შემოსავლების სამსახური "კომერსანტის" სტატიას პასუხობს: "მტკიცება, რომ საბაჟოებზე ხელოვნური ბარიერები იქმნება, უსამართლო და არასწორია"

შემოსავლების სამსახური "კომერსანტის" სტატიას პასუხობს: "მტკიცება, რომ საბაჟოებზე ხელოვნური ბარიერები იქმნება, უსამართლო და არასწორია"

person access_time2016-03-17 14:00:01

შემოსავლების სამსახური საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე შეფერხებებს არ აღიარებს. უწყების განცხადებით, იმის მტკიცება, რომ საბაჟოებზე ხელოვნური ბარიერები იქმნება, უსამართლო და არასწორია. ამის შესახებ უწყების მიერ „კომერსანტისთვის“ გამოგზავნილ განმარტებებშია აღნიშნული.


„კომერსანტმა“ გასულ კვირაში გადამზიდავ კომპანიებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გადამზიდავებს გარკვეული ბარიერები ექმნებათ.

 

გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ  ბოლო პერიოდში, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე რამდენიმე დღის განმავლობაში უწევთ ლოდინი და ტვირთის განბაჟებას ვერ ახერხებენ. ამ მიზეზით თურქმა მძღოლებმა აჭარაში, საქართველოს საზღვართან საპროტესტო აქციაც გამართეს და დახმარება თურქეთის ხელისუფლებას სთხოვეს. საბაჟოზე არსებული პრობლემები „კომერსანტს“ თურქეთის საელჩომ ოფიციალურად დაუდასტურა.


ამ საკითხზე მოლაპარაკებები წარიმართა, როგორც ადგილობრივ უწყებებს, ასევე ჩვენს საელჩოსა და ფინანსთა სამინისტროს შორის. გაირკვა, რომ საბაჟოებზე უფრო დიდი რაოდენობის სატვირთო მანქანის დეტალური შემოწმება გამოწვეული იყო საქართველოში შემოღებული ახალი რეგულაციებით და შევთანხმდით, რომ სწრაფად გადაიდგმებოდა საჭირო ნაბიჯები კონტროლისა და შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობის მინიმუმამდე შემცირებისათვის. ამ შეთანხმების საფუძველზე დასრულდა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან გამართული აქცია“,- ნათქვამი იყო საელჩოს მიერ „კომერსანტისთვის“ მოწერილ წერილში.

 

პრობლემა დაადასტურეს ბიზნესომბუდსმენის აპარატშიც, სადაც ამბობენ, რომ გარკვეული შეფერხებების შესახებ ინფორმაცია მათ ქართველი გადამზიდავებისგან აქვთ.

 

გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენელთა თქმით, ისეთი ხელოვნური ბარიერები, როგორიცაა ხშირი "გაწითლება" და უმიზეზოდ ტვირთის გაჩერება, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ბოლო წლების განმავლობაში არ დაფიქსირებულა და მათი შექმნა ბოლო თვეებში დაიწყო.

 

 

აღნიშნული თემის კომენტარტისას შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან საქონელი, მათ შორის, ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი, ექვემდებარება საბაჟო კონტროლს. გთავაზობთ შემოსავლების სამსახურის მიერ აღნიშნულ თემაზე "კომერსანტისთვის" გამოგზავნილ განმარტებებს:



„მიუღებელი და, რა თქმა უნდა, საფუძველსმოკლებულია სტატიაში გამოყენებული შეფასებები - „უმიზეზოდ გაჩერება“ და ე.წ. „გაწითლებები“. საბაჟო კონტროლი ყოველთვის კონკრეტულ მიზანს ემსახურება და აქვს, უპირველეს ყოვლისა, პრევენციული, ასევე, კონკრეტულ სამართალდარღვევათა გამოვლენის ხასიათი.


ასევე არასწორი და უსამართლოა განცხადება იმის თაობაზე, რომ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებამ მიიღო „მასობრივი“ სახე!“



მათივე ინფორმაციით, არსებული სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ საქონლის მთლიან მოცულობაში განხორციელებული კონტროლის ღონისძიებები არ სცდება 7%-ს.


 

 

ამასთან, შემოსავლების სამსახურში განმარტავენ:


„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების თანხმად, იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას, იმპორტის გადასახდელების გადახდა საქონლის გაშვებამდე სავალდებულო არ არის და მათი გადახდა ხორციელდება საქონლის გაშვების შემდგომ: 5, 15, 30 ან 45 კალენდარული დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როც არსებობს კონკრეტული იმპორტორის მხრიდან საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის რისკი.


რისკი განისაზღვრება კომპიუტერული პროგრამა ASYCUDA-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემით. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, საქონლის გაშვება შესაძლებელია იმპორტის გადასახდელების გადახდის გარეშე, მაგრამ შესაბამისი გარანტიის წარდგენით. 


თუ გადასახადის გადამხდელს არ აქვს გარანტიის წარდგენის საშუალება, საქონლის გაშვებისათვის უნდა გადაიხდოს იმპორტის გადასახდელები.


საქონლის გაშვება შესაძლებელია აგრეთვე იმპორტის გადასახდელების ნაწილზე გარანტიის წარდგენითა და დანარჩენ ნაწილზე თანხის გადახდით.


ამდენად, სტატიაში გამოთქმული მოსაზრება საქონლის მიმართ შესაბამისი დერეფნის ხელოვნურად გამოყენების თაობაზე, მათ შორის, პირადი გამორჩენის მიზნით, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული“,- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განმარტებებში.

 


 



აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up