კომუნიკაცია გვქონდა „ბორჯომის“ მმართველ კომპანიასთან, მფლობელებთან, არის შემოთავაზება, რომ სახელმწიფოს ჩუქნიან წილს, რომელიც 100 მილიონი დოლარის ღირებულებისაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია „ბორჯომზე“ საუბრისას განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება, მთავრობის მომდევნო სხდომაზე დამტკიცდება და კომპანია „ბორჯომს“ ოპერირებაში პრობლემა არ ექნება.
„პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა მმართველ კომპანიასთან, მფლობელებთანაც, საკითხი ყველასთან გავიარეთ. არის შემოთავაზება, რომ სახელმწიფოს ჩუქნიან წილს, რომელიც უხეშად, რომ ვთქვათ, წილი 100 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება და მთავრობის მომდევნო სხდომაზე ამ ყველაფერს დავამტკიცებთ. ასე, რომ „ბორჯომს“ ოპერირებაში პრობლემა არ ექნება და ჩვენი საამაყო ბრენდი გააგრძელებს მუშაობას. ყველა დასაქმებული თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს. მინდა თანამშრომლებს მივმართო, რომ პრობლემა ამოწურული იქნება“,- განაცხადა პრემიერმა.