შემოსავლების სამსახურის უფროსი დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა

შემოსავლების სამსახურის უფროსი დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა

access_time2019-04-03 17:42:19

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.


შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის აქტუალურ თემაზე, შემოსავლების სამსახურის უფროსისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ. მხარეებმა ასევე, პრობლემატური საკითხებისა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.


ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, გადასახადის გადამხდელებთან, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან პარტნიორული ურთიერთობა და აქტიური თანამშრომლობაა.



,,დღევანდელი სამუშაო შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან გამჭვირვალეს ხდის ურთიერთობას და ამცირებს მომავალში საგადასახადო რისკებს. ჩვენი მიდგომა ყველა კომპანიის მიმართ საერთოა და მხოლოდ კანონის მოთხოვნას ეფუძნება. არ არსებობს გამონაკლისები და შეღავათები ცალკეული კომპანიების მიმართ.”- განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ.


შეხვედრის დასასრულს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ ბიზნეს სექტორთან შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.


შეხვედრას საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია ესწრებოდნენ.








21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-09-21 18:05:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 1 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-21 21:00:56
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. გაზრდილი ხელფასები, ბანკების სუბსიდირება და რეკორდული ვალი - პანდემიური ბიუჯეტის პარადოქსები COVID-19-ის გავრცელებამ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე დიდი გავლენა მოახდინა. პანდემიისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ბიუჯეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამავე დროს,...

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ
access_time2020-09-21 17:00:17
ფულის გათეთრებასა და საეჭვო ტრანზაქციებზე გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (ICIJ)  კვლევაში ქართული ბანკებიც მოხვდნენ.  ანგარიში ამერიკული კომერციული ბანკების მიერ 1997-2017 წლებში რეგისტრირებულ საეჭვო ტრანზაქციების სიას ეფუძნება, რომლის ჯამური მოცულობაც $2 ტრილიონს შეადგენს. ამ ტრანზაქციების უმეტესობა ევროპის, აშშ-ის და აზიის წამყვანი ბანკების მიერ იყო განხორციელებული და ფულის გათეთრების მომეტებულ რისკებს შეიცავდა. FinCEN-ის მონაცემებში...

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა
access_time2020-09-21 19:00:29
კორონავირუსით დაავადებულთა სწრაფმა ზრდამ შესაძლოა მთელ რიგ ქვეყნებს ახალი კარანტინის შემოღება აიძულოს. მათი უმეტესობა ყველანაირად ამას ეწინაამღდეგება თუმცა, ტენდენციის გაძლიერების შემთხვევაში მათ, შესაძლოა სხვა არჩევანი არც დარჩეთ.   საფრანგეთში პარასკევს დაავადებულთა რაოდენობა 10 000-ით გაიზრდა  - ეს მაისის შემდეგ მაქსიმალური ზრდაა.   პორტუგალია დღეში 770 დაინფიცირებულზე იტყობინება - ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 5 თვის მანძილზე,...

ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!

ლარსაც კორონავირუსი შეეყარა?!
access_time2020-09-21 15:15:46
ლარს კორონავირუსი შეეყარა და ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილიო, ხუმრობენ ეროვნულ ვალუტაზე, მაგრამ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არა გვაქვს, რადგან ბოლო ორ კვირაში ლარი დოლარის მიმართ თითქმის 14 თეთრით გაუფასურდა. წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ბაზარს 400 მილიონ დოლარზე მეტი მიაწოდა. ბოლო ორ კვირაში ორჯერ გაყიდა 40-40 მილიონი, მაგრამ ლარის კურსს ვერც ამან უშველა. ექსპერტების თქმით, ლარი “შავ დღეშია” და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების არაერთ მიზეზს...


მსგავსი სიახლეები

up