შემოსავლების სამსახური განმარტავს რა შემთხვევაში ენიჭება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს კვალიფიციური ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს რა შემთხვევაში ენიჭება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს კვალიფიციური ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი

access_time2021-11-05 18:30:00

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ რა შემთხვევაში ენიჭება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს კვალიფიციური ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი:


„• დღგ-ის გადამხდელად ახლად დარეგისტრირებული პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან ითვლება არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელად;


• კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს ავტომატურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, უუქმდება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და მიენიჭება არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, თუ მას ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია (ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია);


• კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი ენიჭება შემოსავლების სამსახურის უფროსის N107 ბრძანების ამოქმედების (მიმდინარე წლის 20 იანვარი) მომენტისთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს, თუ მათ ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში უფიქსირდებათ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია (ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია). წინააღმდეგ შემთხვევაში პირი ჩაითვლება არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელად;



• პირს რომელსაც არ აქვს მოქმედი საბანკო ანგარიში მიენიჭება არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსი;


• პირს, რომელსაც უფიქსირდება საგადასახადო დავალიანება, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით მიენიჭება არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსი. არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს, აღნიშნული სტატუსის მოქმედების პერიოდში ეზღუდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, აგრეთვე იზღუდება მათზე აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემა.


კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურს წარედგინება განცხადება „კვალიფიციურ დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ“.


აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საგადასახადო ორგანომ უკვე განიხილა 20,534 მოქმედი გადასახადის გადამხდელის დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების საკითხი, საიდანაც კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი მიენიჭა 10,505 პირს, ხოლო 10,029 პირმა საგადასახადო ორგანოს ვერ წარუდგინა ინფორმაცია ეკონომიკური აქტივობის შესახებ და შესაბამისად, შეუნარჩუნდა არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.


ამასთან, შემოსავლების სამსახური ხაზგასმით განმარტავს, რომ არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს შეუძლია კვალიფიციური დღგ-ის სტატუსის მოთხოვნით, განმეორებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს. დადგენილი ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში, საკითხის შესწავლის შედეგად, მას მიენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.


აქვე აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების და საგადასახადო კანონშესაბამისობის ამაღლების მიზნით, შემოსავლების სამსახურის სტრატეგიული მიზნების განხორციელების ფარგლებში, 2021 წელს დაინერგა პროგრამა, რომლის მიზანია, გადასახადის გადამხდელის კანონშესაბამისობის ცნობიერების ამაღლება და კეთილსინდისიერი დღგ-ის გადამხდელების დაცულობა, არაკეთილსინდისიერი დღგ-ის გადამხდელების მიერ, არამართლზომიერად გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის შეზღუდვით“ – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-18 21:00:54
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1. სად არის განთავსებული საქართველოს სავალუტო რეზერვები - სებ-ის...

სილქნეტის 7 ჯერ სწრაფი მობილური ქსელი, მეტი ინტერნეტი და უამრავი სასაუბრო დრო!

სილქნეტის 7 ჯერ სწრაფი მობილური ქსელი, მეტი ინტერნეტი და უამრავი სასაუბრო დრო!
access_time2022-01-18 17:55:39
არაერთი კვლევით დადასტურდა სილქნეტის ქსელის უპირატესობა. უახლესი „გიგაბიტ LTE“ ტექნოლოგიით  აღჭურვილი ქსელით, კომპანია მომხმარებელს ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სტანდარტზე  7 ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტით ემსახურება; სილქნეტის მობილურ ქსელს აქვს სტაბილური სიჩქარე საქართველოს მასშტაბით,  ტევადობის მაღალი რესურსი, რაც საშუალებას იძლევა,...

18 იანვარი - ლარის კურსი დოლართან და ლირასთან მიმართებით გაუფასურდა

18 იანვარი - ლარის კურსი დოლართან და ლირასთან მიმართებით გაუფასურდა
access_time2022-01-18 18:00:05
18 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.09 თეთრით 3.0840-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0790 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.53 თეთრით 3.5130-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 1.70 თეთრით 4.1992 -მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 0.07 თეთრით 6.4082-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან 1.58 თეთრით 4.0371-მდე,  აზერბაიჯანულ მანათთან 0.17 თეთრით 1.8168-მდე, თურქულ ლირასთან 0.01 თეთრით 0.2279-მდე...

„რიყის დოქები“ მეექვსედ, უკვე 71 250 000 ლარად იყიდება

„რიყის დოქები“ მეექვსედ, უკვე 71 250 000 ლარად იყიდება
access_time2022-01-18 17:00:50
მთავრობის 5 წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, „რიყის დოქებისთვის“ ინვესტორს ამჯერად „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯი“ ეძებს, რომელიც ობიექტს 71 250 000 ლარად ყიდის. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დირექტორმა, რომან ბოკერიამ განუცხადა, კომპანია „რიყის დოქების“ გაყიდვას ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ცდილობს. „ვეხმარებით ეკონომიკის სამინისტროს, ყველა...

ზოგიერთი მედიკამენტი საქართველოში თურქეთთან შედარებით 1 241%-ით ძვირია

ზოგიერთი მედიკამენტი საქართველოში თურქეთთან შედარებით 1 241%-ით ძვირია
access_time2022-01-18 14:44:23
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მოსახლეობისთვის 200-მდე დასახელების მედიკამენტზე ფასები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. მთავრობის განკარგულებით, თურქეთის ბაზარი სრულად გაიხსნა და ამ ქვეყნიდან მაღალი ხარისხის, GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები შემოტანა იგეგმება, რაც, მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მოქალაქეებს ხარჯებს მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად შეუმცირებს. გთავაზობთ კარდიოლოგიური წამლების მცირე ჩამონათვალს...


მსგავსი სიახლეები

up