ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 562 კოლოფი (11 240 ღერი) უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„საქმის მასალები, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.