17–19 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, სამტრედიასა და თეთრიწყაროს რაიონში განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, ჯამში 461 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის და 1,1 კგ უაქციზო თუთუნის ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. ფაქტებზე არსებული საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, სხვადასხვა დასახელების უაქციზო თამბაქო, საერთო ჯამში 69,800 ღერი (349 ბლოკი) გამოავლინეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განხორციელდა უაქციზო სიგარეტის უსასყიდლოდ ჩამორთმევა, რის საფუძველზეც შედგა შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის თანახმად, ჩამორთმეული თამბაქოს მთლიანმა საბაზრო ღირებულებამ 13,960 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ახალციხეში, ნინოწმინდასა და ადიგენის რაიონში, 28 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და 26,545 კგ უაქციზო თუთუნის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. აქედან ერთ შემთხვევაში ამოღებული უაქციზო თუთუნის რაოდენობიდან და ასევე საბაზრო-სარეალიზაციო ფასიდან გამომდინარე გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაიგზავნა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ.
imedinews.ge