შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა

შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა

access_time2019-03-21 11:45:46


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა უწყებაში არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის უმთავრესი ღირებულებებია პარტნიორობა და გამჭვირვალობა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ უწყების სტრატეგიულ ამოცანად კვლავ რჩება, არა მხოლოდ საგადასახადო კანონდარღვევათა ადმინისტრირება, არამედ მათი პრევენცია.


„შემოსავლების სამსახური არ არის დაინტერესებული ბიზნესი შეამოწმოს იმ მიზნით, რომ მოხდეს მათი დაჯარიმება ან სხვა ღონისძიებების გამოყენება. პირიქით, ჩვენ ვთვლით, რომ რისკებზე დაფუძნებული მიდგომები, მოგვცემს პრევენციის საშუალებას და კერძო სექტორი შეძლებს კანონის ფარგლებში აწარმოოს სწორი საბუღალტრო საქმიანობა და ბიუჯეტის წინაშე საგადასახადო ვალდებულებების შესრულება“, - განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ.




მისი თქმით, ასევე დიდი ყურადღება ეთმობა მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლებას და მათთვის გადასახადების გადახდის მნიშვნელობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას. როგორც მან განმარტა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უმაღლეს სასაწავლებელთან და ყოველ წელს ახორციელებს როგორც შემეცნებით, ასევე საგანმანათლებლო ხასიათის პროგრამებს.



შეხვედრის ფარგლებში, ვახტანგ ლაშქარაძემ შემოსავლების სამსახურის ოფოციალური ვებგვერდის განახლების გეგმებზეც ისაუბრა. ,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულ წრეებთან, ორმხრივი ინფორმაციის დროული გაცვლის შესაძლებლობა გვქონდეს. ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სწორედ ინტერნეტ-საიტია. ჩვენ ვეცდებით, რომ მომავალში ის გაცილებით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე იყოს, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხმარებლისთვის“ ,- აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა. შეხვედრაზე, რომელსაც შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილიც ესწრებოდა, დიალოგის ფორმატში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ. დასასრულს, ვახტანგ ლაშქარაძემ შემოსავლების სამსახურის სახელით მადლობა გადაუხადა სტუმრებს და აღნიშნა, რომ ბიზნესთან დიალოგი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
სამუშაო შეხვედრას ათი კომპანიის, კერძოდ: საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის (GEA), საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Georgia), საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, საქართველო–ევროპის ბიზნეს საბჭოს (EUGBC), ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA Georgia), გადასახადის გადამხდელთა კავშირის (TPU), საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციისა და სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი პირი ესწრებოდა.






საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლიცენზიის მქონე პირბადეები YES Hackathon Contain COVID-19-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლიცენზიის მქონე პირბადეები YES Hackathon Contain COVID-19-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია
access_time2020-08-13 12:55:55
ავტორი: ანა ბიბილეიშვილი კორონავირუსმა მასშტაბური ნეგატიური გავლენის პარალელურად, გაგვაცნო ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდები, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, რათა სამყარო უკეთესი გახდეს და ახალ რეალობაში თითოეული ადამიანი მარტივად ადაპტირდეს. ახალგაზრდული სამეწარმეო პოტენციალის მობილიზებისთვის მარტის თვეში ფონდმა „კრისტალმა“ USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ...

„მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა

„მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაილისტა
access_time2020-08-13 14:10:52
საქართველოს საფონდო ბირჟაზე თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის სს  „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმის“ აქციები დაილისტა. B კლასის აქციები (ISIN GE1100003932) დაშვებულ იქნა საქართველოს საფონდო ბირჟის B კატეგორიის ლისტინგში და სავაჭრო სისტემაში. აქციებს საბირჟო კოდი (ტიკერი) - MEHBB მიენიჭა. ბირჟაზე B ჯგუფის 54,476,929 ლარის ჯამური ნომინალური ღირებულების აქცია დაილისტა, თითოს ნომინალის ფასი 1 ლარია. კომპანიას ასევე გამოშვებული აქვს A კლასის 6 052 993 აქცია,...

„ოცნებასთან“ დაკავშირებულმა სასტუმროებმა მილიონები მიიღეს, მაშინ როცა სხვა სასტუმროები უსახსროდ დარჩნენ - გიორგი ვაშაძე

„ოცნებასთან“ დაკავშირებულმა სასტუმროებმა მილიონები მიიღეს, მაშინ როცა სხვა სასტუმროები უსახსროდ დარჩნენ - გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-13 15:20:10
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტურიზმის ინდუსტრიაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კრიზისის შედეგად უამრავ სასტუმროს დახურვა მოუწია, რის შედეგადაც ათასობის სამუშაო ადგილი დაიკარგა ქვეყნის მასშტაბით. ვაშაძის თქმით, კორონავირუსით შექმნილი კრიზისი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პარტნიორებისთვის კარგი ბიზნესი აღმოჩნდა, რომლებმაც, მხოლოდ 21 კომპანიისთვის 45 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომელთა მფლობელებიც მმართველი გუნდის...

BAG-ის გამოკითხული წევრების 72.2% მიიჩნევს, რომ არსებობს გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორები, რაც ხელს უშლის მათ ბიზნეს საქმიანობას

BAG-ის გამოკითხული წევრების 72.2% მიიჩნევს, რომ არსებობს გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორები, რაც ხელს უშლის მათ ბიზნეს საქმიანობას
access_time2020-08-13 11:59:16
მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების 72.2% განაცხადა, რომ არსებობს მათი ბიზნეს საქმიანობისთვის ხელისშემშლელი თუნდაც ერთი ფაქტორი. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირებულია პირველი კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევასთან შედარებით, როდესაც საქმიანობისათვის ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობაზე გამოკითხულთა 86.5%  საუბრობდა. პირველი კვარტლის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, COVID პანდემიით იყო განპირობებული, რაც...

პანდემიის გამო „ვითიბი“ ბანკს „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა გაეზარდა

პანდემიის გამო „ვითიბი“ ბანკს „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა გაეზარდა
access_time2020-08-13 12:00:22
ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ ზარალი სესხების შესაძლოა დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 6-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში ეს მონაცემი 37,890,502 ლარი იყო, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 6,920,718 ლარი. 2020 წლის II კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, „ვითიბი“ ბანკის ზარალმა 26,095,611 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც...


მსგავსი სიახლეები

up