შემოსავლების სამსახურის უფროსი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს

შემოსავლების სამსახურის უფროსი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს

access_time2019-03-23 11:50:27

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა. ვახტანგ ლაშქარაძემ და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა სტუმრებს უწყების ძირითადი ამოცანები გააცნეს და მათთან ერთად ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.



,,ჩვენ ვისაუბრეთ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დაგეგმილ რეფორმებზე, მათ შორისაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების პროცედურების ავტომატიზებული სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ვხვეწთ ე.წ. დღგ-ის დაბრუნების მოდულს, რათა მოთხოვნის შესრულება მოხდეს წადგენისთანავე, - განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ. ვახტანგ ლაშქარაძის თქმით: ,,საგადასახადო შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებისას მნიშვნელოვანია სწორედ მოხდეს რისკების შეფასების კრიტერიუმების შემუშავება და რისკის მართვის პროგრამის ანალიზი. ყოველივე ეს დაზოგავს, როგორც უწყების დროს ასევე, ბიზნესის დროს და რესურს“.



შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსმა საბაჟო სფეროში გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა და სტუმრებს ერთიანი ციფრული პლატფორმის შექმნის შესახებ ინფორმაცია მოაწოდა. დასასრულს, ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა, რომ ბიზნესსექტორთან შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.




შეხვედრა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა 14 ბიზნეს ასოციაციის, კერძოდ; საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის, ბაზრობების ასოციაციის, რესტორანთა ასოციაციის, საქართველოს სასტუმრო და სარესტორნო ასოციაციის, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის, ნავთობპროდუქტების იმპორტიორტა ასოციაციის, საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო ასოციაციის, ბიზნეს ლიდერთა ასოციაციის - ,,ქალები მომავლისთვის“, საზღვაო ბროკერებისა და აგენტების ასოციაციის, საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის, საქართველოს დამოუკიდებელ ლაბორატორიათა ასოციაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. პირველი სამუშაო შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან შემოსავლების სამსახურის უფროსმა 20 მარტს გამართა.








„სოფელში უმუშევრობა უფრო დაბალ დონეზეა, მაგრამ სიღარიბე ბევრად მაღალია“

„სოფელში უმუშევრობა უფრო დაბალ დონეზეა, მაგრამ სიღარიბე ბევრად მაღალია“
access_time2019-11-19 11:45:51
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოში ივნისის აქციების შემდეგ პირველ კვლევას აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტირუსული საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა,გამოკითხულთა 80%-მა ქვეყნის მასშტაბით უმთავრეს პრობლემებად დაასახელა უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბე. „ზემოაღნიშული, ასევე,...

IRI - გამოკითხულთა 80%-მა ქვეყნის მასშტაბით უმთავრეს პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბე დაასახელა

IRI - გამოკითხულთა 80%-მა ქვეყნის მასშტაბით უმთავრეს პრობლემებად  უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბე დაასახელა
access_time2019-11-19 10:05:21
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოში ივნისის აქციების შემდეგ პირველ კვლევას აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტირუსული საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა, ხელისუფლებისადმი ნდობის მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიკლო. მათივე ცნობით, არც ერთ პარტიას არ გააჩნია გამოკვეთილი უპირატესობა მომავალი...

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება
access_time2019-11-18 21:29:59
„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება. ამის შესახებ კომპანია ინფორმაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქსელური ჰიპერმარკეტის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:   „მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.   რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ...

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება
access_time2019-11-18 21:00:20
თბილისში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. “საქართველოში მიმდინარე პროტესტს პარლამენტთან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს მხარს“, - სტატიას ამ სათაურით France 24 აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე აქციები, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია საქართველოს დედაქალაქში. გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი თბილისის ქუჩებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. საპროტესტო აქციებზე წერს ასევე...

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა
access_time2019-11-18 20:15:51
გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.   ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის...


მსგავსი სიახლეები

up