შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა  „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების“ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების“ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

access_time2021-06-15 15:10:00

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, ასევე საგადასახადო მონიტორინგისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ფორუმში, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, საქართველო-ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით გაიმართა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ სიჭინავამ. მისი თქმით ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის დაცვის პროცესში, უმნიშვნელოვანესია მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარებოდეს სასაქონლო ნიშნების შესაძლო უკანონო გამოყენება, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა და კონტრაფაქციული ტვირთების გამოვლენა, რომელიც ხშირ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის, როგორც გარემოს , ასევე მომხმარებლის ჯანმრთელობას.


,,ფორუმის ფარგლებში, მოწვეული ექსპერტების ჩართულობით, შესაძლებლობა მოგვეცა, გავცნობოდით საავტორო უფლების მფლობელების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, კონკრეტული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, რაც მომავალში პროდუქტის იდენტურობის დადგენის პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის, ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციების სფეროში ინვესტიციების განხორციელების ერთ-ერთ ძირითად მექანიზმს და საბაჟო დეპარტამენტს ამ პროცესში, როგორც პირველ ხაზს, იმპორტირებული საქონელის კონტროლის მიმართულებით, უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია“,- აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.


„ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების“ ფორუმის მიზანია, ერთობლივი მონიტორინგისა და ადმინისტრირების გზით, სხვადასხვა უწყებებებს შორის ეფექტური და კოორდინირებული მუშაობის დანერგვა, ასევე წარმატებული გამოცდილების გაზიარება და კონტრაფაქციული პროდუქციის იდენტიფიცირების მიზნით, უახლესი რისკების შეფასების მოდულების გამოყენებით, სახმელეთო/საზღვაო/საჰაერო გზით შემოსული ტვირთების მიმართ, თანმხლები დოკუმენტაციის ანალიზი.



ღონისძიებას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი, შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი სამსონ ურიდია, პატენტრწმუნებულები, ასევე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს პროკურატურისა და სასამართლოს წარმომადგენლები დაესწრნენ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up