შემთხვევით გაკეთებული 6 მეცნიერული აღმოჩენა

შემთხვევით გაკეთებული 6 მეცნიერული აღმოჩენა

access_time2019-09-08 20:00:22

„კომერსანტი“ წარმოგიდგენთ შემთხვევით გაკეთებულ 6 მეცნიერულ აღმოჩენას

 

1.კარდიოსტიმულატორი


მოწყობილობა, რომელმაც გადაარჩინა მილიონობით სიცოცხლე, შექმნა ამერიკელმა მეცნიერმა ჯონ გრიტბეტჩმა.

 

ის მუშაობდა აპარატზე, რომელსაც შეეძლო ადამიანის გულისცემის ჩაწერა. 1956 წელს, ბუფალოს უნივერსიტეტში ჩატარებული ექსპერიმენტის დროს, მან შემთხვევით ჩართო არასწორი რეზისტორი,  და აღმოაჩინა, რომ  წამროქმნილი ელექტრონული იმპულსები ძალიან ჰგავს ადამიანის გულისცემას.

 

მეცნიერი მიხვდა, რა პერსპექტივებს ხსნის შემთხვევით გაკეთებული აღმოჩენა და დაიწყო მუშაობა მის სრულყოფაზე.

 

1958 წელს მოხვდა კარდიოსტიმულატორის ტესტირება ძაღლზე.

 

2. სიმინდის ფანტელები


მე-19 საუკუნეში, ძმებს კელოგებს ეკუთვნოდა სასტუმრო შტატ მიჩიგანში.

 

ერთხელაც ისინი ამზადებდნენ რაღაც კერძს სიმინდის ფქვილიდან, თუმცა, მოუწიათ სასწრაფოდ გასვლა გადაუდებელ საქმეებზე.

 

დაბრუნებულებმა მათ აღმოაჩინეს, რომ ფქვილი გაფუჭდა, და შეწვის პროცესში გახდა ჰაეროვანი და ხრაშუნა. ახალ კერძს მათ დაუმატეს შაქარი, რძე, და ზეფირი, რამაც დაიმსახურა დიდი მოწონება რესტორნის კლიენტებს შორის.

 

მოგვიანებით ძმებმა დაარსეს კომპანია Kellogs, რომელიც დღესაც აწარმოებს სიმინდის ფანტელებს.

 


3. მიკროტალღური ღუმელი


ეს უმნიშვნელოვანესი გამოგონებაც იყო შემთხვევითი.

 

კონკრეტულად როგორც მოხვდა ეს   - დაზუსტებით ცნობილი არაა - არსებობს რამდენიმე ვერსია.

 

მათ თანახმად ინჟინერი პიტერ სპენსერი მუშაობდა შეიარაღების მწარმოებელ კომპანია Raytheon-ში, სადაც ატარებდა ექსპერიმენტებს მიკროტალღურ მოწყობილობასთან, როდესაც აღმოაჩინა, რომ მათი გამოყენება შესაძლებელია საჭმელის გაცხელებისთვის.

 

პირველი მიკროტალღური ღუმელი გამოვიდა 1947 წელს, თუმცა დასაწყისში ეს იყო ადამიანის სიმაღლის და 300 კილოს წონის აპარატი, თანაც საკმაოდ ძვირი  - ის ღირდა 3000 დოლარი.

 

დღევანდელი ფორმის მიკროტალღური ღუმელების წარმოება დაიწყო 60-ამ წლებში.

 

4. კევლარი


ქსოვილი, რომელიც გამოირჩევა მაღალი სიმკრივით და ამავე დროს ელასტიურობით, აწარმოებს კომპანია DuPont.

 

გამოგონება ეკუთვნის ამ ფირმის თანამშრომელს, ქიმიკოსს სტეფანი კვოლეკს.

მექანიკური თვისებების გამო კევლარი შეუცვლელია ჯავშანჟილეტების და ჩაფხუთების წარმოებაში.


მასალის აღმოჩენა მოხვდა 1964 წელს, როდესად სტეფანი კვოლეკი მუშაობდა მსუბუქი, მაგრამ მკრივი ქსოვილის რეცეპტზე. 1971 წელს ლაბორატორიაში პირველად შეიქმნა კევლარი.

 

5. პენიცილინი


ასობით მილიონი სიცოცხლე გადაარჩინა ანტიბიოტიკების გამოყენებამ თანამედროვე მედიცინაში.

 

ეს არის ინგლისელი მეცნიერის ალექსანდრ ფლემინგის დამსახურება. ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში ის იკვლევდა სტაფილოკოკების ზრდას და თვისებების, და სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა პირველი ანტიბიოტიკი.


ერთხელ, მან დატოვა მაგიდაზე გაურეცხავი თეფშები ბაქტერიებით,  და რამდენიმე დღეში აღმოაჩინა მათზე ობი. ყველაზე საინტერესო კი იყო ის, რომ  ირგვლივ ყველა ბაქტერია იყო მკვდარი. მრავალი ცდების შედეგად, ის მივიდა დასკვნამდე, რომ ობი კლავს ბაქტერიებს.

 

მან დაარქვა ამ ნივთიერებას პენიცილინი.

 

6. კარტოფილის ჩიფსები


1853 წელს, ერთ-ერთ რესტორანში მილიარდერ კორნელიუს ვან დერ ბილდტს არ მოეწონა შემწვარი კარტოფილი, რომელიც, მისი აზრით, იყო ზედმეტად სქელი.

 

მზარეულმა ჯორჯ კრამმა ამის საპასუხოდ დაჭრა კარტოფილი ძალიან წვრილად, და შეწვა ზეთში - თუმცა, მისთვის მოულოდნელად, მეწარმეს ძალიან მოეწონა ეს ვარიანტი. ცოტა ხანჭი ჩიფსები გახდა რესტორნის საფირმო კერძი.

 

1860 წელს მან გახსნა საკუთარი რესტორანი, და არ გეგმავდა ჩიფსების რეცეპტის გამჟღავნებას, თუმცა სიმარტივის გამო ეს მოხვდა თავისთავად.






უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...


მსგავსი სიახლეები

up