შემოსავლების სამსახურს ოზონდამშლელი ნივთიერებების ამომცნობი სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა

შემოსავლების სამსახურს ოზონდამშლელი ნივთიერებების ამომცნობი სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა

access_time2020-09-16 19:16:18

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ,,საქართველოში მონრეალის ოქმის განხორციელების სამოქმედო პროგრამა“ ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს შვიდი სპეციალური იდენტიფიკატორი გადაეცა, რომელსაც როგორც ოზონდამშლელი ნივთიერებების, ისე ნარევების იდენტიფიცირება შეუძლია. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.



„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია გარემოს უსაფრთხოების დაცვაა.



სწორედ ამიტომ, ოზონდამშლელ ნივთიერებათა საბაჟოს გვერდის ავლით ან მალულად გადაადგილების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის საზღვარზე წარმატებით ხორციელდება რისკებზე დაფუძნებული კონტროლი სპეციალური იდენტიფიკატორების მეშვეობით. აღნიშნული, პორტატული აღჭურვილობა ,,თბილისის“, ,,ფოთისა“ და ,,ბათუმის„ გაფორმების ეკონომიკურ ზონებში გადანაწილდება, ხოლო 4 იდენტიფიკატორი ,,წითელი ხიდის“, ,,სადახლო საავტომობილოს“, ,,ყაზბეგისა“ და ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე განთავსდება.



აღსანიშნავია რომ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, გატარდა საკანონმდებლო რეფორმები ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტისა და გამოყენების მონიტორინგისა და კონტროლის უზრუნველსაყოფად.




ამოქმედდა მაცივარაგენტების რეციკლირებისა და შესაბამისი მოწყობილობების მომსახურების ცენტრები, რომელთა აღჭურვა და მაცივარ-ტექნიკოსების, მებაჟე ოფიცრებისა და გარემოსდაცვითი ინსპექტორების გადამზადება ასევე UNDP-ის დახმარებით განხორციელდა. UNDP-ის მხარდაჭერისა და საქართველოს მიერ თანმიმდევრული პოლიტიკის გატარების შედეგად, ქვეყანამ საგრძნობლად შეამცირა ოზონდამშლელი ნივთიერების მოხმარება.



2013-2020 წლებში ამ ნივთიერებების წლიური მოხმარება 5.21 ტონიდან 2.4 ტონამდე შემცირდა, რის შედეგადაც საქართველომ წინასწარ დაგეგმილ მაჩვენებელზე, წლიურ 2.97 ტონაზე უკეთეს შედეგს მიაღწია. 2030 წლისთვის საქართველო შეძლებს, მთლიანად ამოიღოს მოხმარებიდან სახიფათო ოზონდამშლელი ნივთიერებები. გარდა ამისა, UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველოში შეიქმნება ოზონდამშლელი ნივთიერებების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.



აღნიშნული თანამედროვე იდენტიფიკატორები, საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ხელს შეუწყობს სამართალდარღვევების აღკვეთა/გამოვლენას.



ღონისძიება ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მსოფლიოს 194 ქვეყანაში 16 სექტემბერს აღინიშნება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up