შემოდგომაზე თაფლის ღირებულება მოიმატებს- მეფუტკრეები აკრძალვებით გამოწვეულ შედეგებზე საუბრობენ

შემოდგომაზე თაფლის ღირებულება მოიმატებს- მეფუტკრეები აკრძალვებით გამოწვეულ შედეგებზე საუბრობენ

access_time2020-04-29 16:00:47

კორონავირუსის გამო დაწესებულმა აკრძალვებმა და ნებართვის არამიზნობრივად გაცემამ მეფუტკრეებს პრობლემები შეუქმნა, რაც აუცილებლად პროდუქტის ფასზე აისახება და მოკლე ვადაში ბაზარზე გაძვირებულ თაფლს მივიღებთ,“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელის რუსუდან გიგაშვილი ესაუბრა.


მეფუტკრეების დიდი ნაწილს აკრძალვების დროს გაუჭირდათ ფუტკრებთან მისვლა და მოვლა. რაც სერიოზული პრობლემაა, რადგან ფუტკრის პროდუქტი გაძვირდება. ახლა მიაკითხავენ სკებს, თუმცა რა ფასი დაედება  ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტს ჯერ არ ვიცით,“-ამბობს გიგაშვილი.


საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების წარმომადგენლის,  ალეკო პაპავას ინფორმაციით,  მცირე მეწარმეებზე დღემდე არა არის სრულყოფილი ნებართვა გაცემული. რიგ პრობლემებს ქმნის საგანგებო მდგომარეობა, რადგან „კომენდანტის საათის“ პირობებშიც სჭირდება ფუტკარს მოვლა, რასაც მეფუტკრეების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს.


“აკრძალვის დროს მცირე რაოდენობით დაუშვეს საშვები, დიდი მეურნეობის მესაკუთრეებზე გასცეს ნებართვა, თუმცა მხოლოდ  პიროვნებაზე, როდესაც სამუშაო ჯგუფი უნდა უვლიდეს მეურნეობას. მცირე მეურნეობის მეპატრონეებს კი დღესაც არ აქვთ ნებართვა. დღეს მოძრაობა აღდგა და  გაიხსნა საგზაო მიმოსვლა, თუმცა, „კომენდანტის საათი“ ისევ მოქმედებს.ფუტკარს კი ღამის საათებშიც სჭირდება მოვლა.  კარგი იქნება თუ ბაზა შეიქმნება, სადაც ფერმერები იქნებიან და მათთვის ნებისმიერ დროს გადაადგილება, რა თქმა უნდა საქმინობის კუთხით არ გახდება პრობლემა.“-აცხადებს  ალეკო პაპავა.



მეფუტკრე ირინა ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ აკრძალვების გამო მეურნეობის შეფერხებით მუშაობა აუცილებლად აისახება თაფლის ფასზე და შემოდგომაზე პროდუქტი საგრძნობლად გაძვირდება.


“ფუტკარი მყავს, ერთი სამეგრელოში, მეორე აღმოსავლეთ საქართველოში და ადგილზე უვლიან, გადაადგილების შეზღუდვის გამო ამ მხრივ პრობლემა არ შეგვქმნია რადგან ადგილზე არიან და პატრონობენ ფუტკარს, თუმცა სხვა  მხრივ შეგვექმნა პრობლემა, შეკვეთები ვერ მიმაქვს ადგილზე.ამ დროის განმავლობაში შეკვეთა ვერ შევასრულე, მიზეზი იყო ის რომ ჩემი თაფლი  განსხვავებული ბრენდინგის გამო თიხის ქოთანშია, ამდენად, მე დამოკიდებული ვარ კერამიკოსზე, რომელიც ამზადებს  თიხის ქოთნებს.ის შეფერხდა, ვერ გადაადგილდებოდა და მასალაც ვერ მიიღო. თაფლი ადგილზე მქონდა თუმცა ქოთნები არა, შეკვეთა ვერ შევასრულე და ბაზარზე ჩემი თაფლის რეალიზაცია შემცირდა.


რაც შეეხება სამომავლოდ პროცესის გაგრძელებას. ჯერ ფუტკრები ეზოში ჰყავს ჩემს მეფუტკრეს, თუმცა, როდესაც მთის  პერიოდი დადგება და ფუტკარი გაფრინდება მაღალი ზონისკენ ყვავილებისთვის,  თუ ამ დროსაც შეზღუდვები იარსებებს საკმაოდ დავზარალდებით.  ამის გამო თაფლით ადგილობრივი ბაზრის უზრუნველყოფა გაგვიჭირდება, ხოლო რაც იქნება, იმაზე ფასი საგრნობლად აიწევს.  ახლაც მომატებულია ღირებულება, თუმცა, შემოდგომაზე მეტად შესამჩნევი იქნება.“-აცხადებს  ირინა ლორთქიფანიძე.


ნათია ლომიძე

თეგები:
თაფლი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up