შემოსავლების სამსახური: აღურიცხავი საწვავის შემოტანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება

შემოსავლების სამსახური: აღურიცხავი საწვავის შემოტანა მკაცრ კონტროლს ექვემდებარება

access_time2021-11-25 14:50:00

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო ზედამხედველობის ფარგლებში, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ტრანსპორტის გადაადგილებისას მკაცრად კონტროლდება აღურიცხავი საწვავის შემოტანა.



„აღნიშნულიდან გამომდინარე მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“, აზერბაიჯანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, საწვავის ავზებში აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული 1 200 ლიტრი დიზელის საწვავი.




აღურიცხავი პროდუქციის შემოტანა, ძირითადად სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწვავის ავზებით ხორციელდება. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ფაქტი სამართალდარღვევას წარმოადგენს და სანქციის სახით ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.



ბოლო 1 თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი", 55 070 ლიტრზე მეტი არადეკლარირებული დიზელის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







Rundtea: ბიოსერთიფიკატის მოპოვება და პროდუქციის ევროპაში გატანა გვსურს

Rundtea: ბიოსერთიფიკატის მოპოვება და პროდუქციის ევროპაში გატანა გვსურს
access_time2022-08-08 20:00:49
მცენარეული ჩაის მწარმოებელი კომპანია Rundtea-ს ბიოსერთიფიკატის მოპოვება და პროდუქციის ევროპულ ბაზრებზე გატანა სურს.   ბიოჩაის ვაწარმოებთ და მალე სერთიფიკატის მიღებასაც ვაპირებT. ეს არის ბალახეული ჩაი ჯავახეთიდან, სხვადასხვა მცენარეებისგან, რომელსაც სასარგებლო თვისებები აქვს. არამხოლოდ ჩაიდ შეიძლება მისი გამოყენება, არამედ წამლადაც. თუმცა, ამისთვის ლიცენზიაა საჭირო. პროდუქცია ჯერჯერობით ონლაინ იყიდება. პროდუქტით დაინტერესებული არიან ტურისტებიც,- აცხადებს...

8 აგვისტო - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა

8 აგვისტო - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა
access_time2022-08-08 17:30:51
ეროვნული ბანკის მიერ 8 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.37 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7141 ლარი გახდა. ქართული ლარის...

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია და აქციების ფასი გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების კაპიტალიზაცია და აქციების ფასი გაიზარდა
access_time2022-08-08 17:00:53
ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 1.995 მლრდ გირვანქა სტერლინგია — გასულ კვირასთან შედარებით 199 მლნ-ით მეტი. Galt and Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, გასულ კვირასთან შედარებით, გაზრდილია სამივე ქართული კომპანიის აქციების...

ივნისიდან უკრაინაში ექსპორტი განვაახლეთ - თბილღვინო

ივნისიდან უკრაინაში ექსპორტი განვაახლეთ - თბილღვინო
access_time2022-08-08 19:00:34
„მიმდინარე წლის ივნისის ბოლოდან ჩვენ უკრაინაში გადატვირთვები განვაახლეთ“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“  ღვინის მწარმოებელი კომპანია ,,თბილღვინოს“ დამფუძნებელმა, ზურაბ მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით „თბილღვინომ“ უკრაინაში ომამდე არსებული პარტნიორების გარდა კიდევ ორი ახალი პარტნიორი გაიჩინა.    „გარდა ომამდე არსებული პარტნიორებისა კიდევ ორი პარტნიორი დავიმატეთ, ერთთან უკვე გადავტვირთეთ კიდეც, რაც შეეხება რუსეთს, ომის დაწყებიდან ერთ თვეში...

სექტორი განვითარდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში სავალდებულო დაზღვევების ის მინიმუმი შეიქმნება, როგორიც მთელ მსოფლიოშია - ასოციაცია მოგების შემცირებაზე

სექტორი განვითარდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში სავალდებულო დაზღვევების ის მინიმუმი შეიქმნება, როგორიც მთელ მსოფლიოშია - ასოციაცია მოგების შემცირებაზე
access_time2022-08-08 18:00:33
2022 წლის 5 თვეში სადაზღვევო სექტორმა 9,4 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო, ამის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი. 2022 წლის 5 თვის განმავლობაში სექტორის მიერ მოზიდულმა პრემიამ 399,5 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 10%–ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე. 19%-ით არის გაზრდილი...


მსგავსი სიახლეები

up