გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

access_time2019-11-12 17:30:57

„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე.


მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი ემატება. არსებობს ასევე ზრდადი ანაბარი,სადაც ფულის დაგროვებას ვიწყებთ, მაგალითად, ახალი წლიდან ზაფხულამდე შევაგროვებთ თანხას და გამოვიყენებთ მოგზაურობისთვის. გვაქვს ანაბრები, რომელსაც ყოველ ჩვენს ტრანზაქციაზე გარკვეული თანხა გადააქვს ჩვენი ანგარიშიდან და ინახავს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ისიც,რომ ანაბრის დარღვევა და ჩვენი შენახული ფულის გამოტანა ნებისმიერ დროს შეიძლება.


როგორც კეპულაძე აცხადებს, ადგილობრივი დაზოგილი თანხა უნდა იყოს საკმარისი იმისთვის,რომ ბანკებმა მოახერხონ სესხების გაცემა და საინვესტიციო ფონდების შექმნა. სხვადასხვა საშუალებები არსებობს იმისთვის,რომ ეს თანხა ეკონომიკაში  ისევ ჩატრიალდეს.


„ასევე ბანკები გვთავაზობენ საბავშვო გრძელვადიან და ზრდად ანაბრებს, სადაც შეგვიძლია,ჩვენი შვილებისთვის შევაგროვოთ თანხა და მაგალითად, სრულწლოვანი რომ გახდება, ეს თანხა გამოვიყენოთ.
ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ისიც,თუ რა ვალუტაში ვზოგავთ. საერთოდ, უნივერსალური რჩევაა,რომ შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ, ამით სავალუტო რისკებს ავიცილებთ თავიდან.



ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია,რომ ბანკებმა წაახალისონ მოსახლეობა, მოუწოდონ მათ,რომ ეროვნულ ვალუტაში დაზოგონ თანხა, და ზოგადად, მოუწოდონ,რომ დაზოგვა კარგია მათთვისაც და ქვეყნის ეკონომიკისთვისაც,“
- აღნიშნავს გიორგი კეპულაძე.


ნათია კეკენაძე 




ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია

ძველმოდური მოგზაურობის ეპოქა დასრულებულია
access_time2019-12-06 16:15:05
WIZZ AIR მოუწოდებს სხვა ავიაკომპანიებს, შეწყვიტონ ფრენები ბიზნეს კლასისთვის განკუთვნილი ცარიელი ადგილებით Wizz Air, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრული და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში, მოუწიდებს  სხვა ავიაკომპანიებს, რომ შეწყვიტონ...

არმია, როგორც ბიზნეს სკოლა - ისრაელის მაგალითი

არმია, როგორც ბიზნეს სკოლა - ისრაელის მაგალითი
access_time2019-12-06 20:30:49
ხშირად ამბობენ, რომ არმიას ისრაელის ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი.  „Start up nation” -  წიგნის დიდი ნაწილი დათმობილია ტექნოლოგიურ სიახლეებსა და გამოგონებებზე, ხოლო ყველა მათგანში აღწერილია, თუ როგორ აღმოჩნდნენ ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ახალგაზრდები სამხედრო წარსულით, ტექნოლოგიური ფრონტის წინა ხაზებზე და წლების განმავლობაში გამოიმუშავებდნენ უნიკალურ უნარებს. სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნების შემდეგ  მიღებული გამოცდილების გამოყენებით ისნი ან...

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება
access_time2019-12-06 16:30:18
საქართველოში, უახლოეს პერიოდში, ცნობილი ბრიტანული კომპანია „Evolve Trading and Investment“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს. ამის თაობაზე ცნობილი „Evolve Investment“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა. „Evolve Trading and Investment“-ისა და ასევე პროექტების მართვის ბრიტანული კომპანია SAVM-SABA Group LP-ის ერთობლივი ინიციატივით, საქართველოს შავიზღვისპირეთში ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა განვითარდება. საუბარია ულტრათანამედროვე...

პრემიერის შეხვედრა მედიკოსებთან მხოლოდ დროის მოგებისთვის იყო

პრემიერის შეხვედრა მედიკოსებთან მხოლოდ დროის მოგებისთვის იყო
access_time2019-12-06 17:30:34
„2020 წლის ბიუჯეტი შემოსულია პარლამენტში და ყველაფერი კეთდება დროის მოგებისთვის, რათა არ შევიდეს ცვლილებები ამ ბიუჯეტში“,- ასე ეხმაურება დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პრემიერსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრას.პარლამენტარი აცხადებს, რომ მთავრობას შეხვედრა შეხვედრისთვის კარგად გამოსდის. მისი თქმით, საზოგადოებაში ცრუ მოლოდინია შექმნილი, რომ პრემიერსა და კლინიკებს შორის ძალიან კარგი შეხვედრა...

„ხალიკ ბანკი“: „ბიზნესდავების მოგვარება უფრო ოპერატიულად უნდა ხდებოდეს“

„ხალიკ ბანკი“: „ბიზნესდავების მოგვარება უფრო ოპერატიულად უნდა ხდებოდეს“
access_time2019-12-06 14:30:03
„ნებისმიერი მხარისთვის ფინანსურად მომგებიანია წყნარი, სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო. ნებისმიერი რყევა იწვევს მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემცირებას, იმიტომ რომ მათ არ იციან, რა იქნება ხვალ. ეს კი ამცირებს ეკონომიკურ აქტივობას. მნიშვნელოვანია ასევე სასამართლო სისტემის ხარვეზებზე საუბარიც. ეს საკმაოდ მტკინვეული საკითხია, იგი ბევრად უფრო დახვეწილი და ოპერატიული უნდა იყოს, უფრო სწრაფად უნდა ხდებოდეს ბიზნესდავების მოგვარება, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს...


მსგავსი სიახლეები

up