შემოსავლების სამსახურის  საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა  საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ლაგოდეხი“  სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ლაგოდეხი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

access_time2021-05-07 12:12:59

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ლაგოდეხი“ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


აღნიშნულ სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე და საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა.


პროექტის ფარგლებში, განხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების, მგზავრებისა და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის სპეციალური, საბაჟო კონტროლის თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი 6 გასასვლელის მოწყობა.


საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ლაგოდეხის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებში 40 -მდე მოქალაქე არის დასაქმებული. საბაჟოზე კი დაახლოებით 35 მებაჟე ოფიცერი იმუშავებს. საპროექტო სამუშაოების დასრულება 6 თვეში იგეგმება.


საპროექტო სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 21 000 კვ.მ. ფართობი განახლდება, მოეწყობა ახალი მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე ქსელი, ახალი გზის საფარი, ტერიტორიის გარე განათება, ავტომობილების დასათვალიერებელი ანგარი, პროექტით ასევე გათვალისწინებულია ტერიტორიის გამწვანებითი სამუშაოები.



საბაჟო დეპარტამენტის უფროსის თქმით, COVID-19-ით გამოწვეული გლობალური პანდემიის პირობებში, თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურის განვითარება უმნიშვნელოვანესი პროცესია და საბაჟო პროცედურების ეფექტურად მართვის წინა პირობას წარმოადგენს. უახლესი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს: – მგზავრებისთვის კომფორტული და სწრაფი მომსახურების მიღებას, ხოლო ერთ-ერთ დატვირთულ გამშვებ პუნქტზე - ,,წითელი ხიდი“ ტვირთებისა და მგზავრების ნაკადის განტვირთვა მოხდება.


,,განახლებული საბაჟო-გამშვები პუნქტის ამოქმედება ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნის სატრანზიტო ტვირთნაკადის გაზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ამასთან, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიების გავლით, საერთაშორისო მიმოსვლის განვითარებაში“, - განაცხადა ზურაბ სიჭინავამ.


ლაგოდეხის განახლებული საბაჟო გამშვები პუნქტი, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს, დღე-ღამეში მინიმუმ 600 -მდე სატვირთო მანქანისა და 10 000 მგზავრის გატარებაზეა გათვლილი.





ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა

ომბუდსმენმა „ბოლტი“ გაფიცული კურიერების დისკრიმინაციაში დაადანაშაულა
access_time2021-06-15 19:18:56
საქართველოს სახალხო დამცველმა „ბოლტის“ გაფიცული კურიერების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა და კომპანიას მიმართა რეკომენდაციით, დაუყოვნებლივ აღუდგეთ განმცხადებლებს აპლიკაციაზე წვდომა. ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი: „2021 წლის 14 ივნისს სახალხო დამცველმა შპს „ფუდლს“ („ბოლტი“) გაფიცული კურიერების მიმართ განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. კურიერების ინტერესებს სახალხო დამცველის...

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად

GASTRONOME – მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო დელიკატესების გასაცნობად
access_time2021-06-15 21:00:27
თბილისში Gastronome-ის ოთხი მაღაზიაა. როგორც Gastronome-ის აღმასრულებელი დირექტორი თამარა ჯავახაძე ამბობს, ოთხივე ფილიალს გააზრებული სტილისტური ერთგვაროვნებაც აქვს და, იმავდროულად, თითოეულ ობიექტს ინდივიდუალური შტრიხებიც გამოარჩევს. თამარა  ჯავახაძე:   გვინდოდა, შთამბეჭდავი ექსტერიერი გვქონოდა. მოგეხსენებათ, ყურადღება მანამდე უნდა მიიქციო, სანამ მომხმარებელი შემოვა, ამიტომაც არის ასე საგულდაგულოდ დამუშავებული ფასადიც და ინტერიერიც...

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა

15 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გამყარდა
access_time2021-06-15 18:00:42
15 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 10 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 15 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და 3.1751 ლარი გახდა (ეს კურსი 16 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა

უკრაინაში საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა
access_time2021-06-15 17:28:55
უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა საგადასახადო ამნისტიის კანონპროექტი. კანონის თანახმად, მოქალაქეებს, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადების გადახდას, სასჯელი აღარ დაეკისრებათ, თუ თავის შემოსავლების დეკლარირებას მოახდენენ. უკრაინის პარლამენტის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო ამნისტია შეეხება ვალუტას, გარდა ნაღდი ფულისა, ფასიან ქაღალდებს, ასევე უკრაინასა და საზღვარგარეთ არსებულ მოძრავ და უძრავ ქონებას....

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე

„თელმიკო“ „თელასის“ ნაცვლად - მომხმარებლის დამატებით უფლებები ელენერგიის ახალ საცალო ბაზარზე
access_time2021-06-15 15:00:59
მთელი საქართველოს მასშტაბით, 1–ლი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე  საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. თბილისში სს „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიის მიმწოდებელი „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“   (თელმიკო) იქნება, ხოლო  რეგიონებში სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ნაცვლად კომპანია „ეპ ჯორჯია მიწოდება“ იქნება. აღსანინავია, რომ არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების...


მსგავსი სიახლეები

up