალშემოსავლიანი სამსახურის პირობებში“, - აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.

 


თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up