შემოსავლების სამსახურის უფროსი „სარტყელი და გზის ინიციატივის“ საგადასახადო ადმინისტრაციების თანამშრომლობის ფორუმს დაესწრო

შემოსავლების სამსახურის უფროსი „სარტყელი და გზის ინიციატივის“ საგადასახადო ადმინისტრაციების თანამშრომლობის ფორუმს დაესწრო

access_time2019-04-22 17:40:26

18 აპრილს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, ჩინეთის ქალაქ ვუჟენში, „სარტყელი და გზის ინიციატივის“ საგადასახადო ადმინისტრაციების თანამშრომლობის ფორუმს დაესწრო.


როგორც „კომერსანტს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, ფორუმზე, „სარტყელი და გზის ინიციატივის“ საგადასახადო ადმინისტრაციების თანამშრომლობის მექანიზმის სადამფუძნებლო დოკუმენტს მოეწერა ხელი და ასევე შესაძლებლობათა განვითარების ჯგუფი (BRITACEG) დაარსდა.


აღნიშნული მექანიზმი, „სარტყელი და გზის ინიციატივის“ ქვეყნების თანამშრომლობის ახალ პლატფორმას წარმოადგენს და საგადასახადო ადმინისტრაციების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.



მექანიზმის დამფუძნებელ წევრებად საქართველოსთან ერთად, ისეთი ქვეყნებიც არიან, როგორიცაა ჩინეთი, ყაზახეთი, ქუვეითი, ჰონგ-კონგი, სერბეთი, სლოვაკეთი, გაერთიანებული საემიროები, ურუგვაი და სხვა. ასევე პარტნიორ იურისდიქციად საბერძნეთი, იტალია, ახალი ზელანდია, პერუ, ყატარი, კორეის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი, სინგაპური, უკრაინა და სხვა ქვეყნები შეუერთდნენ.


ღონისძიებას მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები ( მსოფლიო ბანკი, OECD, საერთაშორისო სავაჭრო პალატა, და სხვა) და ბიზნესის წარმომადგენლები ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები და აკადემიური დაწესებულებები ესწრებოდნენ.


საგადასახადო ადმინისტრაციების თანამშრომლობის მექანიზმის წევრობით, საქართველოს შესაძლებლობა ექნება „სარტყელი და გზის ინიციატივის“ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობები გააღრმავოს.






საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-11-29 11:00:07
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4426 ადამიანს დაუდასტურდა, 3721 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 35 კოვიდინფიცირებული...

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია
access_time2020-11-28 23:51:10
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ვინაიდან მომდევნო წელს ევრობასკეტს საქართველო მასპინძლობს, ჩვენი ნაკრები ამ ტურნირზე ავტომატურად მოხვდა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო. მესამე მეოთხედში ფინეთმა მოგვიგო და ბოლო მეოთხედის წინ სიტუაცია დაძაბა.თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში ძალები მოიკრიბა, დალაგებულად ითამაშა და საბოლოოდ, 91:85...

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...


მსგავსი სიახლეები

up