კორონავირუსთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო ღონისძიებებზე განმარტებას აკეთებს

კორონავირუსთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო ღონისძიებებზე განმარტებას აკეთებს

access_time2020-02-27 18:33:10

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში, აეროპორტებსა და სახმელეთო საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს ახორციელებენ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირები, რომლებსაც აქვთ ზოგადი პროფილის ექიმი პროფილაქტიკოსის, ექიმი ეპიდემიოლოგის ან ექიმი ჰიგიენისტის კვალიფიკაცია. მიმდინარე ეტაპზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ევალება, რისკ ჯგუფის ქვეყნებში (ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია) გადაადგილებული ყველა მგზავრის/საავტომობილო საშუალების მძღოლის თერმოსკრინინგი და საჭირეობის შემთხვევაში მათ მიმართ მგზავრის სააღრიცხვო ბარათის (დანართი N9) შევსება.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკების მინიმალიზაციის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დაავადების გამოვლენის შემთხვევაში და მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების კუთხით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, საბაჟო გამშვებ პუნქტებში, (მათ შორის პორტებსა და აეროპორტებში) შემოსავლების სამსახურის ეპიდემიოლოგების მიერ ხდება მგზავრთა (მათ შორის ტრანზიტული), ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც გულისხმობს მგზავრთან გასაუბრებას, ტემპერატურის გაზომვას, სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრებას.


მაღალი ტემპერატურის, გამოხატული კლინიკური ნიშნების ან სხვა საეჭვო გარემოებების გამოვლენისას შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგი ავსებს რისკის ჯგუფის ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრის სააღრიცხვო ბარათს (დანართი N9) და დადგენილი წესის თანახმად ინფორმაციას აწვდის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. ქვეყანაში შემოსული მგზავრის რისკის პირველადი შეფასების შემდეგ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის საეჭვოდ მიჩნევის შემთხვევაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება მგზავრის იზოლაციისა და სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანის თაობაზე.



ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე განთავსებულია ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე დამზადებული საინფორმაციო ბანერები, რომლებიც შეიცავენ რეკომენდაციებს კორონა ვირუსის გავრცელებისა და პრევენციის შესახებ.


ამასთან, რისკის ჯგუფის ქვეყნებიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს ეძლევა თვითიზოლაციის რეკომენდაცია (კონტაქტების შეზღუდვა და დანართში მითითებულ საცხოვრებელ მისამართზე ყოფნა მინიმუმ 14 დღის განმავლობაში). აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მგზავრები იქნებიან ეპიდემიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.


ასევე, გაცნობებთ, რომ დაწესდა გარკვეული შეზღუდვები იმ პირთა გადაადგილებაზე, რომლებიც ბოლო ორი კვირის მანძილზე იმყოფებოდნენ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. იმ შემთხვევაში, თუ პირი არის საქართველოს მოქალაქე, მას არ ეზღუდება ქვეყანაში შემოსვლა. ასეთ შემთხვევაში მგზავრი/ მძღოლი ექვემდებარება თერმოსკრინინგს. ტემპერატურის ნორმაზე მეტის აღმოჩენის შემთხვევაში, ასეთი მოქალაქე ექვემდებარება კლინიკაში გადაყვანას, ხოლო თუ ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია, პირის მიმართ გავრცელდება სავალდებულო კარანტინი.
ზომოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კომპეტენციის ფარგლებში და დაგენილი წესით, მუდმივად მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up