შემოსავლების სამსახურის უფროსი: კონტრაბანდული სიგარეტის წილი 1-1.5%-ს არ სცდება

შემოსავლების სამსახურის უფროსი: კონტრაბანდული სიგარეტის წილი 1-1.5%-ს არ სცდება

access_time2019-03-12 17:30:02

ქვეყანაში კონტრაბანდული სიგარეტი არსებობს, თუმცა კონტრაბანდის მასშტაბი არ გაზრდილა, - ამბობს შემოსავლების სამსახურის უფროსი.


ვახტანგ ლაშქარაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ სიგარეტზე აქციზის გადასახადის მატება იწვევს კონტრაბანდული გზით შემოტანილი სიგარეტის გაზრდის რისკს, თუმცა საფრთხე გაანალიზებული აქვს შემოსავლების სამსახურს და წინასწარ განსაზღვრულია ის რესურსიც, რითიც ხორციელდება კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლა.


„კონტრაბანდის წილი ქვეყანაში არ სცდება 1-1.5%-ს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ზუსტად ვიცით ყველა ის წერტილი, მათ შორის, ბაზრებში, მაღაზიებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც იყიდება კონტრაბანდული სიგარეტები, მაგრამ კონტროლის ღონისძიებები, რომლებსაც ვატარებთ, ასევე, ამოღებული სიგარეტის რაოდენობა, ცხადყოფს, რომ ადგილი არ აქვს კონტრაბანდის ორგანიზებულად შემოტანილ ფაქტებს. საქართველოს მასშტაბით, სიგარეტის მოხმარება დღეში 1 მილიონი კოლოფია. რამდენიმე ძალოვან უწყებასთან ერთად განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად ამოღებული კოლოფების რაოდენობა დღის განმავლობაში არ აჭარბებს 1000 კოლოფს - ანუ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაოდენობრივად, საგანგაშო სურათი ნამდვილად არ გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამით ჩვენ ღონისძიებებს ან ვწყვეტთ ან არ ვაგრძელებთ. პირიქით, კონტროლის ღონისძიებები ინტენსიურად ხორციელდება“, - აღნიშნა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.



მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის ფაქტებს და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.








საზღვრის კვეთა, ტესტირება, კარანტინი და პროცედურები - საქართველოს მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს

საზღვრის კვეთა, ტესტირება, კარანტინი და პროცედურები - საქართველოს მთავრობა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს
access_time2020-07-13 15:32:31
საქართველოს მთავრობა საზღვრის კვეთასთან, ტესტირებასთან, კარანტინთან და შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს აქვეყნებს. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ფეისბუქგვერდზე განთავსდა.   ხშირად დასმული კითხვები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით რომელი ქვეყნებისთვის იხსნება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი?   ამ ეტაპზე, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან ხუთი ქვეყნისთვის (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა)...

ასეთი მკაცრი ზომების მიღება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია- შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება

ასეთი მკაცრი ზომების მიღება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია- შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება
access_time2020-07-13 14:30:00
ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 3 სასტუმრო დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა თითოეული ობიექტისთვის 10 000 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.   „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ისედაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესების ასეთი...

გია ჯოხთაბერიძე კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

გია ჯოხთაბერიძე კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს
access_time2020-07-13 13:30:41
„მაგთიკომის“ დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. კომერსანტი  ჯოხთაბერიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „პარასკევს, 10 ივლისს, დარგობრივი ეკონომიკის საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტი განიხილებოდა, მაგთიკომის დამფუძნებელმა, გია ჯოხთაბერიძემ, სიტყვით გამოსვლისას გაახმოვანა, რომ , კახი ბექაურის...

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა
access_time2020-07-13 11:30:32
2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია.  ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. იანვარ-ივნისში ექსპორტი 1 503.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (15.6 პროცენტით ნაკლები), იმპორტმა კი 3...

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...


მსგავსი სიახლეები

up