შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმები გამკაცრებულია

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმები გამკაცრებულია

access_time2020-02-29 10:00:50

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული კონტროლის მექანიზმები გამკაცრებულია.

 

უწყებაში აღნიშნავენ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები და ექიმი ეპიდემიოლოგები 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ მგზავრთა ინდივიდუალურ მონიტორინგს. სამედიცინო პერსონალი აღჭურვილია სპეციალური დამცავი ტანსაცმლით, ხოლო მებაჟე ოფიცრები მონიტორინგს ახორციელებენ დამცავი ნიღბებითა და შესაბამისი აღჭურვილობით.

 


შემოსავლების სამსახურის ცნობით, აეროპორტში, „წითელი ხიდისა“ და „სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე არსებულ ვითარებასა და კონტროლის მექანიზმებს ადგილზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი გაეცნო. „კომპეტენციის ფარგლებში უწყება მუდმივ რეჟიმში განახორციელებს ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტში არსებული ვითარების დაკვირვებას და ინფორმაციას მიაწვდის მედიასა და საზოგადოებას“, – აცხადებენ უწყებაში.





საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა
access_time2020-04-04 22:31:55
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 162-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ...

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს

ლიბერთის 500 000 ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს
access_time2020-04-04 16:25:37
...

15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო
access_time2020-04-04 20:00:09
მსოფლიოში 15 ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიაა. მათგან 12 კორონავირუსის პანდემიის პასუხად საჯარო ღვთისმსახურებებს ერისკაცთა გარეშე, დახურულ კარს მიღმა აღასრულებს. 1-ის, სერბეთის ეკლესიის პოზიცია ბუნდოვანია - მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი ეპისკოპოსის, მილუტინის წესის აგებას მრევლი არ ესწრებოდა. 2-ის - საქართველოსა და პოლონეთის ეკლესიები ერისკაცებისთვის ღვთისმსახურებებს არ ხურავენ და არც ზიარების წესს ცვლიან. ხსენებული პრევენციული ზომით პანდემიის...

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-04-04 12:58:05
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ​თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჟურნალისტებს...

უცხოური მედია: ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა

უცხოური მედია: ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა
access_time2020-04-04 12:20:41
  ზოგიერთმა მთავრობამ სხვებთან შედარებით უკეთ გათვალა კრიზისის მოახლოება და შედეგად, მიიღო ზომები, რამაც დადებითი შედეგები მოუტანა შესაბამის ქვეყნებს. ამის კარგი მაგალითია საქართველო, რომელმაც ევროპის სხვა სახელმწიფოებზე ბევრად ადრე შეზღუდა მიმოსვლა. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მხრიდან ამ ადრე რეაგირებას და მტკიცე გადაწყვეტილებას, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უდიდესი შეფასება მისცა, მოჰყვა ადრეულ ეტაპზე ყველა ხალხმრავალი სპორტული და კულტურული...


მსგავსი სიახლეები

up