შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე ევროპული ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა

შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე ევროპული ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა

access_time2019-04-15 11:09:54

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი ევროპული ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.


შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის აქტუალურ თემაზე, შემოსავლების სამსახურის უფროსისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ. მხარეებმა პრობლემატური საკითხების, კერძოდ, საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით ისაუბრეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.


ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, გადასახადის გადამხდელებთან, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან პარტნიორული ურთიერთობა და აქტიური თანამშრომლობაა.



,,დღევანდელი მორიგი სამუშაო შეხვედრა ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან, გამჭვირვალეს ხდის ურთიერთობას და ამცირებს მომავალში საგადასახადო რისკებს. ჩვენ მოვინიშნეთ ყველა პრობლემური საკითხი, განვიხილავთ და უახლოეს დღეებში გავცემთ პასუხებს.“ -განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა.


შეხვედრის დასასრულს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა, რომ ბიზნესსექტორთან შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.



კომერსანტი




„უნდა გავიხედოთ აზიის, განსაკუთრებით ჩინეთის ტურისტული ბაზრისკენ, რადგან ყველა სხვა ბაზარი ნელ-ნელა კლებულობს“

„უნდა გავიხედოთ აზიის, განსაკუთრებით ჩინეთის ტურისტული ბაზრისკენ, რადგან ყველა სხვა ბაზარი ნელ-ნელა კლებულობს“
access_time2020-01-23 11:13:03
„უნდა გავიხედოთ აზიის, განსკუთრებით ჩინეთის ტურისტული ბაზრისკენ, რადგან ყველა სხვა ბაზარი ნელ-ნელა კლებულობს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩინელი ტურისტი ყველაზე მხარჯველი ტურისტია მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ სასტუმროების ქსელ „ინ გრუპის“ დამფუძნებელმა, პაატა კოკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. გადაცემაში ქართული სასტუმრო ინდუსტრია და მისი პოტენციალი განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ სასტუმროების განვითარების...

ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა

ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა
access_time2020-01-22 19:00:34
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ტურისტების რიცხვმა [2019 წელს] 9 მილიონს გადააჭარბა. დასახელებული რიცხვი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას შეესაბამება და არა ტურისტული ვიზიტების რაოდენობას. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ტურისტების რიცხვი 6.8%-ით გაიზარდა და 5 მლნ შეადგინა. ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა საქართველოში წყარო: საქართველოს...

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა
access_time2020-01-22 18:30:49
გამოცემა Economist-ის ყოველწლიური, დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარიხსი გაუარესდა. 2019 წელს საქართველო კვლავ დარჩა ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმების ჯგუფში, თუმცა შეფასების ქულა 0,08 ქულით გაუარესდა. თუ კი 2018 წელს საქართველოს შეფასებითი ქულა 5,5 ქულა, იყო 2019 წელს 5,42-მდე შემცირდა. უცვლელი დარჩა საქართველოს პოზიცია და წინა წლის მსგავსად კვლავ 89-ე ადგილს ვიკავებთ. ახალი შეფასება 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. შეფასების...

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-22 21:00:21
„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა 1.სადღესასწაულო პერიოდში აუქციონების გამართვა-საკანონმდებლო ხარვეზი თუ კორუფციის წყარო 2.„სოფლის მეურნეობის დარგში სტაბილური განვითარების დინამიკა არ აღინიშნება„ 3.სამორინეების ინკოგნიტო...

Deutche welle: ამერიკა ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება

Deutche welle: ამერიკა  ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდება
access_time2020-01-22 20:00:27
2021 წელს  აშშ-ს შეუძლია ჩინეთისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი გახდეს, და ჩაანაცვლოს რუსეთი, საუდის არაბეთი, ანგოლა, და ავსტრალია . ასეთი დასკვნამდე  გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტი ამერიკულ-ჩინური სავაჭრო შეთანხმების შესწავლის შედეგად მივიდა.   როგორც ცნობილია, დოკუმენტს   ხელი 15 იანვარს ხანგძლივი სავაჭრო ომის შემდეგ მოეწერა.   კერძოდ, ჩინეთი იღებს თავის თავზე ვალდებულებას 2 წლის მანძილზე 200 მლრდ....


მსგავსი სიახლეები

up