შემოსავლების სამსახური უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური უქმე დღეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

access_time2021-04-29 15:30:00

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, 2021 წლის 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით დღეები და 10-11 მაისი განისაზღვროს უქმე დღეებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, 30 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით, არ იმუშავებს მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრები. გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული) სარგებლობისას“ – ამის შესახებ ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.


„აქვე გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტები მუშაობენ კალენდარული კვირის ყოველ დღეს (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით), კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცხადებულ უქმე დღეებში, 2021 წლის 4, 5, 6, 7, 10, 11 მაისს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონები, ასევე, გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. ამასთან, სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება.


2021 წლის, 4, 5, 6, 7, 10, 11 მაისს, შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 (09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - RS ჩათის მეშვეობით, ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@rs.ge



დამატებით გაცნობებთ, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ, სადეზინფექციო სამუშაოების პროცესზე ზედამხედველობა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება. შესაბამისი სითხეებით სრულად მუშავდება, როგორც მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები, ასევე, თანამშრომელთა ოთახები და ტექნიკური საშუალებები“ – ნათქვამია განცხადებაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up