შემოსავლის გარეშე დარჩენილმა სამორინეებმა ონლაინ სივრცის შექმნაზე დაიწყეს ფიქრი

შემოსავლის გარეშე დარჩენილმა სამორინეებმა ონლაინ სივრცის შექმნაზე დაიწყეს ფიქრი

access_time2020-05-20 12:40:28

პანდემიის გამო სამორინეების დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა, გასაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა იმ  კაზინოებშია, რომლებსაც ონლაინ სივრცე არ აქვთ.  რთული ეკონომიკური პერიოდის მიუხედავად აზარტული თამაშების ბაზარმა თანამშრომლების შენარჩუნება შეძლო.  თუმცა ანტიკრიზისული გეგმის  გარეშე დარჩენილი ობიექტები მხოლოდ ეკონომიკის გახნის და ახალი ეგულაციების დაწესების მოლოდინში არიან.

 

„შანგრილას“ მარკეტინგის მენეჯერმა  მარის ლისენკომ  „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ კაზინომ თანამშრომლების სრულად შენარჩუნება შეძლო. გუნდი კი   კიდევ ერთი ურთულესი  თვის გასვლას და სამუშაო რეჟიმში დაბრუნებას ელოდება.

 

„16 მარტიდან კაზინო დახურულია. არც ონლაინ სივრცე  გვაქვს, რის გამოც  სამორინე უშემოსავლოდაა დარჩენილი.  ასეთ პირობებშიც, კი მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ ყველა თანამშრომელი. ახლა  რეგულაციებს ველოდებით, როგორ და რა ფორმით უნდა განვაახლოთ მუშაობა. 6 ივლისამდე საკმაოდ მძიმე პერიოდის გადატანა მოგვიწევს. თუმცა ვფიქრობ   მეექვსე კატერგორტიაში კაზინობი იმიტომ მოხვდა, რომ საკმაოდ რთულია ამ სფეროს რეგულირება. სათამაშო მაგიდებს, ან სტუმრებსა და კაზინოს თანამშრომლებს  შორის დისტანცია, რასაც  საკმაოდ  დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. ამ გამოწვევასაც ვუმკლავდებით, რადგან  ჩვენთვის მთავარი ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობაა.  კაზინოში არა თუ ნიღბით, არამედ ქუდებითაც კი იკრძალება შესვლა, მაგრამ პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე ამ მხრივ წესებს მკაცრად ვიცავდით და მომალშიც ასე ვაპირებთ გაგრძელებას.“-განაცხადა მარის ლისენკომ.

 


თანამშრომლების შენარჩუნება შეძლო,  კაზინო „ივერიამ“, თუმცა კომპანია,  ბოლო ორი თვის განმავლობაში კომპანიას ბრუნვა არ ჰქონია.    სამორინეს მარკეტინგის მენერჯერის  ქეთი ქუთათელის თქმით, შესაძლოა  სამომავლოდ კომპანიამ  ონლაინ კაზინოს ამოქმედებაზეც იფიქროს. 

 

„ჯერ არ ვიცით როგორ და რა ფორმით ვიმუშავებთ, თუმცა პირბადის ტარება დახურულ სივრცეში, დისტანციის დაცვა მოთამაშეებს და პერსონალს შორის, სადენზინფექციო ხსნარების გამოყენება, როგორც ყველგან ჩვენთანაც აუცილებელი იქნება.  „ივერია“  პირველ რიგში ელოდება რეგულაციებს და ამის შემდეგ გვეცოდინება რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ საკმადო მძიმე გამოდგა ეს პერიოდი,  როგორც სხვა ბიზნესისთვის ასევე კაზინოებისთვისაც.  დღემდე უშემოსავლოდ  ვართ დღესაც, არანაირი  ოპერირება და  ბრუნვა არ გვქონია. უბრალოდ ვცდილობდით, რომ მუდმივ კონტაქტზე ვყოფილიყავით ჩვენს ბაზაში არსებულ კლიენტებთან. ეს პერიოდი განსაკუთრებით მძიმეა ისეთი კაზინოებისთვის, ვისაც ონლაინ სივრცე არ გავქვს.  მისი შექმნაც საკმაოდ რთულ და ხანგრძლივ პროცესებს უკავშირდება თუმცა საუბრობენ ამ საკითხზე და სამომავლოდ შესაძლებელია, „ივერიას“ ონლაინ სივრცეც ჰქონდეს.  

მძიმე პერიოდის მიუხედავად  შევძელით ყველა თანამშრომლის შენარჩუნება,   დღემდე ყველა მათგანს  ერიცხებოდა ხელფასი.  ამით ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი კადრები. “-აცხადებს ქეთი ქუთათელი.


ნათია ლომიძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up